fbpx

მეცნიერებმა ერთი ლოკოკინადან მეორეს მეხსიერება გადაუნერგეს


გააზიარე სტატია

 

ავტორები: პიტერ ფარხერი და როქაია მოინიაჰანი

 

ზღვის ლოკოკინებზე ჩატარებული ცდებით დადგინდა, რომ ის, რაც 1990 წელს გამოშვებულ სამეცნიერო ფანტაზიაში, „ყველაფრის გახსენებაში“, დუგლას ქვაიდს (არნოლდ შვარცნეგერს) დაემართა, სინამდვილეშიც შესაძლებელია.

თავდაპირველად დეივიდ გლენზმანმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან იქამდე ხელუხლებელ კალიფორნიულ ზღვის ლოკოკინას (ლათ.: Aplysia californica) კუდის სტიმულირებისას (შოკისას) თავდაცვითი მოქმედების განხორციელება ასწავლა.

 

protein lab pharmaceuticals

 

მას შემდეგ, რაც ლოკოკინას ეს თავდაცვითი რეფლექსი ჩამოუყალიბდა, მკვლევართა გუნდმა მისი რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) მოიპოვა და როცა აღნიშნული რნმ სხვა ლოკოკინაში შეიყვანეს, ამ უკანასკნელმა მაშინვე დაიწყო შოკზე ანალოგიურად რეაგირება.

გლენზმანის ვარაუდით, ეს შედეგი აჩვენებს, რომ რნმ-ისგან ენგრამას შექმნა შეიძლება. ენგრამები, უხეშად რომ ვთქვათ, ის მასალაა, რისგანაც მეხსიერებები შედგება. უფრო სწორად, ეს ის ადგილებია, სადაც მეხსიერებები ინახება.

ენგრამების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ ნაკლებად დგას, მაგრამ ის, თუ კონკრეტულად სად არსებობენ ისინი და როგორ მუშაობენ, ათწლეულების განმავლობაში კვლევის საგანია.

ვარაუდობენ, რომ დიდი ხნის წინანდელი მეხსიერება ტვინის უჯრედებს შორის არსებული სახეცვლილი შეერთების წერტილებში ინახება.

თუმცა, გლენზმანი ალტერნატიულ თეორიას ტესტავდა, რომლის მიხედვითაც მეხსიერება, შესაძლოა, გენის ექსპრესიაში ცვლილებას უკავშირდებოდეს და რომ არაკოდირებადი რნმ-ის მეშვეობით მეხსიერებების გარდაქმნაა შესაძლებელი.

snail memory RNA engram

 

გარდა ამისა, გლენზმანმა თეორია თავდაცვითი რეფლექსის მქონე სხვადასხვა ლოკოკინადან მოპოვებულ მგძნობიარე ნეირონებზეც შეამოწმა. მან აღმოაჩინა, რომ რნმ-ის პირდაპირ ნეირონებში შეყვანა „(მათ) აღგზნებადობის დონეს ზრდიდა“.

ცხადია, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა იმისგან, რომ გეგონოს, თითქოს ორი კვირა სხვა პლანეტაზე გაატარე, მაგრამ იმის შანსი, რომ მეცნიერებმა ის „გაგახსენონ“, რაც მანამდე არასდროს გაგიკეთებია, უკვე საკმაოდ რეალურია.

ორიგინალი: https://businessinsider.com


რეკომენდებული სტატიები
ადამიანები საკუთარი გარდაცვალების მომენტს ხვდებიან, ამბობენ მეცნიერები

ადამიანები საკუთარი გარდაცვალების მომენტს ხვდებიან, ამბობენ მეცნიერები

ადამიანები საკუთარი გარდაცვალების მომენტს ხვდებიან, ამბობენ მეცნიერები
მკვლევრების აზრით, სიკვდილის მომენტში, მართალია, გული მუშაობას წყვეტს, მაგრამ მკვდარი ადამიანის ტვინი მცირე ხნით მაინც ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ცხოვრება დასრულდა
მეცნიერებმა უჯრედებში „კიბოს მკვლელი“ კოდი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა უჯრედებში „კიბოს მკვლელი“ კოდი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა უჯრედებში „კიბოს მკვლელი“ კოდი აღმოაჩინეს
კვლევა, რომელიც აღწერდა “მკვლელ კოდს” და სიმსივნეების წინააღმდეგ მათი გამოყენების საშუალებებს, დღეს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.