fbpx

მაიკლ ჯექსონის სიკვდილი და სიცოცხლე: პედოფილიაში ბრალდებების ქრონოლოგია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ბობ რიჩეტა

დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ეროვნულმა მუზეუმმა გადაწყვიტა, თავისი ტერიტორიიდან აეღო  მაიკლ ჯექსონის ქანდაკება პოპვარსკვლავთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალის გამო.

ვეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩუკმა ახალ, ოთხსაათიან დოკუმენტურ ფილმში განაცხადეს, რომ მაიკლ ჯექსონი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა მათზე, როცა ისინი მცირეწლოვანები იყვნენ.

 

 

ჯექსონის ოჯახმა უარყო ფილმში გამოთქმული მოსაზრებები და მათ ბრალდებას  “საჯარო ლინჩის წესით გასამართლება” უწოდა. მუსიკოსის წარმომადგენლები ფილმ  Leaving Neverland-ის კოპროდიუსერ კომპანია  HBO-ს სასამართლოში უჩივიან.

მანჩესტერში არსებულ ფეხბურთის მუზეუმში მაიკლ ჯექსონის ქანდაკება 2014 წელს დადგეს და მიმდინარე კვირას აიღეს.

 

 

თაბაშირისა და კანიფოლისგან დამზადებული ხელოვნების ეს ნიმუში 2011 წელს ფულჰამის Craven Cottage-ის სტადიონზე მაიკლ ჯექსონის მეგობარმა მუჰამედ ალ ფაიედმა წარმოადგინა, რომელიც მაშინ ამ კლუბის მფლობელი იყო. ჯექსონმა სტადიონი 1999 წელს მოინახულა, როცა ის ლონდონში ალ ფაიედს სტუმრობდა ფულჰამისა და Wigan Athletic-ის თამაშის დროს.

მართალია, მუზეუმს ქანდაკების მოხსნა მიმდინარე სკანდალთან პირდაპირ არ დაუკავშირებია, მაგრამ Leaving Neverland-მა მომღერლის წინააღმდეგ საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია, რასაც BBC-ის, ასევე კანადისა და ახალი ზელანდიის რამდენიმე რადიოსადგურის  ფლეილისტებიდან  ჯექსონის სიმღერების  ამოღებაც  მოჰყვა.

 

 

ჯექსონის ფანების ნაწილმა კი დიდ ბრიტანეთში დოკუმენტური ფილმის ეთერში გაშვების დღეს Channel 4-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ფილმში რობსონი და სეიფჩუკი დეტალურად ჰყვებიან, რამდენიმე წლის განმავლობაში მაიკლ ჯექსონის მხრიდან მათ მიმართ ბავშვობაში განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე.

36 წლის რობსონი პირველად მაიკლ ჯექსონს 5 წლის ასაკში ავსტრალიაში შეხვდა. ის ჰყვება, როგორ იმყოფებოდა რამდენჯერმე ჯექსონთან ერთად ნევერლენდის რანჩოზე მცირეწლოვან ასაკში.

41 წლის სეიფჩუკი ჯექსონთან ერთად პეპსის რეკლამაში გადაიღეს. მისი თქმით, ჯექსონს მის სახლში ისიც ხშირად სტუმრობდა.

ჯექსონის ოჯახმა ფილმის ორივე რესპონდენტს “აღიარებული მატყუარები” უწოდა და მიუთითა იმ ფაქტზე, რომ რობსონმაც და სეიფჩუკმაც ჯექსონის სიცოცხლეში ფიცის ქვეშ აღიარეს, რომ პოპვარსკვლავს მათზე სექსუალურად არ უძალადია.

ჯექსონის ოჯახის განცხადებით, ჯერ კიდევ ჯექსონის სიცოცხლეში მიმდინარეობდა საფუძვლიანი საგამოძიებო პროცესი, რომელიც სხვა ზომებთან ერთად მოიცავდა წინასწარი შეტყობინების გარეშე ნევერლენდის რანჩოსა და სხვა ობიექტებზე სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ ჩხრეკას, რომლის შედეგადაც ნაფიცმა მსაჯულებმა მაიკლ ჯექსონი სრულიად უდანაშაულოდ აღიარეს.”

თავის კარიერის მანძილზე მაიკლ ჯექსონი ორჯერ იყო დადანაშაულებული სექსუალურ ძალადობაში.

1993 წელს 13 წლის ბიჭმა ჯექსონი 5 თვის განმავლობაში მიმდინარე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მომჩივანი ამბობდა, რომ ჯექსონი მასთან ერთად ბანაობდა, მის საწოლში ეძინა, ჩუქნიდა საჩუქრებს და ეალერსებოდა მას.  გავრცელებული ინფორმაციით,  ჯექსონმა მომჩივანს დაახლოებით 25 მილიონი დოლარი გადაუხადა.

2003 წელს ჯექსონს ბრალი დასდეს კიბოთი დაავადებული ბიჭის მიმართ მრავალჯერადი გარყვნილების აქტის გამო, რომელიც პოპვარსკვლავის სახლში იყო მიპატიჟებული. ბიჭის განცხადებით, 13 წლის ასაკში ჯექსონი მას ალკოჰოლით გაუმასპინძლდა და მასთან ეროტიკული ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა. ამ შემთხვევაში ჯექსონი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და ეს სტატუსი მან სიკვდილამდე შეინარჩუნა.  

 

ორიგინალი: https://edition.cnn.com


რეკომენდებული სტატიები
BBC უარს ამბობს მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე ახალი დოკუმენტური ფილმის გამო
Play Video

BBC უარს ამბობს მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე ახალი დოკუმენტური ფილმის გამო

BBC უარს ამბობს მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე ახალი დოკუმენტური ფილმის გამო
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს Channel 4-ის ეთერში გავა ახალი დოკუმენტური ფილმი  მაიკლ ჯექსონის ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ, რის გამოც BBC-მ რადიოს პლეილისტებიდან პოპ-ვარსკვლავის სიმღერები ამოიღო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.