fbpx

ახალი ჩინური “ქალაქის” 4 კოშკს 250 მეტრის სიმაღლეზე “კრისტალი” დააკავშირებს


გააზიარე სტატია

 

კომპანია CappitaLand, რომელიც აზიაში უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ ითვლება,  კომპლექს Raffles City Chongqing-ის მშენებლობას ასრულებს. კომპლექსი ცნობილმა არქიტექტორმა მოშე საფდიმ დააპროექტა.

 

 

Raffles City Chongqing ქალაქ ჩუნცინში, ორი მდინარის – ძიალინძიანისა და იანძის შესართავთან მდებარეობს. არქიტექტორის თქმით, კომპლექსის პროექტზე მუშაობისას მისი ინსპირაციის წყარო მდინარეებზე ტვირთების გადატანის მრავალსაუკუნოვანი ჩინური ტრადიცია გახდა. შესაბამისად, ცათამბჯენების ფორმები ჩინური სავაჭრო გემების იალქნებს მოგვაგონებს.

 

 

Raffles City Chongqing-ის მთავარ ელემენტს 4 კოშკი წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს გიგანტური გადასასვლელით უკავშირდებიან. გადასასვლელს „კრისტალი“ ჰქვია და 250 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. მისი სიგრძე – 300, სიგანე – 32,5, ხოლო სიმაღლე – 26,6 მეტრია. რაც შეეხება Raffles City Chongqing-ის სრულ ფართობს,  ის 817 000 მ2  შეადგენს.

 

 

საინტერესოა ისიც, რომ „კრისტალის“ 250 მეტრის სიმაღლეზე განთავსება ურთულესი ამოცანა იყო. მშენებლებმა ის 7 ნაწილად დაყვეს – 4 მათგანი კოშკების სახურავებზე ააწყვეს, ხოლო 3 მიწაზე და შემდეგ აიტანეს.

ჰორიზონტალურ კოშკში – „კრისტალში“ 2 საცურაო აუზი, გალერეა, დიდი ბაღი, რესტორნები და სხვა ობიექტები განლაგდება, დარჩენილ თავისუფალ სივრცეებში – საცხოვრებელი და საოფისე ფართები.  იქვე განთავსდება სავაჭრო ცენტრი და 9ჰა ფართობის ლანდშაფტური მონაკვეთი.

 

 

არქიტექტორის განმარტებით, ამჟამად ინტერიერის სამუშაოები მიმდინარეობს. Raffles City Chongqing-ის ოფიციალური გახსნა კი 2019 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

 

 


რეკომენდებული სტატიები
2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან
ჟურნალმა Time-ის სია მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ პროექტებს, რომლებსაც არქიტექტურული გენია აერთიანებს და რომლებიც ყველასთვის თანაბრად საინტერესოა
არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი

არქიტექტურაში ასახული სოციალური უთანასწორობა - ფოტოპროექტი
ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა მსოფლიოს ქალაქები ზემოდან გადაიღო იმის საჩვენებლად, თუ როგორი დიდია განსხვავება ე.წ. მდიდარ და ღარიბ უბნებს შორის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.