fbpx

5 თამამი საჩუქარი სიკეკლუცეების მოყვარულებისთვს


გააზიარე სტატია

 

თუ მზად ხართ  ხულიგნობისთვის და ამაში გსურთ მეგობრებიც ჩაითრიოთ, “ბაიერსის” სადემონსტრაციო დარბაზში წარმოდგენილი რამდენიმე ნივთი დაგეხმარებათ საზოგადოებას მცირეოდენი შოკი მოჰგვაროთ, მეგობრები კი გაამხიარულოთ. მორალისტებისა და პურიტანების საყურადღებოდ: ეს სია თქვენთვის არ არის.                      

კეპი CARNE BOLLENTE-გან   გაზაფხულის დღეების გასალამაზებლად. დაე, შეუწუხდეს გული მწვანილის გამყიდველს. დიახ, თქვენ ქუდზე შიშველი ქალი გახატიათ. გაიცანით, მას ჟოზეფინა ჰქვია.

JOSEPINE

 

საფულე  CARNE BOLLENTE-გან სიმპათიური გრაფიკით, შიშველი ნატურის მოყვარულთათვის, პლას პიგალის ინსპირაციით.  ხურდის ამოღება ამიერიდან ყოველთვის თავგადასავალი იქნება.
LA RUEE VERS LAURE

 

წინდები CARNE BOLLENTE-სგან არქაული ლეგენდის განსამტკიცებლად. BIG DICK BIG FEET – რა შეიძლება იყოს ამაზე ბანალური. ინგლისურის  არმცოდნეებმა ყიდვის წინ გამოიყენეთ GOOGLE TRANSLATE. და ხო, კიდევ, სამარშრუტო ტაქსში ფეხის ფეხზე გადადებას მაინც არ გირჩევთ.

BIG DICK BIG FEET

 

წითელი ტყავის საფულე CARNE BOLLENTE-სგან აროგანტული სახის: “რა მოგივიდა,  სახვითი ხელოვნება თითქმის სულ შიშველი ნატურაა”-ს მისაღებად. ბონუსი – სიტყვების განუმეორებელი თამაშია ინგლისურის მცოდნეთათვის.

BUTT WHAT ELSE ?

 

ქუდი CARNE BOLLENTE-სგან  დაჟინებული მზერის გამოსაწვევად. ნახატის აღწერა შორს წაგვიყვანს. ამ პრინტს ყველა „გარყვნილების“ საკუთარი დონით გაშიფრავს.

BEST BALLS BAT


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.