fbpx

5 “რაღაცნაირი” საჩუქარი


გააზიარე სტატია

 

არის დღეები, როცა ძალიან გინდა რაიმე განსაკუთრებულს მიაკვლიო, უცნაური ნივთი აღმოაჩინო. ფუნქციონალურობა არაფერ შუაშია. აი გინდა რაღაც სრულიად არაპრაქტიკული და სახალისო, მოკლედ – რაღაცნაირი. ეს სია სწორედ ამ დღეებისთვისაა.

ყველა ნივთი თბილისშია და მათი ნახვა „ბაიერსის“  სადემონსტრაციო დარბაზში შეგიძლიათ. ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნივთს სახლში მოგიტანენ.

 

გასაბერი ჩარჩო მეფური სელფისთვისგიყვართ სელფი? მე არა, მაგრამ თუ გადაღებაა, მხოლოდ მოოქრულ ჩარჩოს დავთანხმდები.

Inflatable Selfie Frame

 

დონალდ ტრამპის სტიკერი მანქანისთვის THUMBS UP-ისგან არაკეთილსინდისიერი მძღოლების დასაფრთხობად. წარმოიდგინეთ, თქვენი მანქანის უკანა სავარძელზე ტრამპი ზის და გელაპარაკებათ. ბრრრრ! რამდენად დიდი სიამოვნებაა ტრამპთან ერთად მანქანით გასეირნება სადავო საკითხია, მაგრამ თბილისური მოძრაობის ქაოსში შესაძლოა ფრიად გამოსადეგი ხრიკი იყოს.

Car Sticker - Ride with Trump

 

კისრის გამათბობელი ფლამინგო FIREBOX-ისგან. აი რას არ მოიგონებენ! მას შემდეგ, რაც კისრის გასათბობად მელიის კუდის გამოყენება ძალზედ ცუდი ტონი გახდა, ფლამინგო მაინც შემოვიხვიოთ. თანაც შესანიშნავად გაგვათბობს, თან  ცხოველთა დაცვაზე მცირე ლექციის წაკითხვის საბაბიც იქნება.

Flamingo Heated Neck Warmer

 

ბალიში ტაბლეტისთვის THUMBS UP-ისგან.  ყველას უნდა სითბო და სიყვარული… და ბალიშიც. მათ შორის ჩვენს საყვარელ ტაბლეტსაც, რომელიც ამდენ სიხარულს გვანიჭებს. წამოწვეს ეგეც ხანდახან, დაისვენოს.

iLounge Cushion for Tablets

 

იუნიქორნის ნიღაბი THUMBS UP-ისგან ხმაურიანი მეზობლების შესაშინელად.  ამ ნიღბით ბავშვების გართობას არ გირჩევთ. არა მგონია, კენტავრის ეს მოდიფიცირებული ვერსია მათ კარგად მიიღონ. ადამიანი ცხენის ნატურალური ზომის თავით, თუნდაც ეს თეთრი, იისფერთმიანი  არსება იყოს, ოქროსფერი რქით, უფრო სხვა ზღაპრიდან მგონია. სამაგიეროდ, თუ ურჩი მეზობლები გყავთ, მათთან ღამეული ვიზიტი ამ თავთან ერთად, რამდენიმე დღის სიჩუმის გარანტია იქნება. თუ ხმაურიანი მეზობელი თქვენ ხართ, მაშინ პოლიციას კარი ამ ნიღაბში გაუღეთ. დამატებით კითხვებს აიცილებთ თავიდან.

Mr Unicorn Mask

 


რეკომენდებული სტატიები
5  თამამი საჩუქარი სიკეკლუცეების მოყვარულებისთვს

5 თამამი საჩუქარი სიკეკლუცეების მოყვარულებისთვს

5  თამამი საჩუქარი სიკეკლუცეების მოყვარულებისთვს
თუ მზად ხართ  ხულიგნობისთვის და ამაში გსურთ მეგობრებიც ჩაითრიოთ, “ბაიერსის” სადემონსტრაციო დარბაზში წარმოდგენილი რამდენიმე ნივთი დაგეხმარებათ საზოგადოებას მცირეოდენი შოკი მოჰგვაროთ, მეგობრები კი გაამხიარულოთ.
5 უსაყვარლესი საჩუქარი ბავშვობის გასახანგრძლივებლად

5 უსაყვარლესი საჩუქარი ბავშვობის გასახანგრძლივებლად

5 უსაყვარლესი საჩუქარი ბავშვობის გასახანგრძლივებლად
გიყვართ  იუნიქორნები, ფისუნიები, ჩიტუნიები და ყველა სხვა საყვარლობა, რაც  ბუნებასა და მულტიპლიკაციას შეუქმნია? მაშინ ეს სასაჩუქრე სია თქვენთვისაა - „ბაიერსის“ შოურუმის ყველაზე, ყველაზე საყვარელი  ბინადრების ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.