fbpx

20 მარტი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ: რეპერ ლილ უეინს დემნა გვასალიას ქურთუკი აცვია წარწერით – შოთა, ვაჟა, გალაკტიონი.

View this post on Instagram

Lil wayne (American rapper) wearing Vetements printed oversized Denim Jacket with the names of the Georgian geniuses “Vazha” (ვაჟა), “Shota”(შოთა) and “Galaktion”(გალაკტიონი). There is a poem “Night and I” (მე და ღამე) on one sleeve, “Sukhumi 93” (სოხუმი 93) on the other and “Vetements” printed on the back. 𝗗𝗼 𝘆𝗼𝘂 𝘄𝗮𝗻𝘁 𝘁𝗼 𝗸𝗻𝗼𝘄 𝗺𝗼𝗿𝗲? 𝗥𝗲𝗮𝗱 𝗶𝘁 👇 𝗦𝗼𝗸𝗵𝘂𝗺𝗶 is a Demna Gvasalia’s native town located in Abkhazia, Russia’s occupied territory in Georgia. 𝗦𝗵𝗼𝘁𝗮 𝗿𝘂𝘀𝘁𝗮𝘃𝗲𝗹𝗶 (Georgian: შოთა რუსთაველი)mononymously known simply as Rustaveli, was a medieval Georgian poet. He is considered to be the preeminent poet of the Georgian Golden Age and one of the greatest contributors to Georgian literature. Rustaveli is the author of The Knight in the Panther's Skin, which is considered to be a Georgian national epic poem. 𝗩𝗮𝘇𝗵𝗮-𝗣𝘀𝗵𝗮𝘃𝗲𝗹𝗮 (Georgian: ვაჟა-ფშაველა), simply referred to as Vazha (Georgian: ვაჟა) is the pen name of the Georgian poet and writer Luka Razikashvili (Georgian: ლუკა რაზიკაშვილი), noted Georgian patriot and author of the highest calibre in the field of Georgian literature 𝗚𝗮𝗹𝗮𝗸𝘁𝗶𝗼𝗻 𝗧𝗮𝗯𝗶𝗱𝘇𝗲 (გალაკტიონ ტაბიძე) was a leading Georgian poet of the twentieth century whose writings profoundly influenced all subsequent generations of Georgian poets. 💟 Follow @demnagvasaliadaily for more.

A post shared by Believe in something bigger.DG (@demnagvasaliadaily) on

ჯინსის ქურთუკი Vetements-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდანაა. 

წყარო: https://www.instagram.com

 

თბილისში იტალიელი და ქართველი არქიტექტორების მონაწილეობით გამოფენა და სემინარი გაიმართება

“იტალიური დიზაინის დღესთან” დაკავშირებით 20 მარტს, 10:00 საათზე,  თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა და სემინარი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მიიღებენ.

დიზაინი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივის  – Vivere All’Italiana-ს (“იცხოვრე იტალიური ცხოვრების წესით”) პოპულარიზაციას ემსახურება.

წლევანდელი “იტალიური დიზაინის დღის” თემაა კავშირი დიზაინსა და მომავლის ქალაქებს შორის და დიზაინის როლი (როგორც დარგის, რომელსაც ეკოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება ეკისრება თანამედროვე ქალაქების “ჭკვიან ქალაქებად” გარდაქმნის პროცესში). ეს თემა წლევანდელი, 22-ე საერთაშორისო გამოფენის – Triennale di Milano-სა და ავეჯის 58-ე საერთაშორისო გამოფენის – Salone del Mobile-ის მთავარი თემაცაა. გამოფენა Italian Architecture Prize 2018, რომელიც სემინართან ერთად გაიხსნება, მნახველისთვის ღია იქნება 2019 წლის 30 მარტამდე.

 

 

 

Tbilisi Open Air 2019-ის ლაინაფი ცნობილია

No photo description available.

წელს ფესტივალის ჰედლაინერები არიან: Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, მწვანე ოთახი. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი. Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.

ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს ლისზე გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

94 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში დაბადებული კინორეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი მარლენ ხუციევი.

Image may contain: one or more people

ხუციევი რეჟისორია ფილმებისა – „ქალაქთმშენებლები“, „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, „ორი თედორე“ „მე ოცი წლისა ვარ“, „ივლისის წვიმა“ , „ბოლოსიტყვაობა“, „მაისის თვე იყო“.

წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/

 

22-28 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმის ჩვენებას უმასპინძლებს

Image may contain: text

ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგება. „რე-ანიმაცია“ – ასე ჰქვია ანიმაციური ფილმების ციფრული აღდგენის პროექტს, რომელიც მულტფილმების ეტაპობრივ აღდგენას, ორიგინალური სახის შენარჩუნებას, მაღალი ხარისხის ასლების დამზადებასა და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში პირველად მაყურებელს საშუალება ეძლევა დიდ ეკრანზე პირვანდელი სახით უყუროს ქართულ მულტფილმებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნახეთ: გიორგი სიხარულიძის ფილმის – “მამულის” პირველი კადრები

#მალე გიორგი სიხარულიძის ფილმი "მამული"

#მალე გიორგი სიხარულიძის ფილმი "მამული", რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.George Sikharulidze

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Freitag, 15. März 2019

ფილმის მსოფლიო პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 

ნახეთ: ნატალი პორტმანის ახალი ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი

ოსკაროსანი მსახიობი ფილმში ასტრონავტის როლს ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დისნეიმ “სათამაშოების ისტორიის” მეოთხე ნაწილის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა.

საკულტო ანიმაცია დიდ ეკრანებზე 21 ივნისს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
19 მარტი დილიდან
Play Video

19 მარტი დილიდან

19 მარტი დილიდან
კანის საქართველოს წარმომადგენლობამ ტრაგიკულად დაღუპული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო დააწესა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.