fbpx

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს


გააზიარე სტატია

 

 

21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეა რომლის მიზანსაც, სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

თარიღი 21,  21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას – დაუნის სინდრომი ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე საქართველოში პირველად 2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინტერნეტში ბევრი სოციალური რეკლამა და საინფორმაციო ვიდეო ვრცელდება:

 

 

“21 მარტი პოეზიის საერთაშორისო დღეა. მოდით, ვიზეიმოთ ხელოვნება, რომელიც ოცნებას სიტყვებად აქცევს, ხოლო სიტყვებს – ოცნებად.

21 მარტი ასევე ტყეების მსოფლიო დღეცაა. მოდით, პატივი მივაგოთ ხეებსა და ტყეებს, რომლებიც სიცოცხლის უამრავი მშვენიერი სახეობის თავშესაფარია.

21 მარტი ნოვრუზის დღესასწაულიცაა. მოდით აღვნიშნოთ მშვიდობისა და სოლიდარობის ფასეულობა თაობებსა და ოჯახებს შორის.

21 მარტი ასევე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი საბაბი ამ დღის აღსანიშნავად. როცა ყველა ჩვენგანს, და არა მხოლოდ ზოგიერთს, ექნება მეტი შესაძლებლობები სკოლებში, მეტი შესაძლებლობები საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში, მაშინ ჩვენ შევძლებთ ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნას.”

#არავინდატოვომიღმა #leavenoonebehind


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.