fbpx

ყველაფერი ელექტრომანქანებზე: ფასები, განბაჟება, შეღავათები საქართველოში


გააზიარე სტატია

 

ავიღოთ შიდა წვის ძრავიანი მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ქალაქში 100 კილომეტრზე საშუალოდ  9-10 ლიტრ ბეზინს წვავს. შესაბამისად, 100 კილომეტრის გავლა მას დაახლოებით 20 ლარი უჯდება.

ახლა ავიღოთ ელექტრომობილი, რომელსაც 100 კილომეტრის გავლისთვის 2 ლარის ელექტროენერგია სჭირდება. შესაბამისად,  100 კილომეტრის გავლა მას 10-ჯერ ნაკლები უჯდება, ვიდრე საწვავზე მომუშავე ავტომობილს.

იმის მიხედვით, თუ საშუალოდ რამდენ კილომეტრს დადიხართ მანქანით, ეს ციფრები შეგიძლიათ თვეებზე და წლებზე გადაიანგარიშოთ და  დაახლოებით წარმოიდგენთ, რამდენს დაზოგავდით ან დაზოგავთ ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში.

 

თორნიკე დარჯანია:

„9 თვეა, რაც ელექტრომობილი  „ნისან ლიფი“ მყავს და უკვე ვნანობ, რატომ აქამდე არ „გავრისკე“ მისი ყიდვა.  ერთ სრულ დამუხტვას 5 საათი სჭირდება და 150 კილომეტრს ფარავს. მე სახლში მზის ელექტროსადგური მაქვს და მოცემულ მომენტში სრულიად უფასოდ ვმუხტავ.  

თუმცა, თუ ამ სადგურის ინვესტიციას გავითვალისწინებთ, ერთი სრული დამუხტვა 1.26 ლარი გამოდის. თვეში საშუალოდ 1500 კილომეტრს დავდივარ, შესაბამისად  ეს მანძილი 12.6 ლარი მიჯდება.

წინა მანქანით კი 420 ლარი მიჯდებოდა. გამოდის, რომ წლიურად ვზოგავ ბენზინში გადასახდელ დაახლოებით 2000$-ს. ანუ ელექტრომობილს აქვს ე.წ. Pay back, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში გადახდილ თანხას შემდგომ საწვავში დაზოგილი თანხით ფაქტობრივად უკან იღებ.

საქართველოში ელექტრომობილებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ  „ნისან ლიფი“ სარგებლობს, მისი შედარებით დაბალი ფასის გამო. მეორად მდგომარეობაში მის შეძენას საშუალოდ 5000-დან 8000 დოლარამდე შეძლებთ. თუმცა თითქმის ყველა მწარმოებელს  თავის ავტომობილთა რიგებში უკვე ჰყავს ელექტრომობილი. ასე რომ, ამ მხრივ არჩევანი საკმაოდ დიდია.

 

 

დამუხტვა

ჩვეულებრივად სრულ დამუხტვას სხვადასხვა მანქანის შემთხვევაში 5-8 საათი სჭირდება. თუ ავტოფარეხი ან კერძო სახლი გაქვთ, ან კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობთ, მაშინ თქვენთვის ეს პროცესი პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ზოგისთვის არც მაღალი სართულები ხდება შემაფერხებელი ფაქტორი და ელექტრომობილის მძღოლები ასეთ შემთხვევაში  დამაგრძელებლით ახერხებენ ბინიდან ავტომობილის დამუხტვას.

თუმცა, თუ დედაქალაქში ცხოვრობთ, უფრო კომფორტული პირობებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. ელექტრომობილის მფლობელებმა  მიმართეთ თბილისის მერიას და სახლთან უფასოდ დაგიმონტაჟებენ ელექტროდამმუხტველს.

რაც შეეხება საჯარო დამმუხტველს  ქვეყნის მასშტაბით, რუკა შეგიძლიათ იხილოთ აქ. ამ ეტაპზე  მათი მომსახურებით სარგებლობა უფასოა.  ავტომობილის ქალაქის დამტენით დამუხტვას 1-4 საათი სჭირდება, ხოლო გზატკეცილის დამტენებით –  20-40 წუთი. ზოგადად სწრაფი დამტენით სარგებლობა ელექტრომობილისთვის რეკომენდებული არ არის, თუ გამოუვალ მდგომარეობაში არ ხართ.

 

 

წამახალისებელი შეღავათები  ელექტრომობილის მყიდველებისთვის

  • ელექტრომობილის ჩამოყვანისას არ გადაიხდით განბაჟების გადასახადს. თუმცა ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილებისთვის სპეციალური საგადასახადო რეჟიმი დაწესდება. მასზე აქციზის გამოთვლა მოხდება ელექტრომობილის წლოვანების 1000-ზე გამრავლებით.  მაგალითად, თუ ელექტრომობილი 5 წლისაა, მასზე გადასახადი 5000 ლარი იქნება.
  • ელექტრომობილი გათავისუფლებულია პარკინგის გადასახადისგან.
  • ელექტრომობილის შემთხვევაში ტაქსის ლიცენზია უფასოა.
  • სურვილის შემთხვევაში თბილისის ფარგლებში დამმუხტველი უფასოდ დაგიმონტაჟდებათ სახლთან.

 

 

სხვა  უპირატესობები

ეკონომიურობის გარდა, ელექტრომობილს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს  სწორედ იმის გამო, რომ ის არ იყენებს საწვავს. შესაბამისად:

  • არის ეკოლოგიურად სუფთა და არ აქვს გამონაბოლქვი.
  • არ აქვს ხმაური და მგზავრობთ სრულ სიჩუმეში.
  • არ სჭირდება ზეთის, ანტიფრიზის, ღვედების, დამჭიმის, ფილტრების შეცვლა და საერთო ჯამში მისი შენახვაც უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილის.

მიუხედავად იმისა, რომ დამმუხტველები  ქალაქგარეთ გზატკეცილებზეც დგას, ელექტრომობილი, მისი დაფარვის მანძილის სიმცირის გამო ჯერჯერობით მაინც ქალაქის მანქანად მიიჩნევა.

თუმცა უკვე არსებობს ბევრად დიდი დაფარვის მქონე ავტომობილებიც. ამ სიის სათავეში კი „ტესლას“ მოდელები დგას, რომელთაც ერთი დამუხტვით 350-დან 540 კილომეტრამდე გავლა შეუძლიათ. თუმცა მათი ფასიც დაფარვის მანძილის შესაბამისია და 35 000$-დან იწყება.  

საშუალო კლასის ავტომობილები კი ერთი დამუხტვით ძირითადად 100-დან 170 კილომეტრამდე გადიან. ამიტომ მათ, ვისი ძირითადი მარშრუტიც ქალაქს და მის შემოგარენს არ სცდება, ანდა მეორე ავტომობილის შეძენა ან შეცვლა სურთ, თავისუფლად შეუძლიათ არჩევანი სწორედ ელექტრომობილზე გააკეთონ.

 


რეკომენდებული სტატიები
როგორ ცვლის Tesla მსოფლიოსა და გლობალურ წარმოებას

როგორ ცვლის Tesla მსოფლიოსა და გლობალურ წარმოებას

როგორ ცვლის Tesla მსოფლიოსა და გლობალურ წარმოებას
2017 წელს Tesla Model S-ის ევროპული გაყიდვები გასულ წელს 30%-ით გაიზარდა, BMW 7 სერიისა 13%-ით შემცირდა. ამერიკაში Cadillac XTS-ის გაყიდვები  27%-ით, ხოლო Mercedes S-class-ის - 16%-ით შემცირდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.