fbpx

Tesla-ს მძღოლებს ტრასაზე საჭესთან ტკბილად ეძინებათ


გააზიარე სტატია

 

კალიფორნიაში გამოჩნდა კიდევ ერთი მძღოლი, რომელსაც ავტოპილოტის პროგრამით მართულ,  120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ Tesla-ში საჭესთან ეძინა.

მძინარე მამაკაცი Tesla-ს გვერდით მოძრავი მანქანიდან ლოს-ანჟელესთან ახლოს,  ტრასაზე გადაიღეს. თვითმხილველების თქმით, მძღოლს ხელებით საჭე არ ეჭირა.

 

 

ბოლო თვეების მანძილზე ეს Tesla-ს საჭესთან მძინარე მძღოლის უკვე მეორე ვიდეოა.

Tesla-ს ვებსაიტის ინფორმაციით, კომპანიის ყოველი ავტომობილი აღჭურვილია მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის სრული ავტოპილოტის რეჟიმში მოძრაობას. აღნიშნული პაკეტის გააქტიურება 5000 დოლარადაა შესაძლებელი და ის მომხმარებელს ავტოპილოტის არსებულ სატრანსპორტო მოძრაობასთან სრულ ადაპტაციას ჰპირდება – მათ შორის ხაზებში მოძრაობას, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლის დახმარების გარეშე ხაზიდან ხაზში გადასვლას, ტრასების შერჩევასა და დანიშნულების ადგილთან მიახლოებისას ტრასიდან დამოუკიდებლად გადასვლას.

 

 

“ტესლას” ავტოპილოტს ასევე შეუძლია დამოუკიდებლად პარკირება, გარაჟიდან გამოსვლა და მძღოლის ლოდინიც.

თუმცა, ავტოპილოტის ძვირად ღირებული პაკეტი სრულ უსაფრთხოებას მაინც არ უზრუნველყოფს. უკვე გამოვლინდა რამდენიმე ავტოსატრანსპორტო შემთხვევა  Tesla-ს ავტომანქანების სრული ავტოპილოტით მართვისას.

2016 წელს ოჰაიოს მკვიდრი დაიღუპა  მცირე სატვირთო მანქანასა და Tesla-ს  შორის ავტოპილოტით მოძრაობის დროს შეჯახებისას. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს დასკვნით, ავარიის მიზეზი ნაწილობრივ  “ტესლას” არასაკმარისი სისტემური კონტროლის მექანიზმები გახდა.

ამ შემთხვევის შემდეგ “ტესლამ” გარკვეული შეზღუდვები დააწესა ავტოპილოტით მართვის რეჟიმზე. მძღოლს საჭის მიტოვება მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლია. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ კი გამაფრთხილებელი სიგნალი მძღოლის ყურადღებას მოითხოვს. თუ საჭე ამის შემდეგაც უყურადღებოდ დატოვეს, მანქანა ავტომატურად ჩერდება და ავარიულ ციმციმას რთავს.

 

 

ამ შეზღუდვების  მიუხედავად პრობლემები მაინც არ შეწყვეტილა. 2018 წლის დეკემბერში კალიფორნიის საგზაო პატრულმა შენიშნა მძინარე ადამიანი Tesla Model S-ში, რომელიც 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

პოლიციელებს მოუხდათ საპატრულო მანქანით მოძრავი მანქანის წინ ჩადგომა, იმისთვის რომ “ტესლას” ავტოპილოტს მანქანა შეენელებინა და საბოლოოდ გაჩერებულიყო.

იანვარში კი მძღოლებმა ისევ კალიფორნიაში,  ლას ვეგასისკენ მიმავალ გზაზე, შენიშნეს ადამიანი, რომელსაც მოძრავ Tesla Model X-ში  ეძინა.

Youtube-ზე არსებობს რამდენიმე ვიდეო, სადაც  “ტესლას” მძღოლებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა “მოატყუონ” ავტოპილოტი საჭეზე წყლის ბოთლის ან ფორთოხლის  დამაგრებით.

 

 

ორიგინალი: https://dailymail.co.uk


რეკომენდებული სტატიები
როგორ ცვლის Tesla მსოფლიოსა და გლობალურ წარმოებას

როგორ ცვლის Tesla მსოფლიოსა და გლობალურ წარმოებას

როგორ ცვლის Tesla მსოფლიოსა და გლობალურ წარმოებას
2017 წელს Tesla Model S-ის ევროპული გაყიდვები გასულ წელს 30%-ით გაიზარდა, BMW 7 სერიისა 13%-ით შემცირდა. ამერიკაში Cadillac XTS-ის გაყიდვები  27%-ით, ხოლო Mercedes S-class-ის - 16%-ით შემცირდა
თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
Play Video

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
ტექნოლოგიური კომპანიები ბაზარზე ისეთი ნოვაციური პროდუქტების შემოტანას ცდილობენ, რომლებიც შეამცირებენ ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.