fbpx

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე – EyeDrive


გააზიარე სტატია



ავტოსაგზაო შემთხვევების რისკ-ფაქტორებს შორის უპირველეს ყოვლისა სისწრაფის გადამეტებას, შემდეგ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ასახელებენ. თანდათან იზრდება მობილური ტელეფონით გამოწვეული ყურადღების გაფანტვის გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები.  აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ, რომ ბაზარზე ისეთი ნოვაციური პროდუქტები შემოიტანონ, რომლებიც შეამცირებენ მობილური ტელეფონით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს.

 

 

ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა – მძღოლის ჰოლოგრაფიული თანაშემწე EyeDrive. მისი მეშვეობით სმარტფონებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია წინა საქარე მინაზე პროეცირებს. მაგალითად, მომხმარებელი ხედავს მუსიკალური პლეერების, ნავიგატორების ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას, ასევე შემოსული ზარებისა თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ავტორების პროფილს.

 

 

EyeDrive-ის მწარმოებელთა განმარტებით, ტექნოლოგია Apple-ის ან Google-ის ხმოვანი თანაშემწეების დახმარებით იმართება, ასევე შესაძლებელია ხელის მარტივი მოძრაობებით მანიპულაცია, რისთვისაც EyeDrive-ის ინფრაწითელი სენსორები ავტომობილის სალონში მონტაჟდება.

 

EyeDrive-ის კომპლექტში გათვალისწინებულია ავტონომიური კამერა პარკირებისათვის, ხოლო გამოსახულება კამერიდან წინა საქარე მინას უსადენო კავშირით მიეწოდება. იმისათვის, რომ გამოსახულება იყოს მკვეთრი, განსაკუთრებით მზიან ამინდში, საქარე მინაზე სპეციალურ გამჭირვალე ბადეს აკრავენ.

 

 

EyeDrive-ის შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე Indiegogo. საბაზისო პაკეტი 199$, პაკეტი ხელის მოძრაობის სენსორული სისტემით – 269$, ხოლო სრული კომპლექტი პარკირების კამერის ჩათვლით – 349$ ღირს.

 


რეკომენდებული სტატიები
2018 წლის გამორჩეული ტექნოლოგიური სიახლეები
Play Video

2018 წლის გამორჩეული ტექნოლოგიური სიახლეები

2018 წლის გამორჩეული ტექნოლოგიური სიახლეები
 გაგაცნობთ ახალ საინტერესო გაჯეტებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა მომხმარებელს გასულ წელს წარუდგინეს.
გაჯეტომანია: ჰიუნდაის აუდიოსისტემა, მობილურის დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მონებივრეთათვის

გაჯეტომანია: ჰიუნდაის აუდიოსისტემა, მობილურის დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მონებივრეთათვის

გაჯეტომანია: ჰიუნდაის აუდიოსისტემა, მობილურის დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მონებივრეთათვის
Hyundai-ს ახალი აკუსტიკური სისტემა, AirSelfie მინიატურული დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მუშაობისა და გართობისათვის
ექიმის აწყობილი მანქანა ადამიანებს სიკვდილში ეხმარება

ექიმის აწყობილი მანქანა ადამიანებს სიკვდილში ეხმარება

ექიმის აწყობილი მანქანა ადამიანებს სიკვდილში ეხმარება
“სარკოს” ამობეჭდვა 3დ პრინტერზე შეიძლება და ის თხევად აზოტს იყენებს. მას შემდეგ, რაც მანქანაში თქვენს ადგილას მოთავსდებით, კაფსულაში აზოტის შემოდინება იწყება
სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
Play Video

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ

სარკე, რომელიც კოსმეტოლოგიურ რჩევებსაც მოგცემთ
მოწყობილობა არა მარტო უბრალო სარკის ფუნქციას ასრულებს, არამედ კოსმეტოლოგის როლსაც ირგებს: აფიქსირებს კანის პრობლემებს და მომხმარებელს საჭირო სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.