fbpx

ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტი მამაკაცებისთვის და მისი უკუჩვენებები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიშელ რობერტსი

 

მამაკაცებისთვის განკუთვნილმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა  ადამიანებზე საწყისი ტესტები გაიარა. ყოველდღიური ტაბლეტების ფუნქცია სპერმის გამომუშავების შეჩერებაა. ეს საშუალება კარგი დანამატი იქნება ისეთი კონტრაცეპტივების გვერდით, როგორებიც პრეზერვატივები და ვაზექტომიაა, თუმცა ბაზარზე გამოსვლამდე მამაკაცების აბებს  შეიძლება 10 წელი დასჭირდეს.

 

სექსუალური პოტენცია

მაშინ როცა ანალოგიური აბები ქალებისთვის 50 წლის წინ გამოიგონეს, რატომ დასჭირდა კაცების კონტრაცეპტივებს  ამდენი ხანი? ზოგი მოსაზრებით, კაცების ტაბლეტებზე სამუშაოდ აქამდე საკმარისი სოციალური და კომერციული ნება არ არსებობდა, თუმცა, როგორც გამოკითხვები ადასტურებენ, დღეს ბევრი მამაკაცი მზადაა კონტრაცეპტივის გამოსაყენებლად, თუ ამის საშუალება იქნება.

მიანდობენ თუ არა ქალები კაცებს ამ საქმეს – ეს უკვე სხვა საკითხია. 2011 წელს გამოსული  ბრიტანული კვლევის  მიხედვით, 134 ქალიდან 70-მა განაცხადა, რომ შეაწუხებდათ იმაზე  ნერვიულობა, რომ მათ პარტნიორ მამაკაცს აბის მიღება ხომ არ დაავიწყდება.

ბიოლოგიური თვალსაზრისით, მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჰორმონალური აბები გამოწვევაა, ის არ უნდა ამცირებდეს სექსუალურ პოტენციას და უარყოფითად არ უნდა მოქმედებდეს ერექციაზე.

 

სპერმის გამომუშავება

ნაყოფიერ მამაკაცში ახალი სპერმა საკვერცხეებში ჰორმონებით გამომუშავდება. ტაბლეტმა დროებით უნდა დაბლოკოს ეს პროცესი, თუმცა ჰორმონების რაოდენობა იმდენად არ უნდა შეამციროს,  რომ რაიმე სახის სერიოზული გვერდითი ჩვენება გამოიწვიოს.

LA BioMed-ისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრების მტკიცებით, ახალი პრეპარატი სავარაუდოდ სწორედ ამ თვისებების მატარებელია. ნიუ ორლეანში გამართულ ენდოკრინოლოგთა კონფერენციაზე 40 მამაკაცზე ჩატარებული ტესტირების პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადეს – ცდებში მონაწილე მამაკაცებს  აბების მიღების შედეგად მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სპერმის გამომუშავება და აღუდგათ პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

 

contraceptive pill

 

ერექციის შესუსტება

პრეპარატს აღენიშნება სუსტი გვერდითი მოვლენებიც.  ტესტირებაში მონაწილე 5-მა მამაკაცმა განაცხადა სექსუალური სურვილის დაქვეითების, ხოლო ორმა – ერექციის შესუსტების შესახებ, თუმცა ამას არ მოჰყოლია სექსუალური აქტივობის შემცირება. ცდაში მონაწილეებიდან არავის შეუწყვეტია პრეპარატის მიღება გვერდითი მოვლენების გამო და მათ წარმატებით დაასრულეს ტესტირება.

პრეპარატზე მომუშავე მეცნიერების აზრით, კონტრაცეპტივი, რომელიც ორი სახის ჰორმონულ აქტივობას აერთიანებს, შეამცირებს სპერმის გამომუშავებას, მაგრამ შეინარჩუნებს მომხმარებლის ლიბიდოს. თუმცა, პრეპარატს წინ ჯერ კიდევ ვრცელი ტესტირებები აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ის მართლაც სათანადოდ შეასრულებს ჩასახვის საწინააღმდეგო ფუნქციას.

 

სხვა კონტრაცეპტივები მამაკაცებისთვის

მამაკაცების კონტრაცეპტივების  კვლევების უკან მდგომი მეცნიერები სხვა ტიპის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზეც მუშაობენ. მათ შორისაა ტანის გელი, რომელიც მომხმარებელმა ზურგსა და მხრებზე უნდა წაისვას. გელი ბლოკავს საკვერცხეებში ბუნებრივი ტესტოსტერონის გამომუშავებას, რაც შესაბამისად აისახება სპერმის გამომუშავებაზეც, ხოლო შემცვლელი ტესტოსტერონი ინარჩუნებს სექსუალურ პოტენციას. თუმცა ცდები ჰორმონალური საშუალებების გამოყენებით ხშირად წარმატებით არ სრულდება, რადგან მონაწილეები ხასიათის გაუარესებასა და დეპრესიას უჩივიან.

მათთვის კი, ვისაც ჰორმონების გამოყენება არ სურს, არსებობს კიდევ ერთი მეთოდი – არაქირურგიული  ვაზექტომია. ეს  გულისხმობს სათესლე სადინარებში სპეციალური გელის (Vasagel) შეყვანას, რაც სპერმას აღარ აძლევს გარეთ გამოსვლის საშუალებას.

 

პოტენციური ბაზარი

შეფილდის უნივერსიტეტის ანდროლოგიის კათედრის პროფესორის, ალან პეისის განცხადებით, მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს აქამდე დიდი წარმატება არ მოჰყოლია  და საინტერესოა, რა შედეგებს გვიჩვენებს ახალი პრეპარატი.

“გარდა ამისა, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად დაინტერესდებიან ფარმაცევტული კომპანიები ამ პრეპარატების წარმოებით ცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, – განაცხადა პროფესორმა, – ჩემთვის ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზებით, ამ ეტაპზე  ინტერესი ბიზნესკომპანიებისგან ძალიან დაბალია.”

ორიგინალი: https://bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
ჰეტეროსექსუალ ქალებს ნაკლები ორგაზმები უმაქნისი კაცების გამო აქვთ - სამეცნიერო კვლევა

ჰეტეროსექსუალ ქალებს ნაკლები ორგაზმები უმაქნისი კაცების გამო აქვთ - სამეცნიერო კვლევა

ჰეტეროსექსუალ ქალებს ნაკლები ორგაზმები უმაქნისი კაცების გამო აქვთ - სამეცნიერო კვლევა
ჟურნალ Archives of Sexual Behavior-ში გამოქვეყნებული 2017 წლის კვლევის მიხედვით, ქალების ეგრედწოდებული “მოუხელთებელი ორგაზმი” არცთუ ისე რთულად საპოვნი აღმოჩნდა.
სექსუალური რეცესია რიცხვებში
Play Video

სექსუალური რეცესია რიცხვებში

სექსუალური რეცესია რიცხვებში
მსოფლიოში სექსის მიმართ ინტერესის შემცირების მიზეზებად მეცნიერები შემთხვევითი კავშირების კულტურას, ეკონომიკურ წნეხს, ანტიდეპრესანტებს, პორნოგრაფიას, ვიბრატორებსა და მშობლების გადაჭარბებულ ზედამხედველობას ასახელებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.