Airbus-მა პირადი საფრენი აპარატის პროტოტიპი გამოუშვა


გააზიარე სტატია



გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ავიამშენებელმა კორპორაცია Airbus-მა წარმოადგინა მრავალადგილიანი ელექტროსაფრენი უპილოტო აპარატი – CityAirbus-ის პროტოტიპი. პრეზენტაციის ადგილი არ იყო შემთხვევითი, რადგან ევროპის სხვა ქალაქების (ჰამბურგი, ანტვერპენი, ტულუზა, ბრიუსელი, ჟენევა) ინსტიტუტებთან და კორპორაციებთან ერთად, პროექტის მხარდაჭერი ინგოლშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტიცაა.

 

 

ექსპერტები ტექნოლოგიას „სპინერებით“ აღჭურვილ ვერტმფრენს ადარებენ, ასევე ამოტრიალებულ ველოსიპედთან ავლებენ პარალელს. სინამდვილეში, აპარატი დიდი ზომის დრონია, რომელსაც 4 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

 

აეროტაქსი 2.2 ტონას იწონის, 60 კილომეტრის მანძილზე 120 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდება და მასში ინტეგრირებულია ელექტროძრავა.

კორპორაციის წარმომადგენელთა განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება რამდენიმე მიმართულებითაა შესაძლებელი: საცობების დროს მგზავრების გადასაყვანად  რკინიგზის სადგურებსა თუ აეროპორტებში, ასევე ჯანდაცვის სფეროში და სამაშველო ოპერაციებისას.

CityAirbus-ის საცალო ღირებულება 1 მილიონი ევროა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის, ანდრეს შოიერის თქმით, მისი უწყება იმ სამართლებრივ საფუძვლებზე იმუშავებს, რომლებიც შესაძლებელს გახდის აპარატის გამოყენებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთო სისტემაში. საპილოტე მარშრუტად მიუნხენის აეროპორტის მიმართულება განიხილება.

 

 

ექსპერტების თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოეს 6 წელიწადში CityAirbus-ის ტაქსი მსოფლიოს  6 დიდ ქალაქში გამოჩნდეს.

მსგავს ტექნოლოგიებზე Airbus-ის გარდა, ისეთი კომპანიებიც მუშაობენ, როგორებიცაა – BoeingAudiBell Helicopter და Rolls-Royce. 

 


რეკომენდებული სტატიები
თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
Play Video

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
ტექნოლოგიური კომპანიები ბაზარზე ისეთი ნოვაციური პროდუქტების შემოტანას ცდილობენ, რომლებიც შეამცირებენ ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს
Tesla-ს მძღოლებს ტრასაზე საჭესთან ტკბილად ეძინებათ
Play Video

Tesla-ს მძღოლებს ტრასაზე საჭესთან ტკბილად ეძინებათ

Tesla-ს მძღოლებს ტრასაზე საჭესთან ტკბილად ეძინებათ
კალიფორნიაში გამოჩნდა კიდევ ერთი მძღოლი, რომელსაც ავტოპილოტის პროგრამით მართულ,  120 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ Tesla-ში საჭესთან ეძინა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.