fbpx

Nika Z Kocharov – ის სოლო კონცერტი SOUNDWAVE ფარგლებში შედგა


გააზიარე სტატია

 

Soundwave ცოცხალი მუსიკის  ტალღაა, რომელსაც ლიკანი და Velvet Session ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს წარმოგიდგენთ. ცოცხალი სესიების მიზანია ექსპერიმენტებისთვის ღია სივრცის შექმნა, სადაც მუსიკოსები საკუთარი შემოქმედების უნიკალური და საინტერესო მხარეების წარმოჩენას შეძლებენ.

SOUNDWAVE-ის მესამე სესიაზე, მსმენელის წინაზე ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი ნიკა კოჩაროვი წარსდგა. მუსიკოსის პირველი ექსპერიმენტული ლაივი თეატრში ათონელზე შედგა.

ნიკა კოჩაროვი ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მისი კარიერა 90-იანი წლებიდან იწყება და მას შემდეგ არაერთ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ნიკას მუსიკალური ჟანრი ძირითადად ალტერნატიული და ინდი როკია.

 

 

ნიკა კოჩაროვი, მუსიკოსი: “მეგობარი დამიკავშირდა და შემომთავაზა მარტოს დამეკრა, მაშინვე დავთანხმდი და თავი სპეციალურად ჩავიგდე გამოუვალ მდგომარეობაში, მომიწია რაიმე საინტერესოს მოფიქრება, ეს იყო ჩემთვის ერთგვარი ექსპერიმენტი.”

Soundwave ცოცხალი მუსიკის  ტალღაა და მისი მიზანი ქართული მუსიკის პოპულარიზაციაა,  სესიების დროს სცენა უმეტესწილად ქართველ შემსრულებლებს დაეთმობა.

ტატა ქათამაძე, „ლიკანის“ ბრენდ მენეჯერი: “ექსპერიმენტი შედგა, ეს იყო კონცერტი რომლის ყველა ბილეთიც პრაქტიკულად, დაანონსებისთანავე გაიყიდა.

“ვინც თეატრში ვერ მოვიდა,  კონცერტს ლიკანის facebook გვერდზე  https://www.facebook.com/likani/  LIVE რეჟიმში უსმენდა.  მიხარია რომ ქალაქში შევქმენით სივრცე, სადაც უშუალო ატმოსფეროა როგორც  მუსიკოსებისთვის, ასევე მსმენელებისთვის“.

Soundwave პირველ სესიაზე მსმენელის წინაშე შვედი მუსიკოსი ჯეი-ჯეი იოჰანსონი და ქართველი არტისტი KID Jesus წარსდგნენ, რომელმაც ლაივი სიმებიან კვარტეტთან ერთად დაუკრეს. მეორე სესიას კი Politika-მ უმასპინძლა, კონცერტის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე ირანული ელექტრო-აკუსტიკური დუეტი NUM და ნატუკა ნაცვლიშვილი პროექტით Aine Merme წარსდგნენ. შემდეგი, რიგით მეოთხე, ექსპერიმენტი  25 აპრილს შედგება.


რეკომენდებული სტატიები
ზედმეტს ვერ შეგპირდებით, თუმცა „ლიკანი“ ნამდვილად აგავსებთ ცოცხალი მინერალებით
Play Video

ზედმეტს ვერ შეგპირდებით, თუმცა „ლიკანი“ ნამდვილად აგავსებთ ცოცხალი მინერალებით

ზედმეტს ვერ შეგპირდებით, თუმცა „ლიკანი“ ნამდვილად აგავსებთ ცოცხალი მინერალებით
„ლიკანის“ ახალ სარეკლამო კამპანიამდე, თბილისის შუაგულში, რიყეზე, 2 თვე ნახევრის განმავლობაში, „ლიკანის“ სცენა ქუჩის მუსიკოსებს დაეთმო
„ლიკანი“ - ქუჩის მუსიკის ტალღა

„ლიკანი“ - ქუჩის მუსიკის ტალღა

„ლიკანი“ - ქუჩის მუსიკის ტალღა
Tbilisi Open Air 2018-ის შემდეგ „ლიკანის“ სცენამ, რომელიც მინერალური წყლის „ლიკანის” ახალი ეტიკეტის ფორმას იმეორებს, რიყეზე გადმოინაცვლა, სადაც სექტემბრის ბოლომდე დარჩება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.