fbpx

9 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.  

1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.  საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს  21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. 

 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება

Image may contain: text

ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიაში, მე-11 და მე-6 პავილიონებში ჩატარდება. მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები. ხოლო მე-6 პავილიონი გასული წლის მსგავსად, პატარა მკითხველებს უმასპინძლებს  – წარმოდგენილი იქნებიან საბავშვო გამომცემლობები და ორგანიზაციები.

ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობენ ქართველი და უცხოური გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული გაიმართება

Image may contain: 7 people, text

თბილისს ეწვევიან თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი, პატრიცია ესტებან ერლესი, არკაითს კანო, ნიკოლას მელინი, სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო.

კვირეულის ფარგლებში ესპანელი მწერლები საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ ქართველ კოლეგებთან – პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად. ღონისძიებებს მოდერაციას გაუწევენ მწერლები და კრიტიკოსები – შოთა იათაშვილი და ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი “თაობა”, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ფაბრიკა გიწვევთ ჟან-პოლ სივერაკის 2018 წელს გადაღებული ფილმის – Mes provinciales-ის თავისუფალ ჩვენებაზე კვირას, 2019 წლის 14 აპრილს, 20 საათზე, ფაბრიკის სახურავზე

Image may contain: one or more people and text

სიუჟეტი: ლიონიდან ჩამოსული ეტიენი დედაქალაქის რომანტიკულ ციებ-ცხელებას ეცნობა. ის პარიზის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე სწავლობს. გაიცნობს სტუდენტებს, რომელთა შორისაც არიან ჟან-ნოელი და მატიასი, რომელნიც მასავით გატაცებულები არიან მე-7 ხელოვნებით. ფილმი მეგობრობაზე, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ცნობიერებაზე, სენტიმენტალურ გამოცდილებასა და კინოზეა.

წყარო: https://www.facebook.com

 

Tbilisi Open Air-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Tbilisi Open Air 2019 Tickets – I Basket

Tbilisi Open Air 2019 | June 21-22-23 🎶🎫 tkt.ge/openairინფორმაცია ბილეთების შესახებ 👇👉 I კალათა (მოქმედებს 8 აპრილიდან 31 მაისის 23:59-მდე):დღიური ბილეთი – 60 ₾.3-დღიანი აბონემენტი – 145 ₾.👉 II კალათა (ამოქმედდება 1 ივნისიდან):დღიური ბილეთი – 75 ₾.3-დღიანი აბონემენტი – 180 ₾.👉 ბილეთები იყიდება ონლაინ, ასევე ფილარმონიის სალაროებში (ყოველდღე, სამშაბათის და კვირის გარდა: 11:00-19:00).————Info about tickets 👇👉 I Basket (from April 8 till May 31, 11:59 PM):Daily Ticket – 60 GEL.3-day Pass – 145 GEL.👉 II Basket (from June 1st):- Daily Ticket – 75 GEL.- 3-day Pass – 180 GEL.👉 Tickets can be purchased online and in Tbilisi Concert Hall box office (every day, except Tuesday & Sunday: 11:00 AM-07:00 PM).#MusicBreaksFree #WeAre10

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Sonntag, 7. April 2019

ფესტივალის პირველი კალათის ბილეთები და აბონემენტები 8 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით გაიყიდება. დღიური ბილეთის ღირებულება 60 ლარია, აბონემენტის ფასი კი 145 ლარს შეადგენს. 1 ივნისიდან ყოველდღიური ბილეთებისა და აბონემენტების ღირებულება გაიზრდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ოთო ნემსაძემ ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსისთვის ანტისაოკუპაციო კლიპი გადაიღო.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ჯენიფერ ლოპესმა ახალი კლიპი გამოუშვა.

კომპოზიცია სახელწოდებით Medicine ლოპესმა რეპერ კარიმ ჰაბრუშთან ერთად ჩაწერა.

წყარო: https://www.youtube.com

 

“ჰელბოის” მესამე ნაწილის ახალი ტრეილერი გამოვიდა.

ფილმში მთავარ ბოროტმოქმედს, უძველეს ჯადოქარს, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღდგომას და შურისძიებას ელოდება, მილა იოვოვიჩი ითამაშებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.