“ლისი დეველოპმენტის” მულტიფუნქციური ქალაქი
ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი
რამდენ უსიამოვნებას, შფოთვას და წვრილმანებზე დარდს აიცილებდით თავიდან, თუკი გეცოდინებოდათ, რომ შესაძლოა ყველაფერი ერთ სივრცეში არსებობდეს.
მაგალითად, სახლთან ახლოს გქონდეთ თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება შვილებისთვის და ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული გარემო ცხოვრებისთვის.
თუკი ახლოს გექნებოდათ აუზი, სავარჯიშო დარბაზი, გამწვანებული პარკები, სივრცე თქვენი ოთხფეხა მეგობრის გასასეირნებლად, უსაფრთხო სივრცე ბავშვებისთვის, ეკოლოგიურად და ესთეტიკურად ჯანსაღი ატმოსფერო და რაც მთავარია, ბედნიერი ცხოვრებისთვის შექმნილი დახვეწილი არქიტექტურული საცხოვრებელი კომპლექსი -ასეთ დროს არჩევანის გაკეთება რთული არ არის.
მოკლედ, თუ გეცოდინებოდათ, რომ ყველა ეს კომპოტენტი შეიძლება ერთ სივრცეში იყოს მოქცეული, მაშინ ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და სასიამოვნო იქნებოდა.
აი, რას გვთავაზობს “ლისი დეველოპმენტი” იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც გვჭირდება და გვინდა, თითქმის ხელის გაწვდენაზე და ერთ სივრცეში იყოს მოქცეული იქ მცხოვრებთათვის.
კომპანია “ლისი დეველოპმენტის” პროექტი – “მწვანე ქალაქი ლისზე” მომხმარებელს არა უბრალოდ კვადრატულ მეტრებს, არამედ ცხოვრების ახალ სტილს და ჯანსაღ გარემოს სთავაზობს. აქ ყველაფერია – თაუნჰაუსები, ვილები ულამაზესი ეზოებით და თბილისის პანორამული ხედებით. თვალის ერთი შევლებაც კი კმარა, იგრძნო ლანდშაფტისა და თანამედროვე არქიტექტურის ჰარმონიული თავსებადობა. საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა – თბილისის ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან – ლისის ტბასთან სიახლოვეა.
“ლისი დეველოპმენტი” ლისის ტბის მიმდებარედ 350-მდე ჰექტარ მიწას ფლობს. თბილისის თავზე მდებარე ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონის პოპულარიზაციამ პიკს კომპანია “ლისი დეველოპმენტის” მშენებლობის ფარგლებში მიაღწია. აქ კომპანიამ 2010 წლიდან დაიწყო ხრიოკი ფერდობის გარდაქმნა და უნიკალური კონცეფცია 80/20 გამოიყენა, რაც გულისხმობს ტერიტორიის 20 %-ის მშენებლობისთვის გამოყენებას, 80%-ის გამწვანებას. გამწვანებასთან ერთად, კომპანიამ საცხოვრებელი სივრცე მომხმარებლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალურობით დატვირთა და მის ინტერესს მოარგო.
“ლისი დეველოპმენტის” მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში აუცილებლია აღინიშნოს გოგირდის აბანოს აღდგენა ლისის ტბის მიმდებარედ, FIFA-ს სტანდარტის საფეხბურთო მინისტადიონის აშენება, საუკეთესო, ბოლო თაობის საფარით; ასევე ტბის გარშემო მოწყობილი ინფრასტრუქტურა, სპეციალური ბაქანი. თბილისის მერიასთან ერთად კომპანიამ ლისის ტბის ირგვლივ სამკილომეტრიანი სარბენი ბილიკიც მოაწყო და ასევე აქვეა ორი ყველაზე წარმატებული აკადემია თბილისში: გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული აკადემია და ბრიტანულ-ქართული აკადემია.
,,ლისი დეველოპმენტი” ერთგული რჩება 80/20%-ის უნიკალური კონცეფციის. კომპანიის პროექტებში ერთ სულ მოსახლეზე 50 კვ.მ გამწვანებაა გათვალისწინებული, მაშინ როდესაც ქალაქში 5მ2-ია ერთ სულ მოსახლეზე. ასეთმა მიზანმიმართულმა და პრინციპულმა მიზანმა “მწვანე ქალაქი ლისზე” ადამიანებისთვის სასურველ და მიმზიდველ საოცნებო საცხოვრისად აქცია.