fbpx

16 აპრილი დილიდან


გააზიარე სტატია

 

საბედისწერო აღმოჩნდა გუშინდელი ღამე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლისთვის. გვიან ღამე სრულიად სამყარო შეძრა ამბავმა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მეხანძრეებმა შეძლეს და ნოტრ-დამის ძირითადი ნაწილი გადაარჩინეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა ნოტრ-დამის სამრეკლო იმსხვერპლა, თუმცა რელიკვიები არ დაზიანებულა

მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. სამწუხაროდ, მთლიანად დაიწვა ტაძრის ხის სახურავი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უარესმა უკვე ჩაიარა და  ახლა ნოტრ-დამის ტაძარის აღსადგენად დიდი სამუშაოები დაიწყება.

გამოძიების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოტრ-დამის ტაძარში ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა.

წყარო: https://www.vox.com

 

ნახეთ ემოციური ვიდეო: გვიან ღამით, როდესაც ხანძრის ამბავი შეიტყვეს, პარიზელების ნაწილი ნოტრ-დამის მახლობლად შეიკრიბა და ღვთისმშობელს უგალობა.

წყარო: https://www.instagram.com

 

ebay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი – „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ 120 ათას დოლარად იყიდება

აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული. ასევე მითითებულია, რომ ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და მხატვარი ნამუშევარს 1900-1949 წლებში ქმნიდა. განცხადებას ასევე ახლავს ნახატის სერტიფიკატის ფოტოები.

გამყიდველს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელით nexusparts, კიდევ რამდენიმე ნივთი აქვს გასაყიდად განთავსებული, თუმცა არცერთი არ არის ხელოვნების ნიმუში. სხვა გასაყიდი ნივთები ძირითადად ელექტროტექნიკა და აქსესუარებია.

წყარო: https://www.ebay.com

 

შვედი მსახიობი ბიბი ანდერსონი 83 წლისა გარდაიცვალა

Bibi AnderssonBibi Andersson - 1963

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ანდერსონმა კინოკარიერა 15 წლისამ დაიწყო. ის ლეგენდარული ინგმარ ბერგმანის 11 ცნობილ ფილმშია გადაღებული. 1958 წელს ბერგმანის ფილმში „ცხოვრების ზღვარზე“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ამავე ფილმის მონაწილე სხვა მსახიობ ქალებთან ერთად. მის ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიჩნეულია ექთანი ალმა ფილმში „პერსონა“. 2009 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობდა.

წყარო: https://variety.com/2019/

 

ჩელისტმა იო-იო მამ ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოები შეასრულა და მსმენელებს მშვიდობისკენ მოუწოდა.

შემსრულებლის თქმით, მუსიკა ადამიანებს აერთიანებს, იმის მიუხედავად, თუ როგორი კულტურული განსხვავებებია მათ შორის.

წყარო: https://www.youtube.com/

 

კანის 72-ე კინოფესტივალის პოსტერი გავრცელდა

ახალ პოსტერზე რეჟისორი ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც 29 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს. ცნობილია ისიც, რომ კინოფესტივალს რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ზომბი აპოკალიფსზე გადაღებული ფილმი The Dead Don’t Die გახსნის. კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება.

წყარო: https://www.instagram.com/p/BwRW4WYAcQz/

 

GOT-ის ფინალური სეზონის მეორე სერიის პრომო გამოვიდა.

მეორე ეპიზოდში მაყურებელი დენიერის ტარგარიენისა და ვინტერფელში ჩასული ჯეიმი ლანისტერის დაპირისპირებას იხილავს. საკულტო სერიალის მეორე სერია ეთერში 21 აპრილს გავა.

წყარო: https://www.youtube.com/

 


რეკომენდებული სტატიები
15 აპრილი დილიდან 
Play Video

15 აპრილი დილიდან 

15 აპრილი დილიდან 
დღეს 15 აპრილია და რამდენიმე საათის წინ სრულიად სამყარომ HBO-ის ლეგენდარული სერიალის, Game Of Thrones-ის ფინალური სეზონის პირველი ეპიზოდი იხილა. GOT-ის პრემიერის პარალელურად კიდევ ერთი საკულტო და რეიტინგული სერიალის, Big Little Lies-ის მეორე სეზონის ტიზერი ვნახეთ
პარიზის ნოტრ დამის კათედრალის სახურავი ხანძრის შედეგად ჩამოიშალა
Play Video

პარიზის ნოტრ დამის კათედრალის სახურავი ხანძრის შედეგად ჩამოიშალა

პარიზის ნოტრ დამის კათედრალის სახურავი ხანძრის შედეგად ჩამოიშალა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერმა ხანძარმა სახურავი ჩამოანგრია, თუმცა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.