fbpx

19 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს პარასკევია და წინ არაჩვეულებრივი შაბათ-კვირა გველოდება. მანამდე კი, დილიდან მოგიყვებით ამბებს კანში დაბრუნებულ პედრო ალმოდოვარზე, ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონზე და, რაღა თქმა უნდა, ქართული კინოს დიდ წარმატებებზე.

 

პედრო ალმოდოვარი, კენ ლოუჩი, ტერენს მალიკი, ხავიერ დოლანი, ჯიმ ჯარმუში – დიდი სახელები კანის 72-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

კანი ტრადიციული კინოფესტივალისთვის ემზადება. ცოტა ხნის წინ ფესტივალის ორგანიზატორებმა საკონკურსო პროგრამის 19 ფილმი დაასახელეს. წელს ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ:

  • Pain And Glory – პედრო ალმოდოვარი
  • Il traditore – მარკო ბელოკი
  • The Wild Goose Lake – იან დიაო
  • Young Ahmed – ჟან პიერ და ლუკ დარდენები
  • Oh Mercy! – არნოლდ დესპლა
  • Atlantique – მატი დიოპი
  • Les Miserables – ლადი ლუ
  • Bacurau – კლებერ მენდოკა ფილიუ
  • The Whistlers – კორნელიუ პორომბოუ
  • Portrait of a Lady on Fire – სელინ სჩიმა
  • It Must Be Heaven – ელია სულეიმანი
  • Sibyl – ჯასტინ ტრიეტი
  • Parasite – ჯონ ჰო ბონგი
  • Matthias & Maxime – ქსავიე დოლანი
  • Little Joe – ჯესიკა ჰაუზნერი
  • The Dead Don’t Die – ჯიმ ჯარმუში
  • Sorry We Missed You – კენ ლოუჩი
  • Radegund – ტერენს მალიკი
  • Frankie – ირა საჩსი

რაც შეეხება კონკურსგარეშე ჩვენებებს, Rocketman-ის გარდა კანში უჩვენებენ – კლოდ ლელუშის The Best Years of Life-ს, ასიფ კაპადიას დოკუმენტურ ფილმს დიეგო მარადონაზე, ნიკოლას ბედოსის Belle Epoque-ს და ასევე ნიკოლას ვინდინგ რეფნის სერიალს Too Old to Die Young. ფესტივალი 14 მაისს გაიხსნება.

 

ალენ დელონს კანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ფრანგ მსახიობ ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტოს გადასცემენ. ცერემონია ფესტივალის დახურვის დღეს, 25 მაისს შედგება. კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს.

 

გიორგი თავართქილაძის ფილმმა “ცუდი ხალხი” ლონდონის Discover Film Festival-ზე “საუკეთესო დრამატული ფილმის” ნომინაციაში გაიმარჯვა.

#ფოკუსში გიორგი თავართქილაძის "ცუდი ხალხი"

პრემიერამდე 3 დღით ადრე, #ფოკუსში გიორგი თავართქილაძის ფილმის "ცუდი ხალხი" ისტორიაა.ფილმის მსოფლიო პრემიერა ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე 25 მარტს გაიმართება. იგი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Freitag, 22. März 2019

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

19 აპრილს, 21:00 საათზე,  KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე (III FLOOR) მასპინძლობს Sauvage Concept Store, Materium Concept Store Tbilisi,  KUBORAUM და კლუბი KHIDI-ს ერთობლივ პროექტს

ბერლინში დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით შემქმნელი ხელნაკეთი სათვალეების ბრენდი KUBORAUM-ის გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება სპეციალურად კლუბი KHIDI-სა და Sauvage Concept Store-სთვის შექმნილ ლიმიტირებული რაოდენობის სათვალეები.

KUBORAUM – “DREAMED IN BERLIN AND HANDMADE IN ITALY“ შეიქმნა 2012 წელს და მას შემდეგ ბრენდი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. KUBORAUM-ი უნიკალურად იქმნება ინდივიდუალური და გამორჩეული სტილის მქონე ადამიანებისთვის.

KUBORAUM KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოგიდგენს KUBORAUM EXPERIENCE-ს – მულტიმედია ინსტალაციას, ფოტოებს, პროექციას, ნიღბებს, ახალ კოლექციასა და ძველ ნამუშევრებს – ეს არის ერთგვარი კონცეპტუალური ექსკურსი ნიღბებსა და იდენტობებს შორის ურთიერთობის გასარკვევად.

იდენტობის კონცეფცია საექსპერიმენტო სფეროა, სადაც KUBORAUM როგორც პროექტი ხაზს უსვამს აშლილობას, რომელიც თანსდევს თითოელი ჩვენგანის მიერ თავის წარდგენასა და თვით რე-პრეზენტაციას. KUBORAUM იყენებს ნიღბებით თამაშს, როგორც ჰიპოთეტურ გამოსავალს შფოთვისგან თავის დასაღწევად.

გადანათებული ყუთი, როგორც საცეკვაო მოედანი წარმოადგენს იმ ემოციური არქიტექტურის რეპრეზენტაციას, რომელიც ვლინდება ჯგუფური ერთობისას, ლიკვიდური იდენტობა, რომელიც იქმნება უამრავი ინდივიდისა და იდენტობისგან. ჩვენი ლაით ბოქსის მეშვეობით, ჩვენი ლიკვიდური არქიტექტურით ჩვენ ვითავისებთ ჩვენს იდენტობას. საცეკვაო მოედნის დახმარებით, როგორც ნეო-მოდერნისტული მედიუმის მეშვეობით ვუღრმავდებით ფიქრებს ჩვენს თავებზე. ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, ვცვლით ინფორმაციას, ვცეკვავთ და შევიცნობთ ერთმანეთისგან განსხვავებულ თავებს. საცეკვაო მოედანი ეს პოლიტიკური ერთობა, თანამშრომლობა, განსხვავებულობის გათავისუფლება და ამ განსხვავებულობებით კაიფია, მათი ანულირების გარეშე.

იდეა თითქოს ყველა ერთნაირი ვართ საშინელებაა, თითოეული ჩვენგანი მრავალფეროვანი და განსხვავებულია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ განსხვავებულობით სიამოვნების მიღება, სხვების დახმარებით საკუთარი თავები უნდა შევიცნოთ. საცეკვაო მოედანი პოლიტიკური ერთობაა, რომელიც გვასწავლის ამ განსხვავებულობის სიყვარულს გაშმაგებული, რიტუალური ცეკვის მეშვეობით.

Experience-ს მუსიკალურ კურატორობას გაუწევს Dj Red.

 

პრემიერიდან 24 საათის განმავლობაში GOT პირატულად ყველაზე მეტჯერ გადმოწერეს

 

სამეფო კარის თამაშებმა” HBO-ზე რეიტინგის ყველანაირი რეკორდი მოხსნა. გარდა ამისა, სერიალი პრემიერიდან ზუსტად 24 საათში 54 მილიონჯერ გადმოწერეს პირატულად. სერიალი HBO-ს გარდა მსოფლიოს 186 ქვეყანაში გადის პირდაპირ ეთერში და ყველა ამ ქვეყანაში ის რეიტინგების ლიდერია.

წყარო: https://9gag.com

 

პოლონეთში  მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი გაიხსნება

03 Deepest Pool Poland

ყვინთვის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, რომ წყალქვეშა გამოქვაბულებში გაძვრნენ და ფსკერზე, 45 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთონ. მსოფლიოს ყველაზე ღრმა აუზის ასაშენებლად, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან ორ კილომეტრში გაიხსნება, 1100 ტონა ფოლადი დაიხარჯა.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ჯენიფერ ლოპესი მოდის ლეგენდის ჯილდოს მიიღებს

მოდის დიზაინერების საბჭომ  წლევანდელი დაჯილდოების მთავარ გმირად მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი დაასახელა და მას მოდის ლეგენდის ჯილდოს დახვეწილი გემოვნებისა და გამორჩეული ჩაცმის სტილის გამო გადასცემენ. ცერემონია 3 ივნისს ნიუ-იორკში, ბრუკლინის მუზეუმში გაიმართება.  

წყარო: https://www.vogue.com/

 

The Monkey Bread Tree Film Awards-ის გამარჯვებულებს შორის ქართველი რეჟისორის, თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “თევზაობა” მოხვდა, რომელსაც ჟიურის პრიზი გადაეცა.

Image may contain: one or more people and text

აღსანიშნავია, რომ ფილმს ასევე მიღებული აქვს Research Award კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ჟიურის პრიზი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ფოტო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
18 აპრილი დილიდან
Play Video

18 აპრილი დილიდან

18 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღევანდელი დილა ბევრი, თანაც მრავალფეროვანი ინფორმაციით იქნება დატვირთული - დაწყებული “სამეფო კარის თამაშებით”, ჟურნალ Time-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიით და დამთავრებული ბაუჰაუსელი ქალები
17 აპრილი დილიდან 
Play Video

17 აპრილი დილიდან 

17 აპრილი დილიდან 
დღევანდელი დილა კარგი ამბით უნდა დავიწყოთ: ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის ერთ დღე-ღამეში თითქმის ერთი მილიარდი ევრო შეგროვდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.