fbpx

17 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღევანდელი დილა კარგი ამბით უნდა დავიწყოთ: ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის ერთ დღე-ღამეში თითქმის ერთი მილიარდი ევრო შეგროვდა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ტაძრის აღსადგენად თანხა გადარიცხა, ბერნარ არნო და მისი კომპანია LVMH არის, რომელიც აერთიანებს მოდის წამყვან სახლებს – Christian Dior-ს, Louis Vuitton-ს, Celine-ს, Givenchy-ს და სხვა. გარდა ამისა, ისტორიული ნაგებობის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გადარიცხა Kering-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსუა ანრი პინომ. მისი კომპანია ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა Gucci, Alexander McQueen, BALENCIAGA, Yves Saint Laurent და სხვა. ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყოფა პარიზის ბიუჯეტიდან. დამატებით 10 მილიონს გამოყოფს საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონი. გარდა ამისა, გრანტები უკვე გამოყო ევროკომისიამ, იუნესკომ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.

წყარო: https://lifestyle.inquirer.net

 

19 აპრილს, 19:30 საათზე, სტამბის წიგნებში ერეკლე დეისაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

Image may contain: 1 person, text

დეისაძის ახალი წიგნი გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის პრემიერამ HBO-ზე ყველანაირი რეკორდი მოხსნა

GOT-ს 14 აპრილს HBO-ს პირდაპირ ეთერში 17,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღსანიშნავია, რომ GOT-ის წინა სეზონის პრემიერას პირდაპირ ეთერში მხოლოდ 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ HBO-ს ლაივის მაყურებელთა რაოდენობაა და არ ასახავს იმ ადამიანთა საერთო რიცხვს, რომელმაც სერიალი ნახა.

წყარო: https://www.indiewire.com

 

Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია – თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი დაიწყო

კამპანიის ფარგლებში 8 ადამიანი – ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ სანოგო, ანასტასია პირველი, რუსუდან გოცირიძე, ნიკა დვალიძე, ანუშკა ჩხეიძე, ერეკლე დეისაძე და ნათია ჩიქოვანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობენ.

 

10 Years of Equality and Diversity Campaign by Tbilisi Open Air

"თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი" – Tbilisi Open Air-ის სოციალური კამპანია იწყება 🚀#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Samstag, 13. April 2019

 

ვიდეოები ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე კამპანიის ფარგლებში ყოველდღე გამოქვეყნდება. თითოეული მონაწილე კი თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

 

10 Years of Equality and Diversity – Mariam Sanogo

"Tbilisi Open Air, როგორც დიდი მუსიკალური პროექტი, 10 წლის მანძილზე აერთიანებს ყველა ტიპის ადამიანს და აძლევს დიდ თავისუფლებას" 💬დიდი მადლობა Mariam Sanogo-ს ჩვენს კამპანიაში მონაწილეობისთვის ❤️#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Dienstag, 16. April 2019

 

მსახიობი ჯორჯია ენჯელი 70 წლის ასაკში ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

ჯორჯია ენჯელს პოპულარობა მოუტანა სერიალებმა – „შოუ მერი ტაილერ მური” და „ყველას უყვარს რეიმონდი”.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე-კარლოს მასტერსზე წყვილთა თანრიგში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილისა და მოლდაველი რადუ ალბოტის წყვილმა სამხრეთაფრიკელი რავენ კლაასენისა და ბრიტანელი ჯო სოლსბერის წყვილს მოუგო.

ფოტო: https://www.live.ge

 

თბილისში “წიგნის სივრცე” იხსნება

Image may contain: 2 people

განსაკუთრებული ამბავი მათთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს: 18 აპრილს თბილისში წიგნის ახალი მაღაზია და საერთო სამუშაო სივრცე იხსნება. გახსნის დღეს მაღაზიაში მისულ ყველა სტუმარს განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდება უამრავ წიგნზე და რაც მთავარია, ლიტერატურული ფურშეტი, სადაც წიგნის გმირების საყვარელ კერძებს დააგემოვნებთ. გარდა ამისა, გახსნასთან დაკავშირებით დიანა ანფიმიადი სტუმრებთან ერთად დაამზადებს რამდენიმე კერძს წიგნიდან “კუკრუჭანები”.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
16 აპრილი დილიდან
Play Video

16 აპრილი დილიდან

16 აპრილი დილიდან
გვიან ღამე სრულიად სამყარო შეძრა ამბავმა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მეხანძრეებმა შეძლეს და ნოტრ-დამის ძირითადი ნაწილი გადაარჩინეს.
15 აპრილი დილიდან 
Play Video

15 აპრილი დილიდან 

15 აპრილი დილიდან 
დღეს 15 აპრილია და რამდენიმე საათის წინ სრულიად სამყარომ HBO-ის ლეგენდარული სერიალის, Game Of Thrones-ის ფინალური სეზონის პირველი ეპიზოდი იხილა. GOT-ის პრემიერის პარალელურად კიდევ ერთი საკულტო და რეიტინგული სერიალის, Big Little Lies-ის მეორე სეზონის ტიზერი ვნახეთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.