fbpx

Tbilisi Open Air-მა ახალი სოციალური კამპანია დაიწყო


გააზიარე სტატია

 

Tbilisi Open Air-მა ახალი სოციალური კამპანია დაიწყო,  რომელსაც ორგანიზატორებმა „თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ უწოდეს. კამპანიის ფარგლებში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, სხვადასხვა სფეროში მომუშავე 8 ადამიანი სწორედ ზემოთ აღნიშნულ ღირებულებებს განიხილავს.

როგორც ცნობილია, ფესტივალის პირველი წლის სლოგანი – „მუსიკა ათავისუფლებს“ –  დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში. მუსიკის მნიშვნელობისა და მისი, როგორც თანასწორობისა და თავისუფლების მედიუმის როლი კარგად გაითავისეს ორგანიზატორებმა, რამაც საფუძველი ჩაუყარა პირველ სოციალურ კამპანიას.

Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა აზრით, ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ადამიანს უყრის თავს, გააჩნია პასუხისმგებლობა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი.

კამპანია სოციალურ ქსელში განთავსდება რვა ვიდეორგოლის სახით, სადაც მონაწილეების მთავარი აქცენტი სწორედ თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულების პროპაგანდისკენ იქნება მიმართული.

მისი მონაწილეებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, დაწყებული მომღერალი ტრანსგენდერი ქალით (ანასტასია პირველი), გაგრძელებული მისივე კოლეგებით, მოდისა თუ მარკეტინგის წარმომადგენლებით და დამთავრებული ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსით (რუსუდან გოცირიძე).

თითოეული მათგანისთვის მუსიკა წარმოადგენს თავისუფლების იდეის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა თანასწორობის მედიუმს.  

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტში მონაწილეობს რვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადამიანი:

  • ირაკლი ნადარეიშვილი   (Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი)

10 Years of Equality and Diversity – Irakli Nadareishvili

„თავისუფალ სივრცეში შესაძლებელია განსხვავებული ადამიანების თანასწორობა“ 💬დიდი მადლობა ირაკლი ნადარეიშვილს (Lucas Gaia) ჩვენს კამპანიაში მონაწილეობისთვის ❤️#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Montag, 15. April 2019

 

  • მარიამ სანოგო (მოდელი)

10 Years of Equality and Diversity – Mariam Sanogo

"Tbilisi Open Air, როგორც დიდი მუსიკალური პროექტი, 10 წლის მანძილზე აერთიანებს ყველა ტიპის ადამიანს და აძლევს დიდ თავისუფლებას" 💬დიდი მადლობა Mariam Sanogo-ს ჩვენს კამპანიაში მონაწილეობისთვის ❤️#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Dienstag, 16. April 2019

 

  • ანასტასია პირველი (მომღერალი)

10 Years of Equality and Diversity – Anastasia Pirveli

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მუსიკალური ფესტივალები, სადაც თანასწორობის იდეა არის დაცული" 💬დიდი მადლობა Anastasia Pirveli-ს ჩვენს კამპანიაში მონაწილეობისთვის ❤️#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Mittwoch, 17. April 2019

 

  • რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი)

10 Years of Equality and Diversity – Rusudan Gotsiridze

"იმ დალოცვილმა ყველა თავის სახედ და ხატად შეგვქმნა, თანასწორად – სიყვარულისათვის, ბედნიერებისათვის. განურჩევლად ყველაფრისა". 💬დიდი მადლობა Rusudan Gotsiridze-ს ჩვენს კამპანიაში მონაწილეობისთვის ❤️#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Mittwoch, 17. April 2019

 

  • ნიკა დვალიძე  (ჟურნალისტი/პიარ მენეჯერი),  

10 Years of Equality and Diversity – Nika Dvalidze

"ოფენ ეარზე აბსოლუტურად არავითარი ჩარჩო და სტანდარტი არ არსებობს არავისთვის. მთავარი არის მუსიკა, რომელიც გვაერთიანებს და გვათავისუფლებს“. 💬დიდი მადლობა Nick Dvalidze-ს ჩვენს კამპანიაში მონაწილეობისთვის ❤️#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Donnerstag, 18. April 2019

 

  • ანუშკა ჩხეიძე (მუსიკოსი),   
  • ერეკლე დეისაძე  (მუსიკოსი), 
  • ნათია ჩიქოვანი (მარკეტერი/მოდელი).

10 Years of Equality and Diversity Campaign by Tbilisi Open Air

"თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი" – Tbilisi Open Air-ის სოციალური კამპანია იწყება 🚀#musicbreaksfree #noplaceforhomophobia #noplaceforracism #noplaceforsexism #noplaceforhate #noplaceforfascism #noplaceforageism

Gepostet von Tbilisi Open Air / AlterVision am Samstag, 13. April 2019

 

 


რეკომენდებული სტატიები
Tbilisi Open Air 2019-ზე გამომსვლელი ჯგუფები და მათი პოპულარული ვიდეოკლიპები
Play Video

Tbilisi Open Air 2019-ზე გამომსვლელი ჯგუფები და მათი პოპულარული ვიდეოკლიპები

Tbilisi Open Air 2019-ზე გამომსვლელი ჯგუფები და მათი პოპულარული ვიდეოკლიპები
თუ 2019 წლის Tbilisi Open Air-ზე წარმოდგენილი შემსრულებლები არ გეცნობათ, შეგიძლიათ აქ მოისმინოთ მათი მუსიკა და ნახოთ იუტუბზე გავრცელებული პოპულარული ვიდეოკლიპები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.