fbpx

არტერიული წნევის დაკლებას ხელს უწყობს როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე მძიმე როკი


გააზიარე სტატია

გერმანელი მეცნიერების კვლევების მიხედვით, არტერიული წნევის დაკლებას ხელს უწყობს როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე მძიმე როკი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის გავლენა გამოიკვლია მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც რურის უნივერსიტეტის (ბოხუმი) პროფესორი ჰანს-იოაჰიმ ტრაპპე ხელმძღვანელობდა.

 

 

ექსპერიმენტისთვის შეირჩა 25-დან 75 წლამდე 240 ადამიანი, რომელთაც არ აწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და არ ჰქონდათ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. ისინი  თანაბრად დაყვეს 4 ჯგუფად, რომლებშიც კაცები და ქალები ასევე თანაბრად გადაანაწილეს. 4-დან 2 ჯგუფი უსმენდა მუსიკას, დარჩენილი 2 კი სრულ სიჩუმეში იყო.

 

 

პირველ ეტაპზე – ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც მუსიკას უსმენდა, ჩაურთეს ბახის მესამე საორკესტრო სიუიტა და ამერიკული მეტალბენდის, Disturbed-ის კომპოზიცია Indestructible. მეორე ჯგუფს – მოცარტის სიმფონია N40, შტრაუსის ვალსები და შვედური ჯგუფის, ABBA-ს სიმღერები. გარდა ამისა, მეცნიერები აკვირდებოდნენ რეაქციას ბავშვის ტირილზე, ელექტროხერხის ხმაზე, მტვერსასრუტისა და სანგრევი ჩაქუჩის ხმაურზე.

 

 

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტამდე და ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გაუზომეს წნევა, გაუკეთეს ელექტროკარდიოგრამა, აიღეს სისხლის ანალიზები. შედეგები კი გამოქვეყნდა გამოცემაში Aerzteblatt.de.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წნევის კლება დაფიქსირდა იმ ჯგუფებში, სადაც მუსიკას უსმენდნენ, ამავე დროს, კლება უფრო მეტად შესამჩნევი იყო მოცარტის, შტრაუსისა და ბახის მუსიკის შემთხვევაში.  

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებს სისხლში დაეწიათ კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) მაჩვენებელი. ეს კლება უფრო შეიმჩნეოდა მამაკაცებში. საინტერესოა ისიც, რომ მეტალბენდის, Disturbed-ის მუსიკის სმენისას გულისცემის სიხშირემაც იკლო. ჯგუფ ABBA-ს შემთხვევაში კი მნიშვნელოვანი ცვლილებები მონაწილეთა კონდიციაში არ დაფიქსირებულა.

 

 

კვლევის ხელმძღვანელის, ჰანს ტრაპპეს თქმით, მსგავსი თერაპიის პრაქტიკაში დანერგვისთვის აუცილებელია კვლევების გაგრძელება უშუალოდ იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც მაღალი წნევის პრობლემები აქვთ. ამასთანავე დასადგენია, თუ რა ხანგრძლივობითაა ეფექტური ამა თუ იმ ჟანრის მუსიკის მოსმენა.


რეკომენდებული სტატიები
"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი

"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი

"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი
ადამიანებს, რომლებიც  თავის მუსიკას ჯერ კიდევ ბაზრობებსა და კანტიკუნტად შემორჩენილ დისკების მაღაზიებში ყიდულობენ, სავარაუდოდ, ეჭვი არ გასჩენიათ, რომ დისკი Tbili orgia - ULTRA AFTER PARTY HITS სინამდვილეში თბილისში კარგად ცნობილი მუსიკოსების ტრეკებს შეიცავდა
თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
Play Video

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive

თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე - EyeDrive
ტექნოლოგიური კომპანიები ბაზარზე ისეთი ნოვაციური პროდუქტების შემოტანას ცდილობენ, რომლებიც შეამცირებენ ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.