29 აპრილი დილიდან

დილა მშვიდობისა!
დილიდანვე გაგაგებინებთ, ვინ გამოავლენს წლევანდელი ოქროს პალმის რტოს მფლობელს, შემდეგ კი ლაჟვარდოვანი კანიდან პირდაპირ ცივ და სუსხიან ვინტერფელში გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, როგორ ემზადებიან ახალი ომისთვის ვესტეროსში.


ჟიურის თავმჯდომარესთან, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსთან ერთად წელს ოქროს პალმის რტოს მფლობელს გამოავლენენ: მსახიობები – ელ ფენინგი და მაიმოუნა ნდიაიე, რეჟისორები – იორგოს ლანთიმოსი, პაველ პავლიკოვსკი, კელი რეიხარდტი, ალიჩე რორვახერი და რობინ კამპილო, ასევე გრაფიკოსი – ენკი ბილალი. ფესტივალი 14 მაისს დაიწყება.
წყარო: https://variety.com/
![]()
პრემიერიდან პირველივე შაბათ-კვირას ფილმმა კინოგაქირავებიდან 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქართველოში ფილმის პრემიერა 28 აპრილს შედგა. თბილისში ბილეთები პრემიერის თარიღის გამოცხადებიდან 30 წუთში უკვე გაყიდული იყო, რის გამოც კინოთეატრებმა სეანსები დაამატეს.
წყარო: https://www.vulture.com/
მესამე ეპიზოდმა სახელწოდებით “გრძელი ღამე” მაყურებელი ორად გაყო – ნაწილი თითქმის საათნახევრიანი ბრძოლით აღფრთოვანებული იყო, მეორე ნაწილი კი “რაღაც უფრო გრანდიოზულს” ელოდა. ასეა თუ ისე, შოუმ მოახერხა და ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ომის ეპიზოდი შექმნა, რომელსაც 55 ღამის განმავლობაში იღებდნენ.
წყარო: https://www.youtube.com

ჯადოსნური ცხოველების სერიაში სულ ხუთი ფილმია ჩაფიქრებული. გადაღებები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ფილმში მთავარ როლებს ედი რედმეინი, ჯონი დეპი, ზოი კრავიცი, ჯუდ ლოუ და სხვა მსახიობები ასრულებენ.
წყარო: https://variety.com/
HBO-ს საკულტო სერიალის მაყურებლებმა მესამე სერიის ნახვის შემდეგ შერჩენილი ნერვები და ემოციები მთლიანად ამ ეპიზოდის განხილვას დაუთმეს და ეს გასაკვირი არც ყოფილა, რადგან შოუმ ტელევიზიის ისტორიაში ნამდვილად აჩუქა მაყურებელს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სერია და რაც მთავარია, ფანებს ყველანაირი თეორია ამოუტრიალა. თუ ადრე მთავარი კითხვა ის იყო, ვინ გაიმარჯვებდა – ღამის მეფე თუ ცოცხლების არმია, ახლა მთავარი კითხვაა – როგორ გაგრძელდება ბრძოლა შვიდი ტახტისთვის. თუმცა, ნუ დავივიწყებთ, რომ ეს GOT-ია და მალე შესაძლოა ყველაფერი კვლავ ამოტრიალდეს და კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდეს.
წყარო: https://www.youtube.com/

თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ. ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ პროექტებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.
წყარო: https://www.facebook.com