fbpx

30 აპრილი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დილიდანვე გაგაგებინებთ, ვინ გამოავლენს წლევანდელი ოქროს პალმის რტოს მფლობელს, შემდეგ კი ლაჟვარდოვანი კანიდან პირდაპირ ცივ და სუსხიან ვინტერფელში გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, როგორ ემზადებიან ახალი ომისთვის ვესტეროსში.

 

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სრული შემადგენლობა ცნობილია

Elle Fanning Berlin

ჟიურის თავმჯდომარესთან, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსთან ერთად წელს ოქროს პალმის რტოს მფლობელს გამოავლენენ: მსახიობები – ელ ფენინგი და მაიმოუნა ნდიაიე, რეჟისორები – იორგოს ლანთიმოსი, პაველ პავლიკოვსკი, კელი რეიხარდტი, ალიჩე რორვახერი და რობინ კამპილო, ასევე გრაფიკოსი – ენკი ბილალი. ფესტივალი 14 მაისს დაიწყება.

წყარო: https://variety.com/

 

მარველის შურისმაძიებლების ფინალურმა ფილმმა Avengers: Endgame გამოსვლიდან 3 დღეში მსოფლიო რეკორდი მოხსნა

პრემიერიდან პირველივე შაბათ-კვირას ფილმმა კინოგაქირავებიდან 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქართველოში ფილმის პრემიერა 28 აპრილს შედგა. თბილისში ბილეთები პრემიერის თარიღის გამოცხადებიდან 30 წუთში უკვე გაყიდული იყო, რის გამოც კინოთეატრებმა სეანსები დაამატეს.

წყარო: https://www.vulture.com/

 

ნახეთ, როგორ იღებდნენ “სამეფო კარის თამაშების” მერვე სეზონის მესამე სერიას

მესამე ეპიზოდმა სახელწოდებით “გრძელი ღამე” მაყურებელი ორად გაყო – ნაწილი თითქმის საათნახევრიანი ბრძოლით აღფრთოვანებული იყო, მეორე ნაწილი კი “რაღაც უფრო გრანდიოზულს” ელოდა. ასეა თუ ისე, შოუმ მოახერხა და ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ომის ეპიზოდი შექმნა, რომელსაც 55 ღამის განმავლობაში იღებდნენ.

წყარო: https://www.youtube.com

 

“ჯადოსნური ცხოველების” მესამე ნაწილი 2021 წლის 12 ნოემბერს გამოვა.

ჯადოსნური ცხოველების სერიაში სულ ხუთი ფილმია ჩაფიქრებული. გადაღებები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ფილმში მთავარ როლებს ედი რედმეინი, ჯონი დეპი, ზოი კრავიცი, ჯუდ ლოუ და სხვა მსახიობები ასრულებენ.

წყარო: https://variety.com/

 

ნახეთ: GOT-ის ფინალური სეზონის მეოთხე სერიის პრომო

HBO-ს საკულტო სერიალის მაყურებლებმა მესამე სერიის ნახვის შემდეგ შერჩენილი ნერვები და ემოციები მთლიანად ამ ეპიზოდის განხილვას დაუთმეს და ეს გასაკვირი არც ყოფილა, რადგან შოუმ ტელევიზიის ისტორიაში ნამდვილად აჩუქა მაყურებელს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სერია და რაც მთავარია, ფანებს ყველანაირი თეორია ამოუტრიალა. თუ ადრე მთავარი კითხვა ის იყო, ვინ გაიმარჯვებდა – ღამის მეფე თუ ცოცხლების არმია, ახლა მთავარი კითხვაა – როგორ გაგრძელდება ბრძოლა შვიდი ტახტისთვის. თუმცა, ნუ დავივიწყებთ, რომ ეს GOT-ია და მალე შესაძლოა ყველაფერი კვლავ ამოტრიალდეს და კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდეს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

თბილისში 4 მაისს ევროპის დღე აღინიშნება

Image may contain: text

თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ. ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ პროექტებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

წყარო: https://www.facebook.com


რეკომენდებული სტატიები
29 აპრილი დილიდან 
Play Video

29 აპრილი დილიდან 

29 აპრილი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს HBO-სა  და Universal Pictures-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი ჩვენს ქვეყანაში ახალი სერიალებისა თუ ფილმებისთვის გადასაღებ ადგილებს ეძებენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მაისში საქართველოში ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელის, კანოვასა და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრების ფოტო და ვიდეოინსტალაციები მოეწყობა.
რელიგიები რიცხვებში

რელიგიები რიცხვებში

რელიგიები რიცხვებში
2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9,3 მილიარდს მიაღწევს (35%-ით გაიზრდება). როგორც ვარაუდობენ, 2050 წელს მუსლიმური რელიგიის მიმდევართა რაოდენობა 73%-ით მოიმატებს და 2,8 მილიარდს მიაღწევს (რაც მსოფლიო მოსახლეობის 30% იქნება) და თითქმის გაუტოლდება ქრისტიანთა რიცხვს (2,9 მილიარდს – 31%), ეს კაცობრიობის ისტორიის მანძილზე პირველად მოხდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.