fbpx

Tbilisi Newcomers-ის მეორე შესარჩევი ეტაპი მაისის დასაწყისში გაიმართება


გააზიარე სტატია

Tbilisi Open Air-ის სულისჩამდგმელი Altervision Group-ის პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. პროექტი 2009 წლიდან ყოველწლიურია და 2019 წელს მეათედ ტარდება.

 

პროექტი 4 ეტაპისგან შედგება:

  • შესარჩევი ეტაპი (რომელიც  გასულ წლებში 400-მდე ბენდმა გაიარა);
  • Showcase,  რომელზედაც შერჩეული ბენდები ცოცხლად ასრულებენ თავიანთ კომპოზიციებსა და ცნობილი სიმღერების cover-ებს;
  • ფინალური შოუ-კონცერტი, სადაც   ფინალისტი შემსრულებლები მრავალათასიანი პუბლიკის წინაშე გამოდიან;
  • გამარჯვებულები კი მონაწილეობენ კავკასიაში ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში – Tbilisi Open Air.

 

2009 წლიდან პროექტის ბევრი მონაწილე დღეისათვის უკვე კარგად ცნობილი შემსრულებელია.

პროექტი ეხმარება  ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ  მუსიკოსებს საშუალებას აძლევს პუბლიკას წარუდგინონ თავიანთი ახალი პროექტები და ნამუშევრები.

ვინაიდან Tbilisi Open Air უხვია სცენებით, ამიტომაც თითოეულ სცენას თავად ეძლევა აირჩიოს საკუთარი დამწყები შემსრულებელი, რომელსაც მისცემს გაზრდისა და განვითარების საშუალებას.

 

8 და 9 მაისს Newcomers-ის მეორე შესარჩევი ეტაპი გაიმართება.

ამის შემდგომ ჯგუფები მონაწილეობას მიიღებენ 26 მაისს გამართულ ფინალში, სადაც რამდენიმე მათგანი აირჩევა სცენების ფავორიტად და ფესტივალში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

 

Killages

💥 "იდეაში, რა მაგრადაც არ უნდა უკრავდე, მსმენელს თუ არ მიაწოდე, არანაირი აზრი არ აქვს" 💥 ✊ ჯგუფი Killages გვიყვება, თუ რამდენად გარდამტეხი და მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა მათთვის ნიუქამერსი.👇 ვრცლად ვიდეო! 🔈 აქვე ვისაც ჯერ არ გინახავთ, 31 მარტს შედგა ჯგუფის ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია. "Bottle Sip" ჯგუფის სადებიუტო ალბომიდან აღებული ტრეკია, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულში გამოვა 👉 http://bit.ly/2GqXPRu 🤖 შეგახსენებთ! ნამუშევრების მიღება – 3 მაისის ჩათვლით.🤖 რეგისტრაციისთვის გადადი ლინკზე: http://tbilisiopenair.ge/newcomers#Weare10#Newcomers2019#MusicBreaksFree

Gepostet von Newcomers Tbilisi am Sonntag, 21. April 2019

 

“ჩვენ ველოდებით “ნიუქამერსში” საინტერესო პროექტის შემოსვლას არა იმიტომ, რომ  განვსაზღვროთ, ვინ უფრო მაგარია, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ, რა პროცესები ხდება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვეძებთ იმ საინტერესო პროცესს, რომლის გამოწვევაც გვინდა!“ – ამბობს ვახო ბაბუნაშვილი პროექტზე, რომელიც ახალი არტისტების აღმოჩენაზეა ორიენტირებული:

 

ვახო ბაბუნაშვილი

💥 “ ჩვენ ველოდებით ნიუქამერსში საინტერესო პროექტის შემოსვლას არა იმიტომ, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, ვინ უფრო მაგარია, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ სხვადასხვა მიმართულებით რა საინტერესო პროცესები ხდება, ჩვენ ვეძებთ საინტერესო პროცესს, რომლის გამოწევაც გვინდა!“ 💥 ✊ Vaho Babunashvili გვიყვება ნიუქამერსის იდეაზე, გვიზიარებს პროექტის კონცეპტს, გვესაუბრება იმაზე თუ რატომაა ნიუქამერსი განსხვავებული კონკურსი და ამავდროულად საუკეთესო პლატფორმა ნებისმიერი ჟანრის შემსრულებლებისათვის. 👇 იხილეთ ვიდეო! 🤖 აპლიკაციების მიღება – 3 მაისის ჩათვლით!http://tbilisiopenair.ge/newcomers#Weare10#Newcomers2019#MusicBreaksFree

Gepostet von Newcomers Tbilisi am Mittwoch, 24. April 2019

 

წლევანდელ მონაწილეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ნიუქამერსის ოფიციალურ გვერდზე:

https://www.facebook.com/TbilisiNewcomers/


რეკომენდებული სტატიები
ქართული ჭადრაკის ოთხ ლეგენდარულ ქალზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

ქართული ჭადრაკის ოთხ ლეგენდარულ ქალზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

ქართული ჭადრაკის ოთხ ლეგენდარულ ქალზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ
ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრების შესახებ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.