fbpx

შოპინგი სახლიდან გაუსვლელად – საუკეთესო ონლაინ მაღაზიები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია

ინტერნეტით უკვე ყველაფერია შესაძლებელი და ადამიანების უმრავლესობა ყველა საქმეს მისი მეშვეობით აკეთებს – იყენებენ ინტერნეტ ბანკს, იღებენ ინფორმაციას, ჯავშნიან სასტუმროებს თუ რესტორნებს, ყიდულობენ ბილეთებს და ა.შ.

ონლაინ შოფინგი დღესდღეობით საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ჩვენც გთავაზობთ ინტერნეტში არსებულ ქართულ მაღაზიებს, სადაც შეგიძლიათ სასურველი ნივთების შეძენა.

 

Buyers.ge

ბაიერსი ქართული ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აქ ნახავთ როგორც ქართველი, ასევე ექსკლუზიურად წარმოდგენილი უცხოელი დიზაინერების და ბრენდების – Carne Bollente-ის, Justine Clenquet-ის, By far-ის და სხვების   პროდუქციას. ტანსაცმლის და აქსესუარების გარდა, ბაიერსზე თავის მოვლის ბრენდების ფართო არჩევანია: RMS Beauty, Mario Badescu, Ellis Faas და Dr.Jart. ხოლო თუ სახლისთვის ეძებთ განსაკუთრებულ ნივთებს, ან საჩუქარს, ამ შემთხვევაშიც ბაიერსი გამოგადგებათ.

 

moreislove.com

moreislove ერთ-ერთი პირველი ონლაინ მაღაზიაა. და ასევე პირველია, ვინც ქართველი დიზაინერები გააცნო უცხოელ მომხმარებელს. სწორედ moreislove-ზე ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი  მაგალითად, ლალოს ნაქსოვი ჟაკეტები. საიტის დამფუძნებლებმა ცოტა ხნის წინ ახალი ქართული ბრენდი – 0711 შექმნეს, რომლის ეგიდითაც უშვებენ ნაქსოვ ჩანთებს, ქუდებს და შარფებს. ბრენდი, რა თქმა უნდა, moreislove-ზე იყიდება. ინტერნეტ მაღაზიის გარდა, ქიაჩელის 13 ნომერში შეგიძლიათ მათ შოურუმსაც ეწვიოთ.

 

Phubber

ახალი ქართული აპლიკაციაა, რომელიც შეგიძლიათ როგორც ეფლის, ასევე ანდროიდის სისტემაზეც დააყენოთ. Phubber შესაძლებლობას გაძლევთ გაყიდოთ თქვენი საკუთარი ნივთები, ახალიც და მეორადიც. ამისთვის რამდენიმე ძალიან მარტივი საფეხური უნდა გაიაროთ: დარეგისტრირდეთ, ატვირთოთ გასაყიდი ნივთის ფოტო და შეავსოთ აღწერილობა ნივთის შესახებ.  გარდა ამისა, აპლიკაციაში წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის აუთლეთ მაღაზიაც.

 

skincare.ge

ზოგადად თავის მოვლის და მით უფრო კორეული თავის მოვლის რუტინის მოყვარულების ნამდვილი სამოთხეა ეს მაღაზია. აქ გაერთიანებულია რამდენიმე წამყვანი კორეული ბრენდის ნაწარმი. ნახავთ სახის, ტანის და თმის მოვლის საშუალებებს. თუმცა, ვფიქრობთ, მაღაზიის მთავარი ჰაილაითი სახის ნიღბების დიდი არჩევანია. ნახეთ და დარწმუნებულები ვართ, არ ინანებთ! ჩვენი ფავორიტი ჯერჯერობით SNP-ის ჩიტის ბუდის წყლის დამატენიანებელი ნიღაბია.

 

Idee Fixe

Idee Fixe სამი გოგოს მიერ დაარსებული ქართული ფეხსაცმლის ბრენდია, რომელიც განსაკუთრებით ნაზი ესთეტიკით და ხარისხით გამოირჩევა. ბრენდის მთავარი კონცეფციაა შექმნან ფეხსაცმელი, რომელიც თვითონ მოეწონებათ. მინიმალისტური ესთეტიკა კი იაპონურ შიბუის ეფუძნება. გადაავლეთ თვალი და დარწმუნებულები ვართ ამ ზაფხულს თქვენი must have გახდება .

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები

თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები

თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები
თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები, რომლებშიც მასობრივი წარმოების პროდუქციისგან განსხვავებული, ორიგინალური ნივთებისა და ნაკეთობების შეძენას შეძლებთ
They Said Books - კონცეპტი და დიზაინი

They Said Books - კონცეპტი და დიზაინი

They Said Books - კონცეპტი და დიზაინი
They said books - კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც განსაკუთრებულ წიგნებს და სხვადასხვა ლამაზ ნივთს აღმოაჩენთ. ასევე შეგიძლიათ უგემრიელესი ყავის დაგემოვნებაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.