fbpx

წარსულის აჩრდილები უცნობი ფოტოებიდან – ანჯელა დინის მოჩვენებები


გააზიარე სტატია

თეთრ საბურველში შემოსილი, უფორმო არსება, შავი თვალებით, რომელიც უხმაუროდ გადაადგილდება – აჩრდილის, მოჩვენების ამგვარი სახე დასავლური, განსაკუთრებით კი ამერიკული კულტურისათვის საკმაოდ ნაცნობი ფიგურაა. ეს არქეტიპი ბავშვობიდანვე ინერგება მეხსიერებაში საბავშვო ზღაპრებიდან, ტელეგადაცემებიდან თუ ფილმებიდან.

მოჩვენების სწორედ ეს სახე გამოიყენა ამერიკელმა მხატვარმა ანჯელა დინმა თავის პროექტში „წარსულის აჩრდილები“.

მხატვრის თქმით, პროექტი ადამიანთა მეხსიერებას ეხება. „ჩემი ნამუშევრები იკვლევენ ადამიანთა უნარსა და ნიჭს შეინარჩუნონ მოგონებები. აქვთ თუ არა მოგონებებს ინდივიდუალური ხასიათი და შესაძლებელია თუ არა მათი გაზიარება სხვა ადამიანთან? როცა რაღაცები გვავიწყდება, რამდენად შეუძლიათ მეგობრებს მათთვის ერთ დროს გაზიარებული მოგონებების შეხსენება? რა უფრო მნიშვნელობანია, ის, რაც უკვე მოხდა, თუ რაც აწმყოში ხდება? – ეს ის კითხვებია, რომლებსაც დამთვალიერებელს ვუსვამ“, – ამბობს მხატვარი.   

სერიის შესაქმნელად ანჯელა დინი  ძველ, მისთვის უცხო ადამიანების ფოტოებს არჩევს, რომელთაც ინდივიდუალური, მხატვრისთვის უცნობი რეალური ისტორიები აქვთ, დროსა და სივრცეში დაშორებული ადამიანების კონკრეტულ მოგონებებს გადმოცემენ.  მათ ფიგურებს თეთრი საღებავით აფერადებს და თვალებს ახატავს, ინდივიდუალიზმს აქრობს და რეალურ ადამიანებს უსახელო აჩრდილებად აქცევს, რომლებთანაც ნებისმიერ მნახველს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, გაიგივება შეუძლია.

„ვიღაცის პირადი, კონკრეტული გამოცდილება, ნოსტალგია ღია და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ხდება“, – წერს არტისტი.

 


რეკომენდებული სტატიები
7 ფილმი Marvel-ის მიხედვით, რომელსაც ამ კვირაში უნდა უყუროთ
Play Video

7 ფილმი Marvel-ის მიხედვით, რომელსაც ამ კვირაში უნდა უყუროთ

7 ფილმი Marvel-ის მიხედვით, რომელსაც ამ კვირაში უნდა უყუროთ
სანამ მთელი მსოფლიო Marvel-ის ლეგენდარული Avengers: Endgame-ის საბოლოო ფილმის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი და  სანამ მაყურებელი კინოთეატრს მიაშურებს, გადავწყვიტეთ გავიხსენოთ მარველის კომიქსების ძველი გმირების თავგადასავალი
ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან

ზღაპრებიდან მანგას კომიქსებამდე - დემონები იაპონური გრავიურებიდან
ნახეთ იაპონური დემონები - ისინი იაპონურ ლეგენდებსა თუ ზღაპრებში, თანამედროვე მანგას კომიქსებში და საშინელებათა ფილმებში გვხვდებიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.