fbpx

სტარტაპი – პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა სასმელი “ჟუჟუნა ღვინო”


გააზიარე სტატია

მსოფლიომ უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სასმელი ბაზარზე არსებული ყველა ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებლებისთვის ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთ ადგილებში, სადაც დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს ძირითადად ახალგაზრდები იყრიან ხოლმე თავს (კაფეებში, ბარებსა თუ კლუბებში), ტრადიციულ ქართულ  ღვინოებს ლუდი, არაყი და სხვა ალკოჰოლური სასმელები, რა თქმა უნდა, სერიოზულ კონკურენციას უწევენ.

სწორედ ამიტომ, ძალიან სამართლიანად გადაწყდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და შეიქმნა ინოვაციური სტარტაპი – “ჟუჟუნა ღვინო”.

პირველ რიგში გეტყვით, რომ “ჟუჟუნა” განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადდება და ბუნებრივი გაზით გაჯერებული სასმელი, მართლაც რომ განუმეორებლად ჟუჟუნებს – ერთი-ორი ჭიქის დალევის მერე კი ვჟუჟუნებთ ჩვენც.

“ჟუჟუნა” საქართველოს მასშტაბით არაერთ ობიექტში  კერამიკის ხელნაკეთი თაუერებიდან, პირდაპირ ონკანიდან მოედინება; ყველა სხვა სახეობის ღვინისგან დამზადების უნიკალური ტექნოლოგიით გამოირჩევა – ჩვენთან ის პირველი ნახევრად ცქრიალა ღვინოა,  ევროპაში პოპულარული პროსეკოს ქართული ანალოგია.

ღვინოს კახეთში ადრეულ რთველზე დაკრეფილი მწვანესა და რქაწითელისგან ამზადებენ, მეორადი ფერმენტაციის შედეგად კი ის ბუნებრივი გაზი მიიღება, რომელიც სასმელს ასეთ მსუბუქსა და სასიამოვნო დასალევს ხდის.

“თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ  ღვინო ოდითგანვე ქართული ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილია და საქართველოში ის უფრო კონსერვატორულ სასმელად მიიჩნევა, სულაც არაა გასაკვირი, რომ აქამდე სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით, კაფე-ბარებში ის ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ, მისი გათანამედროვება და ახალგაზრდებამდე ყველაზე მისაღები და სასიამოვნო ფორმით მიტანა დავისახეთ მიზნად. ვფიქრობ, ჩანაფიქრმა გაამართლა კიდეც, რადგან “ჟუჟუნა ღვინომ” თავისი არსებობის მანძილზე საკმარისი პოპულარობა მოიპოვა”, – ამბობს “ჟუჟუნა ღვინოს” თანადამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე  At.ge-სთან საუბრისას.

გარდა იმისა, რომ “ჟუჟუნა” გამორჩეული პროდუქტია, ის უკვე სხვადასხვა კოქტეილების  ერთი-ერთი ძირითადი ინგრედიენტია, მაგალითად, აპეროლ-შპრიცის, მიმოზის, კენკროვანების,  ანანასის, მარწყვის, ატმის თუ სხვა ხილისგან დამზადებული სასმელების. “ჟუჟუნასგან”  კოქტეილს ყველა ბარი თავისი განსაკუთრებული რეცეპტით ამზადებს.


რეკომენდებული სტატიები
27 წლის სტუდენტი KFC-ს საჭმელს ერთი წლის განმავლობაში ყალბი შემმოწმებლის სტატუსით სცანცლავდა

27 წლის სტუდენტი KFC-ს საჭმელს ერთი წლის განმავლობაში ყალბი შემმოწმებლის სტატუსით სცანცლავდა

27 წლის სტუდენტი KFC-ს საჭმელს ერთი წლის განმავლობაში ყალბი შემმოწმებლის სტატუსით სცანცლავდა
სამხრეთ აფრიკაში დააკავეს სტუდენტი ბიჭი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში KFC-ს ფასტ ფუდის რესტორნებში, თავს კომპანიის მთავარი ოფისიდან გამოგზავნილ შემმოწმებლად ასაღებდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.