fbpx

ძმები დარდენების ისლამოფობია თუ…?


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინია კაკაბაძე

ბელგიელი კინორეჟისორები ჟან პიერ და ლუკ დარდენები ისევ კანში არიან. სხვადასხვა წლებში ძმებმა დარდენებმა ორი პალმა – საუკეთესო სცენარის, საუკეთესო რეჟისორის პრიზები წაიღეს. ისევე როგორც კენ ლოუჩი, თუკი წელს პალმას აიღებენ, ძმები დარდენებიც სამგზის ლაურეატების რეკორდს მოხსნიან.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მათი ახალი ფილმი „ყმაწვილი აჰმედი“ შესანიშნავია, ვფიქრობ, რომ წელს ისინი პრიზის გარეშე დარჩებიან და არა იმიტომ რომ ძლიერი კონკურენტები ჰყავთ, არამედ პირველ რიგში პოლიტიკური კონიუქტურის მიზეზით.

ფილმის მთავარი გმირი პატარა ბიჭი აჰმედია. ის გარდამავალ ასაკშია და როგორც ამ ასაკში ხდება ხოლმე, კარგავს ძველ ავტორიტეტებს, ღირებულებებს, რომელიც ოჯახიდან და სკოლიდან მოაქვს და იქმნის ახალს. მისი ახალი მასწავლებელი და ავტორიტეტი იმამია. იმამი, რომელიც მას ასწავლის, როგორი უნდა იყოს ქალი, როგორ უნდა იცხოვრონ სხვებმა, როგორ უნდა იცხოვროს მან იმისათვის, რომ საბოლოოდ სამოთხეში მოხვდეს.

იმამის გავლენის ქვეშ მოხვედრილი პატარა ბიჭი, რომელიც ცდილობს სიცოცხლეში მოიპოვოს ადგილი სასუფეველში, პატარა ბიჭების ციხეში ხვდება, მაგრამ ეს არ არის ციხე. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, მოზარდების გამოსასწორებელი დაწესებულებაა, სადაც მთელი ინსტიტუცია მისი ცნობიერების შეცვლაზე მუშაობს – ფსიქოლოგი, თერაპია ცხოველებთან, სპორტი, ხელსაქმე და ა.შ.

არ მისცემენ დარდენებს პალმას, რადგან ბევრი უკვე თვლის, რომ ეს ისლამოფობიური ფილმია. თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. დარდენებს ორი მიზანი ჰქონდათ. პირველი ეს არის ფუნდამენტალიზმისა და ფანატიზმის კრიტიკა. ნებისმიერი რელიგია, რომელიც ფანატიზმთან არის კავშირში, იქნება ეს ქრისტიანობა თუ მაჰმადიანობა, საფრთხის შემცველია. ბიბლია თუ ყურანი, რომელიც იძლევა საშუალებას ერთი და იგივე წინადადება სხვადასხვაგვარად იყოს წაკითხული, ქმნის საფრთხეს.

ნებისმიერი რელიგია, რომელიც თავისებურად იგებს წმინდა წიგნს, რომელიც არ ცდილობს დღევანდელობასთან ადაპტირებას, განვითარებას, არ უშვებს სხვა საგანმანათლებლო წყაროების არსებობას – არის საფრთხე.

ძმები დარდენები არა ისლამს, არამედ რელიგიას აკრიტიკებენ, რომელიც ჩაკეტილია საკუთარ საზღვრებში და ადამიანებს განვითარების საშუალებას არ აძლევს, პირიქით – ის მიზანმიმართულად ცდილობს, ადამიანები საკუთარ ვიწრო ჩარჩოში მოაქციოს და შემდეგ იარაღად გამოიყენოს.

 

დარდენების „ყმაწვილი აჰმედი“ არ არის მხოლოდ ისლამზე და მისი განზოგადება ნებისმიერ რელიგიაზე შეიძლება. იქ, სადაც რელიგია გასწავლის, რომ მხოლოდ ერთი წიგნი უნდა იკითხო (ჩვენი მღვდელთმთავრების განცხადებები მახსენდება, რომ ზედმეტი განათლება საფრთხის შემცველია და საჭირო არ არის), ნებისმიერი რელიგია, იქნება ეს ისლამი თუ ქრისტიანობა, ქმნის ფანატიზმის საფრთხეს, ფანატიზმი კი თავისთავად ექსტრემისტულია.

გამახსენდა, შარშან 17 მაისს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პატარა ბიჭმა როგორ გამოიჭირა და დაარტყა სიტყვით გამომსვლელ გეი ბიჭს. ცხადია, კანონი ერთნაირი ვერ იქნება მჩაგვრელისა და ჩაგრულის მიმართ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის ახალგაზრდა მოძალადეც ჩვენი „იმამის“ მსხვერპლია, ისევე როგორც დარდენების აჰმედი, რომელიც მისი მასწავლებლის მოკვლას ცდილობს განსხვავებული შეხედულებების გამო.

ასე რომ, ჟან-პიერ და ლუკ დარდენების ფილმი „ყმაწვილი აჰმედი“ არა ისლამის, არამედ ნებისმიერი ფანატიკური, ექსტრემისტული იდეოლოგიის კრიტიკაა და არა ერთი კონკრეტული სასულიერო პირის თუ რელიგიის.

დარდენების გმირები რომ კათოლიკური სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ, ან სხვა ნებისმიერი ქრისტიანული თემის, მათი ფილმი დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდა სახლში მესამე ოქროს პალმით, რომელსაც დამსახურებულად მიიღებდა.


რეკომენდებული სტატიები
პედრო ალმოდოვარის ტკივილი, რომელიც დიდებაზე მეტია

პედრო ალმოდოვარის ტკივილი, რომელიც დიდებაზე მეტია

პედრო ალმოდოვარის ტკივილი, რომელიც დიდებაზე მეტია
დაბნეული, გახარებული და ასევე ცრემლიანი თვალებით ალმოდოვარი დადიოდა, ეხუტებოდა და კოცნიდა ყველას მის გარშემო. ეს სცენა ისეთივე გულის შემძვრელი იყო, როგორც თავად ფილმი
22 მაისი დილიდან 
Play Video

22 მაისი დილიდან 

22 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! ისევ კანის, კერძოდ კი ლევან აკინის ფილმის, And Then We Danced-ის გარშემო ვტრიალებთ. თანაც, იდეალური ამბები გვაქვს! ანტონიო ბანდერასის, უილიამ დეფოს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსა და სხვა ლეგენდარული მსახიობების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების გვერდით, კანის 15 ყველაზე დიდ ვარსკვლავთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც დაასახელეს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.