fbpx

22 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

ისევ კანის, კერძოდ კი ლევან აკინის ფილმის, And Then We Danced-ის გარშემო ვტრიალებთ. თანაც, იდეალური ამბები გვაქვს! ანტონიო ბანდერასის, უილიამ დეფოს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსა და სხვა ლეგენდარული მსახიობების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების გვერდით, კანის 15 ყველაზე დიდ ვარსკვლავთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც დაასახელეს.

 

ლევან გელბახიანი ამერიკულმა ჟურნალმა კანის ყველაზე ნიჭიერ 15 ვარსკვლავს შორის დაასახელა

ამერიკულმა გამოცემა W Magazine-მა 2019 წლის კანის კინოფესტივალის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავები დაასახელა. უილიამ დეფოს, ანტონიო ბანდერასს, ბრაის დალას ჰოვარდს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, ბილ მიურეისა და რობერტ პატინსონს შორის კი ლევან აკინის ფილმის – And Then We Danced-ის ვარსკვლავი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

წყარო: https://www.wmagazine.com

 

ვუდი ალენის ფილმი ეკრანზე არ გამოვა, თუმცა რეჟისორმა ტრეილერი მაინც გაავრცელა.

Rainy Day trailer

The official trailer for "A Rainy Day in New York".

Gepostet von Woody Allen am Freitag, 17. Mai 2019

 

ფილმში მთავარ როლებს სელენა გომეზი, ტიმოთი შალამე,  ჯუდ ლოუ და ელ ფენინგი ასრულებენ. ფილმის გამოშვებაზე შეფერხებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალენის წარსულიდან სექსუალური ძალადობის ამბავი პრესაში ისევ გავრცელდა.

წყარო: https://www.facebook.com

 

“სამეფო კარის თამაშების” დასრულებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

No photo description available.

სამინისტრომ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ვესტეროსში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასასრულს მიესალმება. გარდა ამისა, ისინი ბრანის ახალ მეფედ არჩევას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს სამეფოს გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

წყარო: https://www.facebook.com/

 

კანის კინოფესტივალზე არგენტინული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა, რომლის დროსაც აბორტის ლეგალიზაციის მოთხოვნით ათობით ქალმა წითელ ხალიჩაზე გაიარა

ქალებს, რომელთა შორის ფილმის რეჟისორი და ასევე სხვა აქტივისტები იყვნენ, მწვანე ყელსახვევები ეჭირათ. ხუან სოლანასის ფილმი Let It Be Law არგენტინაში აბორტის ლეგალიზაციისთვის ბრძოლას ასახავს.

გასულ წელს არგენტინის სენატმა აბორტის ლეგალიზების კანონპროექტი ჩააგდო, რასაც ბუენოს-აირესის ქუჩებში დემონსტრაციით შეხვდნენ. მწვანე ყელსახვევები მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. კანონპროექტის მეორე მოსმენა 28 მაისსაა ჩანიშნული.

წყარო: https://www.bbc.com/

 

დედოფალი ელიზაბეტ მეორე სოციალური მედიის მენეჯერს ეძებს.

Queen Elizabeth II is the longest-reigning monarch in British history.

ვაკანსიაზე დასაქმებული ადამიანი საერთაშორისო ვიზიტებს გააშუქებს, სტატიებს დაწერს და სოციალური მედიის არხებს მართავს. რაც შეეხება ანაზღაურებას, სამეფო ოჯახი მზადაა, 38 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადოს.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ქართველმა მოსწავლეებმა  Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვეს

არიზონას შტატის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსზე, Intel-ISEF-ზე, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის და სპეციალური ჯილდოს – SPIE – Optics and Photonics Special Award-ის მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები –  შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული-სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, “ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელები – სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე.

გამარჯვებულმა მოსწავლეებმა  საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს  პროექტი „Health care – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა“.

 

არკადონე” გიწვევთ უნიკალური ხელნაკეთი ავეჯისა და აქსესუარების შოურუმის გახსნა-პრეზენტაციაზე.

No photo description available.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
21 მაისი დილიდან
Play Video

21 მაისი დილიდან

21 მაისი დილიდან
#მაჩვენესიყვარული - სოუ ფესტივალი მეგობარ არტისტებთან და ორგანიზაციებთან ერთად მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობას, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებსა და აქტივისტებს
20 მაისი დილიდან 
Play Video

20 მაისი დილიდან 

20 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! რამდენიმე საათის წინ ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალი “სამეფო კარის თამაშები” დასრულდა და სამუდამოდ დაემშვიდობა მაყურებელს. ახლა სამყარო GOT-ის პრიქველების მოლოდინშია. მანამდე კი გაგვიზიარეთ თქვენი შთბეჭდილებები შოუს ფინალთან დაკავშირებით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.