22 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
ტრადიციას არ ვუღალატებთ და დილიდან კარგ ამბავს შეგატყობინებთ — ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი რომანისთვის “ამ რომანში ყველა კვდება” ევროპული ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა.

რომანისთვის “ამ რომანში ყველა კვდება” მას ჯილდოდ 5000 ევროს გადასცემენ. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ბექა ადამაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. გარდა ნაწარმოებების შექმნისა, ის კრეატიულ დირექტორად მუშაობს ლივინგსტონში – ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეკლამო კომპანიაში, რომელიც ევროპაში დაფასებული ბრენდია.
“უცნაური ამბები” მესამე სეზონით 2019 წლის 4 ივლისს დაბრუნდება. ახალ სეზონში მოქმედება 1985 წლის ზაფხულში კვლავ ინდიანაში ხდება. მესამე ნაწილის სლოგანია “ერთი ზაფხული ყველაფერს ცვლის” და როგორც შოუს შემქმნელები ამბობენ, წინ კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული ამბები გველოდება.
წყარო: https://www.youtube.com
კანში ტარანტინოს ფილმის პრემიერის პარალელურად, Once Upon A Time In Hollywood-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა.
ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი და ალ პაჩინო ასრულებენ. “ერთხელ ჰოლივუდში” კინოთეატრებში 26 ივლისს გამოდის.
წყარო: https://www.youtube.com/

ადრე დამზადებული ტანსაცმელი კი, რომელშიც ნატურალური ბეწვია გამოყენებული, ისევ გაიყიდება. “წარმოებაში ცხოველების ბეწვის გამოყენების აკრძალვა კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ დიზაინი უფრო კრეატიული გახადოს და მოთხოვნა ეთიკურ მოდელებზე გაზარდოს”, – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი.
წყარო: https://www.bbc.com/

29 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით თბილისი მეცხრედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს. “ოქროს პეპელა” 2011 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია აღმოაჩინოს, წაახალისოს და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება, გამარჯვებულები კი საერთაშორისო კინოფორუმებსა და ფესტივალებზე წარადგინოს. წელს „ოქროს პეპელაში“ რეკორდულად ბევრი უცხოური ფილმი მონაწილეობს. ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იქნება 92 ფილმი – 47 უცხოური და 45 ქართული.

ორი მათგანი 2010, ერთი კი 2014 წლით თარიღდება. ანდერძის თანახმად, არეტამ ერთ-ერთი სახლი ვაჟს, 49 წლის კიკალფს დაუტოვა. ის ასევე თავის ძმასთან, 62 წლის ედვარდთან ერთად მომღერლის ყოველთვიური შემოსავლის ნაწილსაც მიიღებს. რაც შეეხება არტისტის ფულად ქონებას, კიკალფსა და ედვარდს წილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერგებათ, თუ ბიზნეს-ადმინისტრირების დიპლომებს მიიღებენ. მუსიკოსი მათ სწავლის დაფინანსებასაც დაჰპირდა.
წყარო: https://www.nbcnews.com/

მომავალ სერიალში მოქმედება პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მოვლენებამდე 3000 წლით ადრე განვითარდება. ტოლკინის ლეგენდარიუმში ამ პერიოდს მეორე ეპოქა ეწოდება, სწორედ ამ წლებში გამოიჭედა მთავარი ბეჭედი, რომელიც ათასობით წლის მერე ჰობიტ ბილბო ბეგინსს ჩაუვარდა ხელში.
წყარო: https://www.indiewire.com/