fbpx

23 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

ტრადიციას არ ვუღალატებთ და დილიდან კარგ ამბავს შეგატყობინებთ — ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი რომანისთვის “ამ რომანში ყველა კვდება” ევროპული ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა.

 

მწერალი ბექა ადამაშვილი ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა

რომანისთვის “ამ რომანში ყველა კვდება” მას ჯილდოდ 5000 ევროს გადასცემენ. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ბექა ადამაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. გარდა ნაწარმოებების შექმნისა, ის კრეატიულ დირექტორად მუშაობს ლივინგსტონში – ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეკლამო კომპანიაში, რომელიც ევროპაში დაფასებული ბრენდია.

 

ნახეთ Stranger Things-ის მესამე სეზონის ტრეილერი

 “უცნაური ამბები” მესამე სეზონით 2019 წლის 4 ივლისს დაბრუნდება. ახალ სეზონში მოქმედება 1985 წლის ზაფხულში კვლავ ინდიანაში ხდება. მესამე ნაწილის სლოგანია “ერთი ზაფხული ყველაფერს ცვლის” და როგორც შოუს შემქმნელები ამბობენ, წინ კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული ამბები გველოდება.

წყარო: https://www.youtube.com

 

 

კანში ტარანტინოს ფილმის პრემიერის პარალელურად, Once Upon A Time In Hollywood-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა.

ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი და ალ პაჩინო ასრულებენ. “ერთხელ ჰოლივუდში” კინოთეატრებში 26 ივლისს გამოდის.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მოდის სახლი Prada 2020 წლიდან ცხოველების ბეწვს აღარ გამოიყენებს

ourists and Milanese walk past luxury fashion shop Prada in the Vittorio Emanuele II luxury Gallery in the center of Milan

ადრე დამზადებული ტანსაცმელი კი,  რომელშიც ნატურალური ბეწვია გამოყენებული, ისევ გაიყიდება. “წარმოებაში ცხოველების ბეწვის გამოყენების აკრძალვა კომპანიას  საშუალებას მისცემს, რომ დიზაინი უფრო კრეატიული გახადოს და მოთხოვნა ეთიკურ მოდელებზე გაზარდოს”, – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი.

წყარო: https://www.bbc.com/

 

თბილისში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ გაიმართება

29 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით თბილისი მეცხრედ უმასპინძლებს საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს.  “ოქროს პეპელა” 2011 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია აღმოაჩინოს, წაახალისოს და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება,  გამარჯვებულები კი საერთაშორისო კინოფორუმებსა და ფესტივალებზე წარადგინოს. წელს „ოქროს პეპელაში“ რეკორდულად ბევრი უცხოური ფილმი მონაწილეობს. ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იქნება 92 ფილმი – 47 უცხოური და 45 ქართული.

 

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, არეტა ფრანკლინის სახლში სამი ხელნაწერი ანდერძი იპოვეს

ორი მათგანი 2010, ერთი კი 2014 წლით თარიღდება. ანდერძის თანახმად, არეტამ ერთ-ერთი სახლი ვაჟს, 49 წლის კიკალფს დაუტოვა. ის ასევე თავის ძმასთან, 62 წლის ედვარდთან ერთად მომღერლის ყოველთვიური შემოსავლის ნაწილსაც მიიღებს. რაც შეეხება არტისტის ფულად ქონებას, კიკალფსა და ედვარდს წილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერგებათ, თუ ბიზნეს-ადმინისტრირების დიპლომებს მიიღებენ. მუსიკოსი მათ სწავლის დაფინანსებასაც დაჰპირდა.

წყარო: https://www.nbcnews.com/

 

“ბეჭდების მბრძანებლის” სერიალს კონსულტანტად GOT-ის სცენარისტი ეყოლება

No Merchandising. Editorial Use Only. No Book Cover Usage.Mandatory Credit: Photo by Pierre Vinet/New Line Cinema/Kobal/REX/Shutterstock (5885769y)Viggo MortensenThe Lord Of The Rings - The Return Of The King - 2003Director: Peter JacksonNew Line CinemaUSAScene StillGamesSeigneur Des Anneaux: Le Retour Du Roi, Le

მომავალ სერიალში მოქმედება პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მოვლენებამდე 3000 წლით ადრე განვითარდება. ტოლკინის ლეგენდარიუმში ამ პერიოდს მეორე ეპოქა ეწოდება, სწორედ ამ წლებში გამოიჭედა მთავარი ბეჭედი, რომელიც ათასობით წლის მერე ჰობიტ ბილბო ბეგინსს ჩაუვარდა ხელში.

წყარო: https://www.indiewire.com/


რეკომენდებული სტატიები
22 მაისი დილიდან 
Play Video

22 მაისი დილიდან 

22 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! ისევ კანის, კერძოდ კი ლევან აკინის ფილმის, And Then We Danced-ის გარშემო ვტრიალებთ. თანაც, იდეალური ამბები გვაქვს! ანტონიო ბანდერასის, უილიამ დეფოს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსა და სხვა ლეგენდარული მსახიობების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების გვერდით, კანის 15 ყველაზე დიდ ვარსკვლავთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც დაასახელეს.
21 მაისი დილიდან
Play Video

21 მაისი დილიდან

21 მაისი დილიდან
#მაჩვენესიყვარული - სოუ ფესტივალი მეგობარ არტისტებთან და ორგანიზაციებთან ერთად მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლ ახალგაზრდულ მოძრაობას, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებსა და აქტივისტებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.