fbpx

ცნობილი მხატვრების სამუშაო ინტერიერები


გააზიარე სტატია

 

ვიზუალური ხელოვნების ისტორიაში მრავლადაა ნამუშევრები, რომლებზეც ცნობილი არტისტები თავიანთი საცხოვრებლის ან სამუშაო სტუდიის ინტერიერს ხატავდნენ. მაგალითად, ანრი მატისის „წითელი სტუდია“ (1911), რომელიც მისი ცნობილი ნახატებითაა სავსე.

 

 

გარდა იმისა, რომ მატისი საკუთარი შემოქმედების ერთგვარ კურატორად მოგვევლინა, მან თავისი სამუშაო გარემოს შესახებაც მოგვითხრო. შესაბამისად, მსგავსი შინაარსის ნახატები, გარდა მათი მხატვრული ღირებულებისა, ერთგვარი ვიზუალური დღიურებიცაა, ისტორიული ჩანაწერები, რომელთა დახმარებითაც არტისტები საკუთარ ბიოგრაფიულ დეტალებს გვიზიარებენ.

კრეატიულმა სააგენტო NeoMam-მა ცნობილი მხატვრების საცხოვრებელი ოთახებისა და სტუდიების კომპიუტერული მოდელები შექმნა.

 

  • „საძინებელი არლიში“, ვინსენტ ვან გოგი. 1888. როგორც ავტორი ამბობდა, „ოთახი სიმშვიდისა და უშფოთველი მოსვენებისთვის“

 

  • „მზის ციალი“, გრანტ ვუდი. 1928. „ამერიკული გოთიკის“ მსგავსად, ამ ნამუშევარშიც აიოვას სოფლის მელანქოლია და პასტორალური სიმშვიდე იგრძნობა.

 

 

  • „ინტერიერი (ჩემი სასადილო ოთახი)“, ვასილი კანდისკი. 1909. მხატვარმა ნამუშევარი იმ პერიოდში შექმნა, როცა საკუთარ ხელწერას ფიგურატიულიდან აბსტრაქტული გამოხატულების ფორმებისკენ ავითარებდა, იკვლევდა ფორმებს, ფერსა და ფაქტურას.

 

 

 

  • „რუსული ინტერიერი“, კონსტანტინე კოროვინი. 1913. ვარდისფერი და ჩალისფერი ტონები ოთახში სიმყუდროვის, სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნის.

 

 

 

  • „ინტერიერი ნახატებით“, როი ლიხტენშტეინი. 1991. ნახატი სერიიდან „ინტერიერები“.

 

 

 

  • „იმპერატორის მეუღლის, ალექსანდრა ფიოდოროვნას სასტუმრო ოთახი“, ედუარდ გაუ. 1835. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლის მისაღები ოთახი და ძვირფასი ნივთები მხატვარმა ფოტორეალისტური სიზუსტით ასახა.

 


რეკომენდებული სტატიები
გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში
Play Video

გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში

გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში
„შუქის სახელოსნომ“140 ლაზერული ვიდეო-პროექტორის დახმარებითა და კლასიკური მუსიკის თანხლებით, კლიმტისა და მისი თანამოაზრე გრაფიკოსის, ეგონ შილეს ნახატები გააცოცხლა.
ცნობილი კინორეჟისორების მხატვრობა

ცნობილი კინორეჟისორების მხატვრობა

ცნობილი კინორეჟისორების მხატვრობა
ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებს, როგორებიც არიან დევიდ ლინჩი, პიტერ გრინუეი, ტერი გილიამი, მიქელანჯელო ანტონიონი და აკირა კუროსავა, ცნობილი კინოფილმების გარდა, ხატვისადმი ვნებაც აერთიანებთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.