ცნობილი კინორეჟისორების მხატვრობა


გააზიარე სტატია

 

ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებს, როგორებიც არიან დევიდ ლინჩი, პიტერ გრინუეი, ტერი გილიამი, მიქელანჯელო ანტონიონი და აკირა კუროსავა, ცნობილი კინოფილმების გარდა, ხატვისადმი ვნებაც აერთიანებთ. ქვემოთ შეგიძლიათ მათ ნამუშევრებს გაეცნოთ.

 

დევიდ ლინჩი

1965 წლიდან დევიდ ლინჩი ფილადელფიაში, პენსილვანიის ხელოვნების აკადემიაში მხატვრობას, ქანდაკებასა და ფოტოგრაფიას სწავლობდა.

 

 

ლინჩი ავსტრიელი მხატვრის, ოსკარ კოკოშკას შემოქმედებით იყო მოხიბლული, ამავე დროს საყვარელ არტისტებად ფრენსის ბეკონსა და ედვარდ ჰოპერს ასახელებდა. მათი გავლენა აისახა როგორც ლინჩის ნახატებში, ასევე მის თითქმის ყველა ფილმში.

დევიდ ლინჩის პირველი პერსონალური გამოფენა 2015 წელს პენსილვანიის აკადემიაში გაიმართა.

 

  • დევიდ ლინჩი. I Burn Pinecone and Throw In Your House, 2009

 

  • დევიდ ლინჩი. Rock with Seven Eyes, 1996

 

  • დევიდ ლინჩი. Man With Thought, 2009

 

  • დევიდ ლინჩი. Woman’s Dream, 2013

 

პიტერ გრინუეი

პიტერ გრინუეი ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა ევროპული მხატვრობით და თავადაც სწავლობდა ხატვას. 14-15 წლის ასაკში ის პეიზაჟების ხატვამ გაიტაცა. 1960 წელს მან უოლტმესტოუს ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, სადაც 4 წელი ეუფლებოდა განათლებას.

პიტერ გრინუეი საკუთარი ფილმებისთვისაც აკეთებდა ჩანახატებს. რეჟისორი ინსპირაციის წყაროდ კარავაჯოს, რემბრანდტისა და ვერმეერის ნამუშევრებს ასახელებდა.

 

  • პიტერ გრინუეი. Four Rough Seas, 2009

 

  • პიტერ გრინუეი. After the New Flood – Dark Continents, 2009

 

  • პიტერ გრინუეი. After the New Flood – Measuring 2, 2010 | After the New Flood – Gardens Site, 2010

 

  • პიტერ გრინუეი. Shell Grid ABC 123, 2010

 

  • პიტერ გრინუეი. Chernobyl 1986, 2011

 

  • პიტერ გრინუეი. Ocean Floor Camouflage, 2011

 

ტერი გილიამი

ტერი გილიამი განათლებით პოლიტოლოგია, თუმცა, არც ერთი დღე თავისი პროფესიით არ უმუშავია. სწავლის დროს რომ არ მოეწყინა, სამოყვარულო იუმორისტულ ჟურნალს გამოსცემდა ილუსტრაციებით. მოგვიანებით კი მხატვარ-ანიმატორობა დაიწყო და „მონტი პაიტონის“ სერიალს აფორმებდა აბსურდული გამოსახულებებით.

 

 

მიქელანჯელო ანტონიონი

მიქელანჯელო ანტონიონის მხატვრობაში აკადემიური განათლება არ მიუღია. საყვარელ მხატვრებად მარკ როტკოსა და კოლდ მონეს ასახელებდა.

 

  • მიქელანჯელო ანტონიონი. Divisi dal nero, 2005

 

  • მიქელანჯელო ანტონიონი. Quartieri visti dall’alto, 2003

 

  • მიქელანჯელო ანტონიონი. Attraverso le porte, 2004

 

  • მიქელანჯელო ანტონიონი. Le montagne incantate nr. 58

 

აკირა კუროსავა

იაპონელი რეჟისორი კინემატოგრაფიაში მხატვრობიდან მოვიდა. ხატვა ბავშვობაში დაიწყო და მომავალსაც ამ სფეროში ხედავდა. 14 წლის ასაკში კუროსავა დასავლური ხელოვნების სკოლაში, Doshusha-ში ჩაირიცხა და სწავლის გაგრძელებას ტოკიოს სამხატვრო სკოლაში აპირებდა, თუმცა არ მიიღეს. მიუხედავად იმედგაცრუებისა, მან ხატვა მაინც განაგრძო და სულ მალე მისი ნამუშევარი „სეიბიცუ“ ნიკატენის პრესტიჟულ გამოფენაზე მოხვდა.

რეჟისორს ხატვა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. მისი ნახატები, გრაფიკული ნამუშევრები მრავალ პრესტიჟულ მუზეუმში გამოიფინა მსოფლიოს მასშტაბით და გამოიცა რამდენიმე ალბომიც.

 

  • აკირა კუროსავა. Kuroswava’s Dreams, 1990

 

  • აკირა კუროსავა. Kuroswava’s Dreams, 1990

 

  • აკირა კუროსავა. Kagemusha, 1980

 

  • აკირა კუროსავა. Kagemusha, 1980

 

  • აკირა კუროსავა. Ran, 1985

 

  • აკირა კუროსავა. Rhapsody in August, 1991

 


რეკომენდებული სტატიები
5 გზა მალევიჩის "შავი კვადრატის" გასაცნობად

5 გზა მალევიჩის "შავი კვადრატის" გასაცნობად

5 გზა მალევიჩის "შავი კვადრატის" გასაცნობად
“შავი კვადრატის” ადგილი მის პირველ გამოფენაზე სიმბოლური აღმოჩნდა - ის ორ კედელს შორის, ზედა კუთხესთან იყო დამაგრებული. რუსულ ოჯახებში სწორედ აღნიშნულ ადგილას ეკიდათ მთავარი, ოჯახის მფარველი ხატები
რუსეთი სენტიმენტების გარეშე: ვასილი შულჟენკოს მხატვრობა

რუსეთი სენტიმენტების გარეშე: ვასილი შულჟენკოს მხატვრობა

რუსეთი სენტიმენტების გარეშე: ვასილი შულჟენკოს მხატვრობა
ვასილი შულჟენკოს შემოქმედებისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: ზოგს ჰქონია, რომ არტისტს კარგად ესმის „რუსული სულის“, ბევრი კი ფიქრობს, რომ მას რუსები სძულს
უცნობი აღმოსავლური ხელოვნების კოლექცია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში

უცნობი აღმოსავლური ხელოვნების კოლექცია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში

უცნობი აღმოსავლური ხელოვნების კოლექცია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში
რა ხდის ამ კოლექციას დღესაც განსაკუთრებულს და გამორჩეულს? ალბათ ის, რაც ისევ განხილვის საგნად რჩება - ხელოვნების სოციალური როლი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.