31 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დილიდანვე კარგ ხასიათზე რომ დადგეთ, აუცილებლად უნდა ნახოთ დღის ვიდეო, რომელშიც შეუდარებელი ნიკოლ კიდმანი ქმართან, კიტ ურბანთან ერთად მღერის.
დღის ვიდეო: ნიკოლ კიდმანი ქმართან, კიტ ურბანთან ერთად მღერის.
View this post on Instagram
წყარო: https://www.instagram.com/
დღეს The New Generation Music Festival იხსნება
ნახეთ თეო ჯორბენაძის გადაღებული ვიდეოს სრული ვერსია, რომლის ფრაგმენტებმაც ორი დღის წინ სოციალური ქსელი დაიპყრო. ანიტა რაჭველიშვილის “კარმენი” თბილისის მეტროში თეა დარჩიასთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად – ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსების ფესტივალის მხარდასაჭერად. ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt და ფონდი „იავნანა“ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ახალი თაობის მუსიკოსების ფესტივალს – The New Generation Music Festival.
წყარო: https://www.youtube.com/
Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, ბოთლის თავსახურის ფორმის საყურეები შექმნა
აქსესუარების ფასი 400 ევრომდე მერყეობს. ფასდაკლებით კი საყურის შეძენა 195 ევროდაა შესაძლებელი. როგორც პროდუქციის აღწერაში ვკითხულობთ, ყოველდღიური ნივთების ფუფუნების საგნებად ქცევა დემნა გვასალიას ხელმძღვანელობის პერიოდში პარიზული მოდის სახლის დნმ-ად იქცა.
წყარო: https://www.mytheresa.com
საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის პერსონალურ გამოფენას „ნული“
“ხატვის პროცესი 2017 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისამდე მთლიანად დამყარებული იყო მოულოდნელობებზე. ამ მოულოდნელობებს განაპირობებდა მეთოდი და გამოყენებული საღებავი (აკვარელი). შედეგს ნამუშევრის დამთავრებისთანავე ვერ ვხედავდი. მხოლოდ მეორე დღეს შემეძლო მისი სრულყოფილად დათვალიერება. არ ვიცოდი დღე-ღამის განმავლობაში როგორ გაშრებოდა, რა სიურპრიზს შემომთავაზებდა ტილოზე საღებავში დიდი რაოდენობით გამოყენებული წყალი. ჩემი მდგომარეობა ცოტათი იმ ადამიანის მდგომარეობას ჰგავდა, რომელიც დილით ელოდება მნიშვნელოვან სატელეფონო ზარს… ყოველი შემდეგი დღე იწყებოდა იგივე მოლოდინით და იმავე წერტილიდან – ნულიდან.” – ვახო ბუღაძე.
წყარო: https://www.facebook.com/
გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ცუდი ხალხი” Palm Springs-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას
ფილმის ჩვენება საკონკურსო პროგრამაში 22 ივნისს გაიმართება. “ცუდი ხალხი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: გია 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეა. იგი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, რომ მონატრებული მეგობარი ახლა მისი მტერია.
Palm Springs-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა ჩრდილოეთ ამერიკაში.
წყარო: http://beta.gnfc.ge
საავტორო კინოს ბათუმის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი
15-22 სექტემბერს გაიმართება
ბიაფზე წელსაც ტრადიციულად აჩვენებენ საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმებს. წარმოდგენილი იქნება 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30-35 ქვეყნიდან. საკონკურსო ნაწილი სექციებად გაიმართება. დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოპები. ფილმებს ძირითადად კინოთეატრ “აპოლოში” უჩვენებენ.
3 სექტემბერს კინოეკრანებზე ჯონ კროულის ახალ ფილმი The Goldfinch გამოვა
სურათში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, სარა პოლსონი და ანსელ ელგორტი ასრულებენ. კროულის ახალ დრამაში ასევე ვიხილავთ Stranger Things-ის ვარსკვლავს, ფინ ვოლფჰარდს, დენის ოჰარას და სხვა მსახიობებს.
ფილმის სიუჟეტი ერთი ბიჭის ტრაგიკული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დედაც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში აფეთქებას ემსხვერპლება.
წყარო: https://www.youtube.com