fbpx

4 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს გადავწყვიტეთ ის ადამიანები გაგვეხარებინა, ვისაც “სამეფო კარის თამაშები” უყვარს და ენატრება. ამიტომ გაცნობებთ, რომ ნეტფლიქსის ახალი შოუ The Witcher, რომელსაც GOT-ის ჩანაცვლებას უწინასწარმეტყველებენ, დეკემბერში გამოვა და ვნახოთ, იქნებ მართლაც მოვახერხოთ ყურადღების გადატანა ჯონ სნოუდან გერალტ რივიელზე.

 

Netflix-ზე The Witcher-ის პრემიერა დეკემბერში შედგება

ანჯეი საპკოვსკის ლეგენდარული ფენტეზის – “მხედვარის” ეკრანიზაციაში გერალტის როლს სუპერმენის ვარსკვლავი ჰენრი კავილი ასრულებს. პროექტზე მომუშავე ერთ-ერთმა ვიზუალური ეფექტების არტისტმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ფენტეზის მოყვარულებს სერიალის გამოსვლის არაზუსტი თარიღი ამცნო. ავტორის თქმით, “მხედვარის” პირველ სეზონს მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ველოდოთ.

წყარო: https://www.gamereactor.eu/

 

კიანუ რივზმა შესაძლოა მარველის ფილმში ითამაშოს

კიანუ რივზს მოლაპარაკებები აქვს სტუდია მარველთან და კომპანიის ახალ პროექტში,  Eternals-ში აპირებს მონაწილეობას. როგორც ამბობენ, შეთანხმება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა პროდიუსერებს სურთ კიანუ რივზის პროექტში ჩართვა.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ანჯელინა ჯოლისაც ვიხილავთ. მარველის სამყაროში სელესტიალებმა დედამიწის მოსახლეობის მცირე ჯგუფზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და მათ კოსმოსური ძალის ნაწილი უბოძეს. სწორედ ეს ადამიანები გახდნენ ეთერნალები – ჩვენი პლანეტის დამცველები.

წყარო: https://screenrant.com

 

ტრეილერი: მეთ დეიმონი და კრისტიან ბეილი Ford v Ferrari-ში მთავარ როლებს ასრულებენ

ფილმის სიუჟეტი 1966 წელს ვითარდება – ამერიკელი ენთუზიასტები ცდილობენ Ford-ის მარკის მანქანა შექმნან, რომელიც რბოლებში გაბატონებულ Ferrari-ზე უკეთესი აღმოჩნდება. ინჟინერთა ჯგუფს მეთ დეიმონის პერსონაჟი ხელმძღვანელობს, ხოლო ბრიტანელ მრბოლელს, რომელმაც ახალი მოდელით უნდა გაიმარჯვოს, კრისტიან ბეილი. ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს არის დაგეგმილი.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ამერიკელი რეპერი  Jay-Z ოფიციალურად მილიარდელია

Jay-Z "On the Run II" Tour Opener - Cardiff

ის პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტია, რომლის ქონებაც მილიარდს აღწევს. ჯეი-ზი ფლობს დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას, მისი სიმდიდრე მოიცავს არტ კოლექციებსაც და ასევე Tidal-ის და Roc Nation-ის  მუსიკალურ ბიზნესს.

წყარო: https://www.forbes.com/

 

ამერიკის კინოაკადემიამ იმ ხელოვანების სია გაასაჯაროვა, ვისაც წლის ბოლოს სპეციალურად გამართულ მიღებაზე საპატიო ოსკარს გადასცემენ

აკადემიის სიაში წელს რეჟისორი დეივიდ ლინჩი, მსახიობი ჯინა დევისი, რეჟისორი ლინა ვერტმიულერი და მსახიობი უეს სტუდი მოხვდნენ. კინოაკადემიის ამ საპატიო ჯილდოებს სპეციალურად შერჩეული დამოუკიდებელი საბჭო გასცემს და მასში აკადემიის 4 ათასზე მეტი წევრიდან არც ერთი შედის.

წყარო: https://www.indiewire.com/

 

Netflix-მა “ქაღალდის სახლის” ახალი სეზონის ტრეილერი გაავრცელა.

სერიალი 19 ივლისს გამოვა და ძარცვის ახალი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
3 ივნისი დილიდან 
Play Video

3 ივნისი დილიდან 

3 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს 3 ივნისია და  HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის - Chernobyl-ის ფინალური სერიის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო გვაშორებს. თუმცა, სანამ მეხუთე ეპიზოდს ვნახავთ, გთავაზობთ ტიზერს, რომელიც დასკვნითი ნაწილისადმი მოლოდინს კიდევ უფრო გაგიზრდით. 
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება
თბილისში  20-დან 22 ივნისის ჩათვლით ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ჩვენს რეგიონში უპრეცედენტო, საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები Impact Hub Tbilisi და Coda Story არიან.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.