მსოფლიოს 220 ქალაქის, მათ შორის თბილისის მეტროს სისტემების შედარება გრაფიკულად


გააზიარე სტატია



ამერიკელი გრაფიკული დიზაინერის, პიტერ დოვაკის ერთ-ერთი ჰობი საქალაქო სატრანსპორტო სისტემებია. ის ქმნის ფერად დიზაინერულ გამოსახულებებს, რომლებიც სატრანსპორტო სისტემებს ბევრად უფრო გასაგები ენით გადმოსცემს და  ხალხს საშუალებას აძლევს უკეთ გაერკვეს სამარშრუტო სქემებში.

 

დოვაკის ერთ-ერთი ბოლო პროექტია “220 მინი მეტრო” – პატარა გრაფიკული გამოსახულებები მსოფლიოს 220 ქალაქის მეტროსა და მსუბუქი სალიანდაგო სამგზავრო სისტემების სქემებს გვიჩვენებს.

 

 

მეტროს სისტემების მინი რუკები მომზადდა  დამახასიათებელი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც მცირე ზომის მიუხედავად, კარგად წარმოაჩენს თითოეული ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ვიზუალურ იდენტობას და ამასთან, მათი შედარების საშუალებას იძლევა, მაგალითად, ხაზების რაოდენობისა და დაფარვის ზონის მიხედვით.

 

 

წარმოდგენილი 220 ქალაქიდან  სატრანსპორტო ქსელის მასშტაბებით გამორჩეულია პეკინი, ნიუ-იორკი, პარიზი, ტოკიო და სეული.

ორიგინალი: https://www.archdaily.com


რეკომენდებული სტატიები
სტოკჰოლმის მიწისქვეშა გალერეა

სტოკჰოლმის მიწისქვეშა გალერეა

სტოკჰოლმის მიწისქვეშა გალერეა
თუკი სტოკჰოლმში მოგზაურობას გეგმავთ, აუცილებლად ჩადით მეტროში, იმოგზაურეთ სადგურიდან-სადგურზე და გაეცანით  თანამედროვე დიზაინისა და ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.