სტოკჰოლმის მიწისქვეშა გალერეა


გააზიარე სტატია

 

ევროპის  ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის,  სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი, გარდა  ქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალებისა, მისი კულტურული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.  ეს სივრცე თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს და ამბობენ კიდეც, რომ სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი  მსოფლიოში ყველაზე გრძელი გალერეაა, რომელიც 110  კმ-ს მოიცავს.

თუკი სტოკჰოლმში მოგზაურობას გეგმავთ,  აუცილებლად ჩადით მეტროში, იმოგზაურეთ სადგურიდან-სადგურზე და გაეცანით  თანამედროვე დიზაინისა და ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს.

 

ამ მიწისქვეშა სამყაროს ყველა სადგური თავისებურად განსაკუთრებული  და შინაარსობრივად დატვირთულია.

View this post on Instagram

T Centralen, Stockholm, February 2019

A post shared by Sam Rook (@rooktravels) on

 

T-Centralen – სადგური სტოკჰოლმის მეტროს სამ ხაზს აერთიანებს.  გვერდით მდებარეობს რკინიგზის და ავტოსადგურები. ასე რომ, ამ წერტილიდან სტოკჰოლმის, შვედეთის და სკანდინავიის  ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ მოხვდეთ.

View this post on Instagram

Метро Стокгольма Ⓜ️ ⠀ Одним из самых удивительных метрополитенов в мире на данный момент является стокгольмское метро. ⠀ Говорят, что это самая длинная художественная галерея в мире, протяжённостью в 110 км! ⠀ Из особенностей стокгольмского метро: ⠀ Левостороннее движение ⠀ Каждая станция уникальна и рассказывает свою историю, сохраняет собственные тайны. ⠀ ⠀ Самые красивые станции: ⠀ Solna centrum — стены раскрашены в красный цвет. Kungstradgarden — оформлена в стиле «пещеры горного тролля». T-Centralen — расписана синими красками, изображениями веток деревьев(мы как раз таки были на этой станции). А Hallonbergen расписана детскими рисунками. ⠀ И вообще, как по мне, метро Стокгольма является заслуженной достопримечательностью города. ⠀ #черепашкавтрипе

A post shared by БЕГУ НАВСТРЕЧУ НЕИЗВЕСТНОСТИ (@allamarsik) on

 

Vreten – ეს სადგური კლდეშია ამოკვეთილი. მისი კედლები და ჭერი ცისფერი კუბებითაა გაწყობილი.

 

Solna centrum  – ეს სადგური ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და კონტრასტულია. სივრცე გადაწყვეტილია წითელ და მწვანე ფერებში.

View this post on Instagram

На станции с таким ярким, лесным оформлением, в какой-то момент мне очень захотелось побыть диггером😌 Но в тот же день был самолет, решил в день отлета, без знающих людей, не рисковать) Зато на этой же станции я нашёл огромного лося😏😄 . At the station with such a bright forest design, at some point I really wanted to be a digger😌 But on the same day there was a plane, I decided on the day of departure, without knowledgeable people, not to risk it) But at the same station I found a huge moose😏😄

A post shared by Николя🔥🔥🔥 (@roofinfire) on

 

Kungstradgarden მთლიანად კლდეში ნაკვეთი ფიგურებით და ქანდაკებებითაა გაფორმებული.

View this post on Instagram

#kungstradgarden #stockholm

A post shared by Patrizia Cervone (@patcer1) on

 

Radhuset  გადაწყვეტილია  პოპ-არტის სტილში. კედლები ალაგ-ალაგ  კალათებითა და ხის მასალითაა გაფორმებული, ჭერზე  კი ფეხსაცმელებია დამაგრებული.

View this post on Instagram

#tunnelbanan#rådhuset

A post shared by Elin (@elinriismark) on

 

Fridhemsplan – ეს სადგური 1975 წელს გაიხსნა და მოგზაურობის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. აქ შეგხვდებათ აფროსნული ნავები და მოგზაურობასთან დაკავშირებული  ბევრი სხვა საინტერესო დეტალი.

 

Stadshagen – ეს სადგური მთლიანად სპორტის თემასთანაა დაკავშირებული. დიდ ალუმინის „ტილოზე“ გამოსახულია სპორტის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც იცვლება იმ კუთხის შესაბამისად, რომლიდანაც მას უყურებთ.

View this post on Instagram

Same view, different station

A post shared by Efstratios (@ef.strat) on

 

VASTRAskorgen  მხატვარ სივერტ ლინდბლომის ნამუშევრებითაა გაფორმებული.

 

Sundbybergs centrum – აქ გვხვდება სახის სხვადასხვა ნაწილები, რომლებიც პირდაპირ კედლებიდან „გამოდის“.  

 

Tensta – ამ სადგურზე შეგხვდებათ  ჩიტების, ყვავილების, ცხოველების ნაირსახეობები.  კედლებზე სიტყვა „სოლიდარობა“ მსოფლიოს 18 ენაზეა დაწერილი.

 

Hallonbergen  – თუ ბავშვობა გენატრებათ, ეს ადგილი თქვენთვისაა!  

 

Stadion – ადვილი მისახვედრია, რომ  სადგური ახლოსაა ოლიმპიურ სტადიონთან. ეს სივრცე ცისფერი ფერისაა, რაც დიზაინერების ჩანაფიქრით, მშვიდობას უკავშირდება. თაღი, ცისარტყელას ფერებითაა მოხატული, რომელიც თანასწორობის სიმბოლოდ უნდა აღვიქვათ.

 

View this post on Instagram

❤️🌈🇸🇪

A post shared by Gustavo Tajo Pezzini (@gustajopezzini) on

 

Tekniska högskolan სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიღწევებს უსვამს ხაზს. ამ სადგურთან ახლოს მდებარეობს სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

View this post on Instagram

Tunnelbanekonst, station Tekniska högskolan.

A post shared by Lasse Herneklint (@lasseherneklint) on

 

Huvudsta – სადგური, რომელიც დაუსრულებელი სივრცის ასოციაციას იწვევს.

View this post on Instagram

Huvudsta 🇸🇪📸

A post shared by Anu Iyanda (@anuiyanda) on

View this post on Instagram

Huvudsta 🇸🇪📸

A post shared by Anu Iyanda (@anuiyanda) on

 

წყარო: boom.ms

 


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები

მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები
იტალიელი ფოტოგრაფი მასიმო ლისტრი მსოფლიოს გარშემო უძველესი ბიბლიოთეკების მოსანახულებლად მოგზაურობს და ის უნიკალური არქიტექტურის ნამდვილ საგანძურებს პოულობს. ალბომი „მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები თაშენის გამომცემლობამ გამოსცა.“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.