კლოდ მონეს სახლი Airbnb-ზე ქირავდება


გააზიარე სტატია

 

სახლი, სადაც ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა კლოდ მონემ თავისი ცხოვრების უკნასკნელი 40 წელი გაატარა,  ბინების გაქირავების გლობალურ ონლაინ პლატფორმა Airbnb-ზე ღამეში 300 ევროდ ქირავდება.

 

 

აგარაკი  ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის ისტორიულ ოლქში – ნორმანდიაში, სოფელ ჟივერნიში  მდებარეობს. ეს არის ძველებური საცხოვრებელი, რომელსაც ფირუზისფერი დარაბები განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. მხატვარი აქ 1883 წლიდან გარდაცვალებამდე  – 1926 წლამდე ცხოვრობდა. სწორედ ამ სახლთან გააშენა მონემ ბაღი, რომელიც მოგვიანებით თავისი ცნობილი ტილოების შთაგონების წყაროდ იქცა.

 

 

სახლს სრული რესტავრაცია 2016 წელს ჩაუტარდა.  როგორც Airbnb-ზე განთავსდებულ განცხადებაშია მითითებული,  სახლში სამი საძინებელი, 2 მისაღები ოთახი და სამი აბაზანაა. ქირის საფასური კი ერთ პერსონაზე დღე – ღამეში 277 დოლარია.


წყარო: https://www.vogue.fr/

 

 


რეკომენდებული სტატიები
კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად

კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად

კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად
ყველას, ვინც პარიზში აპირებს გამგზავრებას ან უკვე იქ იმყოფება, ვურჩევთ ერთი დღით მოწყდეს მეგაპოლისს და დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 80 კილომეტრში მიწიერ სამოთხეში აღმოჩნდეს, რომელსაც სახელად ჟივერნი ჰქვია
იშვიათი საარქივო კინოფირი ცოცხლად გვიჩვენებს მონეს, რენუარს, როდენსა და დეგას
Play Video

იშვიათი საარქივო კინოფირი ცოცხლად გვიჩვენებს მონეს, რენუარს, როდენსა და დეგას

იშვიათი საარქივო კინოფირი ცოცხლად გვიჩვენებს მონეს, რენუარს, როდენსა და დეგას
1915 წელს ახლად გამოგონილი კინოკამერით რუსული წარმოშობის ფრანგმა მსახიობმა საშა გილტრიმ კაცობრიობის რამდენიმე უდიდესი  ხელოვანი გადაიღო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.