კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად


გააზიარე სტატია

 

პარიზი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია მსოფლიოში  და მის ღირსშესანიშნაობებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება.  ელისეის მინდვრები, მონმარტრი, ტრიუმფალური თაღი, ლუვრი, ლეგენდარული  კაფე დე ფლორი – ამ ტურისტულ ადგილებს გვერდიც რომ აუაროთ, ქალაქის ქუჩებში სეირნობა და მყუდრო კაფეებში ჭიქა ღვინის შესმაც საკმარისია იმისთვის, რომ თავი აბსოლუტურად  ბედნიერად იგრძნოთ. და მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ პარიზის ქუჩებში გაჭრას არ გთავაზობთ, პირიქით – ყველას, ვინც პარიზში აპირებს გამგზავრებას ან უკვე იქ იმყოფება, ვურჩევთ  ერთი დღით მოწყდეს მეგაპოლისს და დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 80 კილომეტრში მიწიერ სამოთხეში აღმოჩნდეს, რომელსაც სახელად ჟივერნი ჰქვია.

 

 

ჟივერნი გახლავთ პატარა დასახლება, სადაც კლოდ მონემ 1883 წელს შეიძინა საკმაოდ მოზრდილი ნაკვეთი და ოჯახთან – მეუღლესა და 8 შვილთან ერთად   დასახლდა. კლოდ მონე იშვიათი გამონაკლისია იმპრესიონისტებს შორის, რომელმაც სიცოცხლეშივე პოვა აღიარება და შეძლო დიდი ხნის ოცნება აეხდინა –  საკუთარი სახლის გარშემო ბაღი გაეშენებინა.

 

 

 

 

 

მონე ბაღისთვის ყველა ყვავილს,  მცენარესა და დეტალს საკუთარი გემოვნებით არჩევდა. იგი  თავად იყო მთავარი მებაღეცა და დეკორატორიც.  მის მიერ მცენარეებისგან შექმნილი კომპოზიციები, ხელოვნური ტბორი,  ხიდები, ღობეები – არარეალურად ლამაზ სანახაობას ქმნის. საოცარია ისიც, რომ  მონეს ნახატები ამ ყველაფრის პირდაპირი ასლებია და მათ, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მისი ტილოები, რჩება შთაბეჭდილება,  რომ ეს უკვე ნანახი აქვს და აქ არაფერია უცხო. ჟივერნის ბაღი წელიწადის სხვადასხვა დროს აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა ყოველთვის ზღაპრული.

 

 

 

 

 

ჟივერნიში დღეს ძალიან ბევრი მხატვრის სახელოსნო და საცხოვრებელი სახლია და ის ერთგვარად  მხატვრების დასახლებად იქცა. აქვეა მონეს სახლ-მუზეუმიც, რომელიც ფაქტობრივად ხელშეუხებლადაა შენარჩუნებული.  

 

 

 

 

 

კლოდ მონე 40 წელი ცხოვრობდა  სახლში, სადაც მისი ტილოების უმრავლესობა დაიხატა და სადაც საკუთარი ხელით შექმნა საოცარი ბაღი.  1926 წელს იგი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით, მონე ჟივერნიში დაკრძალეს.

„ჩემი ბაღი ჩემი ყველაზე ლამაზი შედევრია!“ – კლოდ მონე

 

გთავაზობთ პარიზიდან ჟივერნიმდე მგზავრობის რამდენიმე გზას:

  • მატარებლით სარგებლობის შემთხვევაში ჟივერნიმდე მიღწევა  17-დან 26 ევრომდე დაგიჯდებათ.
  • Paris St Lazare სადგურზე ჩაჯექით   მატარებელში 1c, რომელიც   ყოველ 3 საათში გადის. 46 წუთში ჩამოხვალთ გაჩერებაზე Vernon (Eure). აქ მოგიწევთ ტრანსპორტის შეცვლა და N 250 ავტობუსზე გადაჯდომა.
  • ჩამოხვალთ გაჩერებაზე Giverny.
  • ტაქსის შეკვეთის შემთხვევაში პარიზიდან ჟივერნიმდე მგზავრობა დაახლოებით 150- 190 ევრო  დაგიჯდებათ.
  • თუ თქვენ თავად მართავთ მანქანას, პარიზიდან ჟივერნიმდე დაახლოებით ერთ საათში ჩააღწევთ და საწვავზე 8-დან 12 ევრომდე დახარჯავთ.

რეკომენდებული სტატიები
ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი
პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით, ბრესონს მისი შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს თუ სრულიად უცნობს.
ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის
პორტუგალია ტურიზმისთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია: იქნება ეს არქიტექტურა, გართობა, კლიმატი თუ კულინარიული მრავალფეროვნება, ის ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს აკმაყოფილებს
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.