fbpx

11 ივნისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან გაცნობებთ, რომ ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. გარდა ამისა, პირველები გაიგებთ, რომელი ფილმებით წარსდგება საქართველო შანხაის წლევანდელ კინოფესტივალზე.

 

ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია წარმოდგენილი.

ფოტო: http://3.bp.blogspot.com/

 

გაიცანით 6 წლის დავით თათვიძე, რომელიც  ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.

Image may contain: 1 person, smiling, sitting

“დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, – აღნიშნულია ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გაიგეთ – რომელი ფილმებით წარსდგება საქართველო წლევანდელ შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”.

რაც შეეხება სხვა ქართულ სურათებს, ფილმების კვირეული THE BELT AND ROAD ფესტივალის ფარგლებში არაერთ კინოჩვენებას უმასპინძლებს. მათ შორის იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “ჰორიზონტი”. გარდა  ამისა ფესტივალების წარმომადგენლებისა და დისტრიბუტორებისთვის კიდევ ერთი ქართული ფილმის ჩვენება შედგება – რეალური ამბავი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე დიტო ცინცაძის ფილმში “შინდისი” შანხაიში გაცოცხლდება.

ფოტო: https://m.media-amazon.com/

 

ნიუ-იორკში ავიაკატასტროფა მოხდა – ვერტმფრენი ცათამბჯენის სახურავს დაეცა და ხანძარი გაუჩნდა.

ამერიკის ფედერალური ავიაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა მფრინავი, რომელიც ბორტზე მარტო იმყოფებოდა. ცათამბჯენზე გაჩენილი ხანძრის გამო პილოციამ რამდენიმე ქუჩა გადაკეტა.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

12 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ლგბტ უფლებები საქართველოში: წარსული, აწმყო და მომავალი“

Image may contain: text

ღონისძიებას გახსნის გიგა ზედანია. დისკუსიის მოდერატორია თამარ გურჩიანი. დისკუსანტები იქნებიან ილიაუნის პროფესორები: გოგი გვახარია, ლევან ბერძენიშვილი, თამარ ცოფურაშვილი, თამარ ცხადაძე, მალხაზ სონღულაშვილი, თეო ხატიაშვილი, გიორგი მაისურაძე.

წყარო: https://www.facebook.com/

 

მაიკროსოფტმა ახალი თაობის Xbox წარადგინა.

Image result for Microsoft announces new Xbox console

ახალი კონსოლები  სპეციალურად Xbox-ისთვის დამზადებული პროცესორებით იქნება აღჭურვილი, რაც მას წინამორბედ მოდელზე ოთხჯერ უფრო ძლიერს გახდის. გარდა ამისა, ახალ კონსოლს 8k-ვიდეოფორმატის, Ray Tracing-ისა და წამში 120-მდე კადრის მხარდაჭერა ექნება.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

28 ივნისს სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართება

მხოლოდ ქართულის გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი ყველაზე მასშტაბური კონცერტისთვის ემზადება. 28 ივნისს კომპანია ბრავო რექორდსი და რუსთავი 2 სპორტის სასახლეში სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო, გრანდიოზულ კონცერტს გამართავენ.  გარდა ალბომში შესული სიმღერებისა, კონცერტზე ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიებიც შესრულდება.

ფოტო: http://www.newposts.ge/

 

ნეტფლიქსმა სერიალ Love, Death & Robots-ის მეორე სეზონი ოფიციალურად დააანონსა.

View this post on Instagram

❤️❤️☠️☠️🤖🤖 #LoveDeathandRobots

A post shared by Love Death + Robots (@lovedeathandrobots) on

წყარო: https://www.instagram.com/


რეკომენდებული სტატიები
10 ივნისი დილიდან 
Play Video

10 ივნისი დილიდან 

10 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან ბევრი კარგი, თანაც სულ საქართველოსთან დაკავშირებული ამბები უნდა გიამბოთ - მაგალითად ის, რომ ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქის ტიტული მოიპოვა და ისეთ ქალაქებს აჯობა, როგორებიცაა -  სოფია, ბაქო, ლუბლიანა და ა.შ. 
სიზმარი - ახალი მულტიმედია ინსტალაცია, რომლის ნახვასაც 13-16 ივნისს შეძლებთ
Play Video

სიზმარი - ახალი მულტიმედია ინსტალაცია, რომლის ნახვასაც 13-16 ივნისს შეძლებთ

სიზმარი - ახალი მულტიმედია ინსტალაცია, რომლის ნახვასაც 13-16 ივნისს შეძლებთ
13-16 ივნისს თბილისში, კინოსტუდიის ყოფილ პავილიონში, რამდენიმე ხელოვანის კოლაბორაციული მულტიმედია პროექტი “სიზმარი” ჩატარდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.