fbpx

10 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან ბევრი კარგი, თანაც სულ საქართველოსთან დაკავშირებული ამბები უნდა გიამბოთ – მაგალითად ის, რომ ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქის ტიტული მოიპოვა და ისეთ ქალაქებს აჯობა, როგორებიცაა –  სოფია, ბაქო, ლუბლიანა და ა.შ. 

 

ბათუმმა  ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა

პორტუგალიაში, მადეირაში გამართულ ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ World Travel Awards დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად ბათუმის კონკურენტები იყვნენ: სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი.

წყარო: https://1tv.ge/

 

ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ ათენის პრაიდზე იმღერა.

საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა თავისი ახალი სიმღერაც – Replay შეასრულა, რომლითაც ის კვიპროსს ევროვიზიაზე წარადგენდა. ღონისძიება ათენის ცენტრში, სინდაღმას მოედანზე გაიმართა.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=nVuV3uwv9qc

 

საქართველოში დიჯეი ნინა კრავიცი ჩამოდის.

კრავიცი ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის  ექოვეივსის ფარგლებში დაუკრავს. ფესტივალი ანაკლიაში 22 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

დიტო ცინცაძის ახალი ფილმის პრემიერა შანხაის კინოფესტივალზე შედგება

ფესტივალი 15-24 ივნისს გაიმართება, ქართულ ფილმს დამსწრე საზოგადოება კი მთავარ საკონკურსო პროგრამაში 22 ივნისს ნახავს. ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. ცინცაძის ახალი ფილმი თბილისსა და ჭიათურაშია გადაღებული.

ფოტო: https://primetime.ge/

 

ნახეთ:  ანსამბლ “ჩაკრულოს” პერფორმანსი ლინკოლნის მემორიალთან, ვაშინგტონში

ანსამბლი "ჩაკრულო" ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან

ანსამბლ "ჩაკრულოს" წევრებმა ლინკოლნის მემორიალთან ფლეშმობი დადგეს. ბავშვები კოსმოსის ეროვნული საზოგადოების (NSS) კონფერენციაზე არიან ჩამოსულები. ნახეთ სტატია სრულად: https://www.amerikiskhma.com/a/chakrulo-in-washington/4948318.html

Gepostet von ამერიკის ხმა am Donnerstag, 6. Juni 2019

 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ვიდეო: რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში იაპონელები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს 220 ქალაქის, მათ შორის თბილისის მეტროს სისტემების შედარება გრაფიკულად

მსოფლიოს 220 ქალაქის, მათ შორის თბილისის მეტროს სისტემების შედარება გრაფიკულად

მსოფლიოს 220 ქალაქის, მათ შორის თბილისის მეტროს სისტემების შედარება გრაფიკულად
ამერიკელი გრაფიკული დიზაინერის, პიტერ დოვაკის პროექტი “220 მინი მეტრო” მსოფლიოს ასობით ქალაქის, მათ შორის თბილისის მეტროს სქემას პაწაწინა გამოსახულებებით გაგვაცნობს
ამერიკა-მექსიკის საზღვარი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების თვალით - გასული საუკუნიდან დღემდე

ამერიკა-მექსიკის საზღვარი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების თვალით - გასული საუკუნიდან დღემდე

ამერიკა-მექსიკის საზღვარი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების თვალით - გასული საუკუნიდან დღემდე
სანამ “მექსიკის კედლის” მშენებლობის საკითხი საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე წყდება, გამყოფი ჯებირის ფენომენი დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტების კვლევისა და დაკვირვების საგანი გახდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.