fbpx

მსოფლიოს 5 განსაკუთრებული დასახლება ჰარმონიული ცხოვრებისთვის


გააზიარე სტატია

 

ჩვენი საცხოვრისი არ არის მხოლოდ სახლი, სადაც ვცხოვრობთ, არამედ ყველაფერი ის, რაც ამ სახლის გარშემო ხდება. იმას, თუ რას ვხედავთ, როდესაც სახლიდან გამოვდივართ, დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც. სწორედ ამიტომ ქალაქების, დასახლებების თუ უბნების დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

წარმოგიდგენთ მსოფლიოს რამდენიმე საინტერესო და გამორჩეულ უბანს თუ დასახლებას.

 

Usonia, ფლეზენთვილი, აშშ –  ფრენკ ლოიდ რაიტის იდეალური ამერიკული უბანი

1930-იან წლებში ლეგენდარულმა ამერიკელმა არქიტექტორმა ფრენკ ლოიდ რაიტმა ამერიკული საცხოვრისის თავისებური კონცეფცია ჩამოაყალიბა – სახლი უნდა ყოფილიყო მარტივი, ლამაზი, ხელმისაწვდომი, ეკოლოგიურად სუფთა.

სახლებისა და ზოგადად დასახლების დიზაინი კოლაბორაციული ცხოვრების წესს გულისხმობდა. დასახლებაში, სადაც ასეთი სახლები აშენდებოდა, არც ერთი მათგანი ერთმანეთის იდენტური არ უნდა ყოფილიყო. მისი ეს ხედვა 40-იანი წლების ბოლოს ნიუ-იორკიდან ერთი საათის სავალ Usonia-ში იქცა სინამდვილედ. დასახლებაში არსებული 3 სახლი რაიტის მიერ არის დაპროექტებული, დანარჩენი 44 კი მისი თანხმობით დამტკიცდა.

მიუხედავად ზოგი სახლის რენოვაციისა, ტყეში განთავსებული, ბუნებაში ჩაფლული დასახლება ინარჩუნებს იმ თავდაპირველ იდეას, რისთვისაც შეიქმნა. როგორც წესი, Usonia-ში დასახლებული ადამიანები ცხოვრების ბოლომდე იქ ცხოვრობენ.

 

Celebration, ფლორიდა, აშშ – დისნეის მიერ აშენებული დასახლება

ეს უფრო პატარა ქალაქია საკუთარი პარკებით, სკოლებით, სალოცავებით, მაღაზიებითა და რესტორნებით, ვიდრე უბრალოდ უბანი. ქალაქი  დაყოფილია “სოფლებად”, რომლებიც განსაკუთრებული არქიტექტურითაა გამორჩეული და თითოეული მათგანი ერთი შეხედვით კინოს გადასაღებ მოედანსაც კი ჰგავს.  Celebration-ს საფუძველი 1990 წელს Disney Development Company ჩაუყარა. დისნეის გავლენა თითოეულ კუთხეში იგრძნობა.

 

Västra Hamnen, მალმო, შვედეთი – ევროპის ყველაზე ინოვაციური დასახლება

შვედეთში, ქალაქ მალმოში არსებული დასახლება Västra Hamnen ევროპის ყველაზე ინოვატორული უბანია. აქ 12 000 ადამიანს შეუძლია იცხოვროს. დასახლება სერტიფიცირებულია როგორც carbon-neutral district. ის ასევე მთლიანად ინახავს თავს – მომარაგებულია ბიოგაზით და მზის ენერგიით.

ასეთი განსაკუთრებული პირობების გამო უბანი ძალიან პოპულარულია, შესაბამისად აქაური სოციალური ცხოვრებაც საკმაოდ აქტიურია – მალმოში ბევრი პარკი და ბარია. 2017 წლის მიწურულს აქ სასტუმრო Ohboy Hotell გაიხსნა, სადაც ყველა ნომერში ველოსიპედი დაგხვდებათ.

 

Nørrebro – კოპენჰაგენი, დანია – უბანი ინოვაციური დიზაინის პარკით

კოპენჰაგენი ცნობილია როგორც ველოსიპედისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქი. ამისთვის საუკეთესო უბანია Nørrebro. უბნის ცენტრში განთავსებულია პარკი Superkilen, რომელიც არტისტთა დუოს, Superflex-ის დიზაინის მიხედვითაა შექმნილი.

პარკი სამ სივრცედაა დაყოფილი – მწვანე ზონა სასეირნო ბილიკებისა და სპორტული მოედნებისთვის, შავი ზონა სოციალური და კულტურული ღონისძიებებისთვის და წითელი კი ზოგადი აქტივობებისთვის. პარკში მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარე ხარობს და  მის ტერიტორიაზე კულტურულად ღირსშესანიშნავი ნივთებია განთავსებული.

პარკის დიზაინი და მისი გაშენების ადგილი კოპენჰაგენის მერიის პროექტის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა Nørrebro ქალაქის უფრო მწვანე, საინტერესო და მიმზიდველი უბანი გამხდარიყო. პროექტმა ყველა მიზანი გაამართლა.  

 

“მწვანე ქალაქი ლისზე” – თბილისი, საქართველო – ეკოლოგიურად სუფთა უბანი  

თბილისში არსებული “მწვანე ქალაქი ლისზე” გამოირჩევა განსაკუთრებული პირობებით. პირველ რიგში, აქ ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის, მაგალითად, აუზი, სავარჯიშო დარბაზი, სივრცე ოთხფეხა მეგობრის გასასეირნებლად, უსაფრთხო სივრცე ბავშვებისთვის, სკოლები, საბავშვო ბაღი და რაც მთავარია, გამწვანებული პარკები და ლისის ტბა. აქ არსებული შენობები მსოფლიო და ადგილობრივი წამყვანი არქიტექტორების მიერ არის შექმნილი. “მწვანე ქალაქში” არსებული ეკოლოგიურად და ესთეტიკურად ჯანსაღი ატმოსფერო განსაკუთრებულია ქალაქისთვის, სადაც ასეთი ადგილები ნელ-ნელა ქრება.


რეკომენდებული სტატიები
"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა

"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა

"ლისი გრინსის" დეკორატიული მებაღეობა
სანერგე “ლისი გრინსი” ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.  ის გამოირჩევა განსაკუთრებით ხარისხიანი და მრავალფეროვანი მცენარეებით, რომელიც ექსკლუზიურად ჩამოაქვთ იტალიიდან
ლანდშაფტის დიზაინის მნიშვნელობა “ლისი დეველოპმენტის” ქალაქში

ლანდშაფტის დიზაინის მნიშვნელობა “ლისი დეველოპმენტის” ქალაქში

ლანდშაფტის დიზაინის მნიშვნელობა “ლისი დეველოპმენტის” ქალაქში
გამწვანების 80%-იანი მაჩვენებლის დანერგვით “ლისი დეველოპმენტმა”, ერთგვარი სტილი შექმნა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანის საცხოვრებელი გარემო, სადაც ის დასვენებას და ბედნიერ ცხოვრებას შეძლებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.