fbpx

18 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დილიდან გაცნობებთ, რომ ბერლინში გერმანულ ენაზე გამოიცა წიგნი პეტრე ოცხელის შესახებ, რომელშიც 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალაა შესული

 

ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის, „პეტრე ოცხელის“ პრეზენტაცია გაიმართა

სპეციალურად გამოცემისთვის ტექსტებზე მწერალმა კოტე ჯანდიერმა იმუშავა, წინასიტყვაობა კი გიორგი კალანდიას, ვლადიმერ ველმინსკის და ვადიმ ზახაროვს ეკუთვნით. წიგნში შესულია 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალა. ღონისძიება ევროპული კულტურების მუზეუმში გამომცემლობისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. პრეზენტაციას პეტრე ოცხელის შთამომავალი სალომე ოცხელი დაესწრო.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო – ღვინის სამშობლომ“ საფრანგეთში, მარსელში გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო.

ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე 144 ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37, მათ შორის „საქართველო ღვინის სამშობლო“ მოხვდა.  

ფოტო: https://www.spectable.com

 

 

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქართველი თანამედროვე ხელოვანის – გოგი მიქელაძის ნამუშევრების სოლო გამოფენას უმასპინძლებს

Image may contain: text

მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ობიექტების, ესკიზების, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 20 ივნისიდან 28 ივნისამდე შეეძლება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მომავალი მხატვრული ფილმის, „სად მიდის ლიზას“ ესკიზები. ფილმი ქართულ-აფხაზური ომის ისტორიას ეხება და მასზე მუშაობა მიმდინარეობს.

გოგი მიქელაძე 1946 წელს თბილისში დაიბადა.

წყარო: https://www.facebook.com

 

რეჟისორ მიხეილ კობახიძის ფილმებს პარიზის სინემატეკში აჩვენებენ  საიუბილეო კინოჩვენება მიხეილ კობახიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

En chemin

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლაშა ოთხმეზურის დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც, რომლის მთავარი გმირიც მიხეილ კობახიძეა.  ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის საიუბილეო საღამო 19 ივნისს გაიმართება.

წყარო: http://www.cinematheque.fr

 

ნახეთ: ტეილორ სვიფტის ახალი ვარსკვლავური კლიპი ლგბტ თემის მხარდასაჭერად

რამდენიმე საათის წინ ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი You Need To Calm Down გამოუშვა. კლიპში ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც არიან  ელენ დეჯენერესი, რაიან რეინოლდსი, ლავერნ კოქსი, ბილი პორტერი და სხვები. ამერიკელმა ვარსკვლავმა სიმღერა LGBTQ+ ჯგუფს მიუძღვნა. დაანონსებული ვარსკვლავების გარდა, კლიპის დასასრულს კეტი პერიც გამოჩნდა. მოგეხსენებათ, სვიფტისა და პერის დაპირისპირება უკვე რამდენიმე წელია განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა და სწორედ ამ კლიპით დაუსვა წერტილი ორმა მომღერალმა მათ ე.წ. ვარსკვლავურ ომს.

წყარო: https://www.youtube.com

 

ლეგენდარული კეტი ბეითსი კლინტ ისტვუდის ახალ ფილმში ითამაშებს

კლინტ ისტვუდი რეალურ ამბავზე დაფუძნებულ დრამას იღებს. რიჩარდ ჯუელი დაცვის თანამშრომელი იყო, რომელმაც ატლანტაში ოლიმპიადის მსვლელობისას სტადიონზე ბომბი აღმოაჩინა. მისმა აღმოჩენამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა გამოძიების მსვლელობისას იგი ტერორისტული აქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი თავად გახდა. ფილმში ბეიტსთან ერთად სემ როკველიც ითამაშებს.

წყარო: https://deadline.com/

 

ლინა ჰიდი ამბობს, რომ სერსეისთვის სხვაგვარი სიკვდილი სურდა

სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი, დედოფალ სერსეის როლის შემსრულებელი ლინა ჰიდი ამბობს, რომ მისი პერსონაჟის სიკვდილი სხვაგვარად წარმოედგინა და შერეული გრძნობები გაუჩნდა, როდესაც სცენარი წაიკითხა. “მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მინდოდა სხვანაირად მოვმკვდარიყავი. რა თქმა უნდა, ფიქრობ საკუთარ სიკვდილზე და ამ სერიალში უამრავი სხვადასხვა გზაა სიკვდილისთვის. ამიტომაც ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი. თუმცა ვფიქრობ, რომ შემქმნელები ყველას სურვილს ვერ დააკმაყოფილებდნენ. რაც უნდა ექნათ, ვინმე მაინც გააკრიტიკებდათ”, – ამბობს ჰიდი.

წყარო: https://www.theguardian.com/tv-and-radio/2019/jun/16/lena-headey-cersei-death-game-of-thrones-the-flood-interview

 

ნახეთ: Big Little Lies-ის ახალი სეზონის მესამე სერიის პრომო.

მესამე სერია 23 ივნისს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
17 ივნისი დილიდან 
Play Video

17 ივნისი დილიდან 

17 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გიამბობთ ამბებს კიკბოქსისტ ელენე ლოლაძეზე, რომელიც მსოფლიო თასის მფლობელი გახდა, ასევე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ  ნაკრებზე, რომელმაც მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა და იორდანიის დედოფალ რანიაზე, რომელსაც ოფიციალურ მიღებაზე ქართველი დიზაინერების სამოსი ეცვა. 
მსოფლიოს 5 განსაკუთრებული დასახლება ჰარმონიული ცხოვრებისთვის

მსოფლიოს 5 განსაკუთრებული დასახლება ჰარმონიული ცხოვრებისთვის

მსოფლიოს 5 განსაკუთრებული დასახლება ჰარმონიული ცხოვრებისთვის
ჩვენი საცხოვრისი არ არის მხოლოდ სახლი, სადაც ვცხოვრობთ, არამედ ყველაფერი ის, რაც ამ სახლის გარშემო ხდება. წარმოგიდგენთ მსოფლიოს რამდენიმე საინტერესო და ჰარმონიულობით გამორჩეულ უბანს თუ დასახლებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.