fbpx

საინტერესო ტურისტული და დასასვენებელი პუნქტები საქართველოს მთებში


გააზიარე სტატია

 

საქართველოში, სადაც ტურიზმს განვითარებამდე კვლავ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება, თავგადასავლებისა თუ დასვენებისთვის არსებობს რამდენიმე საინტერესო ადგილი, რომელსაც 2019 წლის ზაფხულში აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუკი აქამდე იქ არ ყოფილხართ.

 

მაშ ასე:

 

კარავ-სასტუმროები რაჭაში

ამბროლაურიდან ორ კილომეტრში მდებარე სოფელ კრიხში არაჩვეულებრივი ადგილია  საიმისოდ, რომ კომფორტულად დაისვენო ბუნებაში. ამ კეთილმოწყობილ კარვებში არის  სამზარეულოს მინიმალური აღჭურვილობა,  სველი წერტილი და ასევე ტერასა, საიდანაც  შთამბეჭდავი ხედები იშლება.

 

 

მეხუთე სეზონი ჯუთაში

ზღვის დონიდან 2360 მეტრზე აშენებული სასტუმროა, სადაც სოფლიდან ფეხით ან ცხენით უნდა მიხვიდეთ. სასტუმრო ადგილობრივი სიპი ქვებით და ტრადიციული სტილით ნაშენი თანამედროვე ნაგებობაა, სადაც ყველაფერი დაგხვდებათ კომფორტული დასვენებისთვის.

 

 

ზეტა კემპის სერვისით

ჯუთაშივე შეგიძლიათ ისარგებლოთ ზეტა კემპის სერვისით, რაც მოიცავს როგორც ოთახებს და კვებას, ასევე კარვების ან საკარვე ადგილების ქირაობას. სოფლიდან კემპამდე მისასვლელი გზის გავლა აქაც ცხენით ან ფეხით მოგიწევთ.

 

 

CloudBase Hut

კიდევ ერთი მთის სახლია სვანეთში, 2300 მეტრზე ზღვის დონიდან. სახლი ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და მის პირველ სართულზე საერთო საძინებელი სივრცეა მოწყობილი, მეორეზე კი ოთახები. ღრუბლებში მდებარე სახლი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და ერთდროულად 30-მდე ადამიანის მიღება შეუძლია.

 

 

ჰეშკილის ქოხები

სვანეთშივე შეგიძლიათ ესტუმროთ  ჰეშკილის ქოხებს,  რომელიც მესტიიდან 6 კილომეტრით არის დაშორებული. აქ შესაძლებელია იქირაოთ კოტეჯი სველი წერტილებით და ასევე ისარგებლოთ კვების სერვისით.

 

 

ალტიჰატი ყაზბეგში

მოიცავს ეკომეგობრულ სამთო ქოხს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე და ასევე საკარვე ტერიტორიას. ეს ადგილი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც მყინვარზე ასვლა სურს, მაგრამ ერთ დღეში ბეთლემის ალპინისტურ სადგურამდე მისასვლელი გზის გავლა არ სურს ან არ უნდა. ალტიჰატი შედარებით ქვემოთაა ამ გზაზე.

 


რეკომენდებული სტატიები
რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ

რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ

რა შეიძლება აკეთოთ ბათუმში, როცა უკვე ყველაფერი ნახეთ და გააკეთეთ
იმ შემთხვევაში, თუ ზღვამ და ტურისტულმა მარშრუტებმა დაგღალათ, და საღამოს საათებში აქტიური დასვენება, შოპინგი, სხვადასხვა კერძის დაგემოვნება ან ალკოჰოლით ოდნავი მოდუნება გადაწყვიტეთ, არჩევანის თავისუფლება ნამდვილად გაქვთ. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.