fbpx

წარმოგიდგენთ “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” სათავო ოფისს, რინგტურმს, როგორც ხელოვნების ობიექტს


გააზიარე სტატია




რინგტურმი “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” მთავარი ოფისია, რომელიც ძველ ქალაქში პირველი ცათამბჯენია. რინგტურმის შენობაში გამოყოფილია სივრცე, სადაც ეწყობა გამოფენები იმ ქვეყნების არქიტექტურის შესახებ, სადაც “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ოპერირებს. შარშან, ფიროსმანის გამოფენის პარალელურად, რინგტურმის საექსპოზიციო  სივრცეში მიმდინარეობდა საქართველოს არქიტექტურის ნიმუშების გამოფენა. სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გარდა საგამოფენო სივრცისა, 2006 წლიდან რინგტურმი თვითონ ხდება ხოლმე ხელოვნების ნიმუში.  მისი “შეფუთვის” პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, 4000 კვ. მ-ის ურბანული ხელოვნების ნიმუშია, რომელიც  სპეციალურად რინგტურმისთვის იქმნება. რინგტურმის “შეფუთვა” კი ვენისთვის ზაფხულის მნიშვნელოვან სახელოვნებო ატრაქციად იქცა. გთავაზობთ რინგტურმისთვის სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრების არქივს:

 

Don Giovanni (2006 წელი)

Ringturm Wrapping 2006: „Don Giovanni“ by Christian Ludwig Attersee © Wiener Städtische/Ernst Greindl

ქრისტიან ლუდვიგ ატერესის მიერ შესრულებული დონ ჯოვანი, რომელიც რინგტურმის შეფუთვის პირველი ნამუშევარია და 2006 წლის მოცარტის საიუბილეო თარიღთან არის დაკავშირებული.

 

Tower of Life (2007 წელი)

Ringturmwrapping 2007:

რობერტ ჰამერშტილი მეორე ხელოვანია, ვინც ზაფხულისთვის რინგტურმის ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნაზე იმუშავა. მისი ნამუშევარი ოთხი კომპოზიციისგან შედგებოდა, ადამიანის ცხოვრების იმ ფაზებისგან, რომლის დაზღვევასაც “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” სთავაზობს მომხმარებელს: ბავშვობა, ახალგაზრდობა, ოჯახი და და სიბერე.

 

Tower in Blossom (2008 წელი)

Ringturm Wrapping 2008:

2008 წელს რინგტურმის შენობა ცნობილმა ავსტრიელმა ხელოვანმა ჰუბერტ შმალიქსმა შეფუთა და სიმბოლური და გიგანტური თაიგული შესთავაზა ქალაქს, მის სტუმრებს და დამთვალიერებლებს.

 

A sense of family (2011 წელი)

Ringturm Wrapping 2011:

2011 წლის ივლისში რინგტურმის მოწვეული ხელოვანი ქსენია ჰოსნერი იყო, რომელმაც სიმბოლურ ნამუშევარს სახელწოდებაც სიმბოლური შეურჩია – Familiensinn – რომელიც ბევრ თანამედროვე და აქტუალურ პრობლემას ეხმაურება და ერთგვარი განაცხადიცაა.

 

Society (2012)

Ringturm Wrapping 2012:

2012 წელს პროექტზე უნგრელმა ხელოვანმა იმუშავა. ნამუშევარი სახელწოდებით Society (საზოგადოება) ხაზს უსვამს  მეზობელი ქვეყნების ახლო ურთიერთობას და ამ ურთიერთობის გავლენას ერთმანეთის კულტურაზე. ნამუშევარი ერთგვარი განაცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა და ერთად ყოფნა.

 

Ties (2013)

დოროთა სადოვსკა მეხუთე ხელოვანია, რომელმაც რინგტურმის შეფუთვაზე იმუშავა და მასშტაბური ნამუშევრით წარდგა ვენის წინაშე. როგორც “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, სლოვაკეთთან თანამშრომლობა ძალიან სიმბოლური იყო, რადგან რინგტურმის ბოლო სართულიდან ქვეყნის დედაქალაქი – ბრატისლავა მოჩანს.

 

Veil of Agnes (2014)

საერთაშორისოდ აღიარებული ხელოვანი არნულფ რაინერი მეშვიდეა,  ვინც პროექტზე იმუშავა. ხელოვანს წარმოდგენილი ჰქონდა შთამბეჭდავი ფერადი აბსტრაქცია, რომელიც მოძრაობდა.

 

Summer pleasures (2015)

ხორვატიელი ხელოვანის ნამუშევრის იდეა საზღვრისპირა ქვეყნებს შორის დიალოგის გამართვა იყო.

 

Unburdened (2016)

ივან ექსნერი თავისი ინსტალაციით 2016 წელს წარდგა. ნამუშევარი პრაღასთან “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” 25-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა.

 

Vision (2017)

სერბი ხელოვანის, მიხაელ მილუნოვიჩის შთამბეჭდავი ნამუშევარი – მონუმენტური მთის ინსტალაცია – ვენის ცენტრში 2017 წელს შესრულდა.

 

I saw this (2018)

2018 წელს “ვენის სადაზღვევო ჯგუფმა” რინგტურმის პროექტით  დაგმო ტერორიზმი და ომი მსოფლიო მასშტაბით. 4000-მეტრიანი ინსტალაცია რინგტურმზე 22 ივნისს გამოიფინა.

 

Future Dreaming

წელს კი, მთელი ზაფხულის განმავლობაში, რინგტურმის შეფუთვის პროექტის მე-12 მონაწილის, ბულგარელი ხელოვანის, დანიელა კოსტოვას ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „რინგტურმის შეფუთვა, შეიძლება ითქვას, ხმამაღლი განაცხადია კერძო კომპანიის მხრიდან. ამ ნაბიჯით „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ არა მხოლოდ თანამედროვე არტისტებს წარმოაჩენს მთელი ევროპის მასშტაბით, არამედ იმკვიდრებს თავს როგორც პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, რომელიც დიდ რესურსს დებს ზოგადად საზოგადოებრივი და სოციალური პროექტების განხორციელებაში.

ასეთი ინვესტორების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ბიძგს აძლევს არა მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების განვითარებას და თანამედროვე კორპორაციული კულტურის დანერგვას, არამედ ზოგადად დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზე და მას სხვა ინვესტორებისთვისაც მიმზიდველს ხდის.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რაც უშუალოდ ქართული კულტურისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებას უწყობს ხელს. ამ მხრივ აღვნიშნავ არქიტექტურულ გამოფენას ვენაში, რინგტურმის საგამოფენო ცენტრში, რომელიც თბილისს მიეძღვნა, ხოლო 2018-ში   ექსპოზიციამ ბათუმი, ქუთაისი და გორიც მოიცვა. ამ ღონისძიებით საქართველო ევროპელი დამთვალიერებლების, დიპლომატებისა და ბიზნეს წრეების წინაშე წარდგა სრულიად სხვა კუთხით – ახლებური და მათთვის აქამდე უცნობი კონტექსტით. ექსპონატები შეაგროვა და აღწერა ავსტრიელმა კურატორმა და ხელოვნებათმცოდნემ.  გამოიცა ორი კატალოგი“.

 

.


რეკომენდებული სტატიები
"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ

"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ

"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ
რინგტურმის საგამოფენო სივრცეში “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ორგანიზებით გაიხსნა საქართველოს არქიტექტურული გამოფენა – “საქართველო – კავკასიასა და შავ ზღვას შორის”
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.