fbpx

25 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

თბილისში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება. რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს კი ქართველი ვარსკვლავები პასუხობენ და კამპანიას – #იმოგზაურესაქართველოში უერთდებიან. მათ შორის არიან ზაზა ფაჩულია და გურამ კაშია.

 

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კამპანიას – #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა.

To all my followers, NBA fans all over the world, travelers, wine lovers,foodies-you all are invited in this beautiful and amazing country✌🏼#visitgeorgia #Georgia @ Tbilisi, Georgia

Gepostet von Zaza Pachulia am Montag, 24. Juni 2019

მან ფეისბუქსა და ინსტაგრამზე საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ადგილის ფოტოები გამოაქვეყნა და ფანები ქვეყანაში დაპატიჟა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს ეხმაურება და ინსტაგრამის გვერდზე აუდიტორიას საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

 “მთელ მსოფლიოში მიმოგზაურია, მაგრამ ქართულ სამზარეულოსთან ახლოს ვერც ერთი მივა. გეფიცებით, თქვენ არც კი იცით, რა გელით. ლამაზი არქიტექტურა ბათუმის ზღვისპირეთში და სრიალი მთის კურორტებზე. საქართველო ყველა სეზონზე საუკეთესოა. ჩემო ჰოლანდიელო მეგობრებო, იმოგზაურეთ საქართველოში და ნახეთ ნამდვილი მთები”, – წერს კაშია.

წყარო: https://www.instagram.com/

 

მწერალთა სახლი გაუქმდა.

Image may contain: one or more people, plant, tree, flower, table and outdoor

მწერალთა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი – ინფორმაცია მწერალთა სახლის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

წყარო: https://www.facebook.com

 

შონ პენი შვილებთან ერთად ფილმს გადაიღებს და თავადაც ითამაშებს

შონ პენი ახალი დრამის, Flag Day-ის გადაღებას გეგმავს, სადაც მისი შვილებიც – დილან და ჰოპერ პენებიც ითამაშებენ. ფილმში ასევე ვიხილავთ ჯოშ ბროლინს, ბეილი ნობლის, მაილს ტელერის, კეტრინ ვინიკს და სხვებს. ფილმის  სიუჟეტი ჯენიფერ ვოგელის 2005 წელს გამოცემულ რომანს – Flim-Flam Man: The True Story of My Father’s Counterfeit Life-ს დაეყრდნობა.

წყარო: https://variety.com/

 

ჯეიკ ჯილენჰოლმა უიტნი ჰიუსტონის სიმღერა შეასრულა. 

ვიდეო: https://www.youtube.com/

 

როზამუნდ პაიკი ამაზონის Sci-Fi სერიალში მთავარ როლს ითამაშებს

Image result for 'Wheel of Time': Rosamund Pike to Star in Amazon Fantasy Drama

ამაზონი ახალ სერიალს – The Wheel of Time-ს იღებს, რომელიც რობერტ ჯორდანის ფენტეზის ჟანრის ნოველის ტელეადაპტაცია იქნება. სერიალში მთავარ როლს ინგლისელი მსახიობი როზამუნდ პაიკი ითამაშებს. The Wheel of Time ეპიკურ სამყაროს გვთავაზობს, რომელშიც მაგია არსებობს და მისი გამოყენების შესაძლებლობები მხოლოდ ქალებს აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლებაც მათ ხელშია. 

ამბის მთავარი გმირი მორაინეა, რომელიც ქალთა გავლენიანი, საიდუმლო ორგანიზაციის, ეის-სედაის წევრია. ის მსოფლიოში საშიშ მოგზაურობას იწყებს ხუთ ადამიანთან ერთად, რომელთა შორის კაცებიც არიან. მორაინე ამ ხუთი პიროვნებითაა დაინტერესებული, რადგან სჯერა, რომ რომ მათგან ერთ-ერთი შესაძლოა იმ ადამიანის რეინკარნაცია იყოს, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ამ ძალით ის ან დაიცავს კაცობრიობას, ან გაანადგურებს მას.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ნორვეგიის ერთ-ერთ კუნძულზე დროის გაუქმებას ითხოვენ

ქვეყნის ერთ-ერთი კუნძულის, Sommarøy-ის მცხოვრებლები დროის გაუქმებას და ამ ადგილის „დროისგან თავისუფალ“ სივრცედ აღიარებას ითხოვენ. კუნძულზე, სადაც ზამთარში მზე არ ამოდის და ზაფხულში არ ჩადის, ამბობენ, რომ დრო ისე არ „მუშაობს“, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტონ, როდის რა გააკეთონ. სხვა ქვეყნებში მიღებული რეგულარული სამუშაო საათები კი მათთვის არარელევანტური, მეტიც, უბრალოდ ზედმეტია.

წყარო: https://time.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
24 ივნისი დილიდან 
Play Video

24 ივნისი დილიდან 

24 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! უკვე რამდენიმე დღეა თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ თემის გარშემო ვიტრიალებთ და კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია! 
5 კაფე და რესტორანი ქუთაისში, სადაც სასიამოვნო გარემოში გემრიელად გაგიმასპინძლდებიან

5 კაფე და რესტორანი ქუთაისში, სადაც სასიამოვნო გარემოში გემრიელად გაგიმასპინძლდებიან

5 კაფე და რესტორანი ქუთაისში, სადაც სასიამოვნო გარემოში გემრიელად გაგიმასპინძლდებიან
საქართველოში რეგიონული ტურიზმის განვითარების საკითხმა ბოლო დღეებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, რის გამოც AT.ge შემოგთავაზებთ საინტერესო რეკომენდაციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზაფხულის სასიამოვნოდ გასატარებლად. დავიწყოთ ქუთაისით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.