fbpx

ქალები Pop-Art-ის გარიჟრაჟზე


გააზიარე სტატია


ენდი უორჰოლი, რობერტ რაუშენბერგი, როი ლიხტენშტეინი, ჯასპერ ჯონსი, ჯეიმს როზენკვისტი, დევიდ ჰოკნი – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ არტისტი მამაკაცებისა, რომელთა სახელებთანაც  პოპ-არტი ასოცირდება. 

50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში, როცა ხელოვნების ახალი მიმდინარეობა ძალას იკრეფდა, ე.წ. ბიჭების კლუბის მიღმა არსებობდნენ  არტისტი ქალებიც, რომელთა როლი ჟანრის განვითარებაში მოგვიანებით შეამჩნიეს და შეაფასეს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

პაულინ ბოტი(1938-1966).

ბრიტანელი პაულინ ბოტი უიმბლდონის ხელოვნების სკოლასა და ხელოვნების სამეფო კოლეჯში ვიტრაჟის ხელოვნებას ეუფლებოდა, პარალელურად კი მხატვრობისა და კოლაჟის სფეროში მუშაობდა. სასიამოვნო გარეგნობის გამო მას სხვადასხვა ბრიტანულ ტელეშოუებში იღებდნენ, შესაბამისად, საზოგადოება ბოტის როგორც ტელევარსკვლავს უფრო იცნობდა და ნაკლები ყურადღება ექცეოდა არტისტის პოპ-არტს. საინტერესოა ისიც, რომ პაულინ ბოტიმ ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში (გარდაიცვალა 28 წლის ასაკში) ერთი ნამუშევრის გამოფენაც ვერ მოასწრო.  პაულინის ფემინისტური და პოლიტიკური თემატიკის შემოქმედება მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ შეამჩნიეს.

  • პაულინ ბოტი

 

  • „კუბა“. 1963 წელი. ავტორი: პაულინ ბოტი

 

  • „გააფერადე ის“. 1962. ავტორი: პაულინ ბოტი

 

  • „უსათაურო“. 1960. ავტორი: პაულინ ბოტი

 

  • პაულინ ბოტი და მისი ნამუშევარი „სკანდალი“

 

როზალინ დრექსლერი (დაბ.1926).

როზალინ დრექსლერი პოპ-არტისტი ქალების პირველი თაობის ერთადერთი ცოცხალი წარმომადგენელია. მას ძალიან საინტერესო ბიოგრაფია და მრავალმხრივი ინტერესები ჰქონდა – 50-იან წლებში პროფესიონალური ჭიდაობით იყო გატაცებული და „როსა კარლოს“ ფსევდონიმით ასპარეზობდა. გარდა პოპ-არტისა, როზალინ დრექსლერი  წერდა ნოველებს და ასევე სცენარებს ბროდვეული წარმოდგენებისთვის.

  • როზალინ დრექსლერი

 

  • როზალინ დრექსლერი სპორტული კარიერის დროს

 

  • „გამარჯვებული“. 1963. ავტორი: როზალინ დრექსლერი

  • „სიზმარი“. 1960. ავტორი: როზალინ დრექსლერი

  • „უსათაურო“. ავტორი: როზალინ დრექსლერი

 

  • „მაკოცე“. 1963 ავტორი: როზალინ დრექსლერი

 

კორიტა კენტი (საერო სახელი: ფრენსის ელისაბედ კენტი).

მონაზონი კორიტა კენტი  ლოს-ანჯელესის „უმანკო გულის კოლეჯში“ ტრაფარეტული ბეჭდვის ხელოვნებას ასწავლიდა.  

პოპ-არტის მიმართულებით სკოლიდან წასვლის შემდეგ დაინტერესდა. ტრაფარეტული ბეჭდვის მეთოდით მუშაობდა სხვადასხვა მასალაზე (ქაღალდი, ხე, ტექსტილი და ა.შ.). მის ფერად, გრაფიკულად მარტივ ნამუშევრებში ერთმანეთს ერწყმოდა ბიბლიური თემატიკა, ცნობილი ბრენდების ლოგოები, ლიტერატურული ციტატები და ზოგჯერ ჯგუფ „ბიტლზის“ ტექსტები. სიღარიბე, სამოქალაქო უფლებები, ვიეტნამის ომი – ეს ის თემები იყო, რაზეც არტისტი აკეთებდა აქცენტს.

 

  • კორიტა კენტი

 

  • „კვირის ახალი ამბავი“. 1969. ავტორი: კორიტა კენტი

 

ეველინ აკსელი.

„სიშიშვლე – მსოფლმხედველობაა, რომელიც სექსუალური და ინტელექტუალური თავისუფლებისკენ ისწრაფვის, უარყოფს ფრუსტრაციასა და იერარქიებს და მხოლოდ საკუთარ, ქალის ინდივიდუალურ სურვილებსა და შეზღუდვებს ექვემდებარება“, – ამგვარად აღწერდა ბელგიელი არტისტი ეველინ აკსელი საკუთარი ნამუშევრების კონცეფციას და მისი ნამუშევრების პროვოკაციულად ეროტიკულ შინაარსს ემანსიპაციის მიზნებს უკავშირებდა.

  • ეველინ აკსელი

  • „ნაყინი“. 1964. ავტორი: ეველინ აკსელი

 

  • „ვალენტინა“ (ტერეშკოვა). 1966. ავტორი: ეველინ აკსელი

 

  • „ეროტომობილი“. 1966. ავტორი: ეველინ აკსელი

 

იდელ ვებერი.

იდელ ვებერის ნამუშევრებში ედვარდ ჰოპერის გავლენა იკვეთება. არტისტის გმირები ანონიმური, უსახო ფიგურები არიან, რომლებიც 60-იანი წლების ქალაქში მცხოვრებთა ერთფეროვან, მოსაწყენ და იზოლაციურ ყოფას გადმოსცემენ.

  • იდელ ვებერი

 

კიკი კოგელნიკი.

ავსტრიელი არტისტი აშშ-ში საცხოვრებლად და სამუშაოდ 50-იანი წლების ბოლოს გადავიდა და მალე მოხვდა უორჰოლის, ლიხტენშტეინისა და ჯოან მიტჩელის გარემოცვაში. გენდერული საკითხები, ეროტიზმი, ადამიანის სხეული სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ფონზე, კოსმოსის ათვისება – ეს ის თემები იყო, რომლებზეც კოგელნიკი აქცენტირებდა.

  • კიკი კოგელნიკი

 


რეკომენდებული სტატიები
ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა

ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა

ფოტოგრაფიაში ასახული ჯაზის ზღაპრული ეპოქა
ჯაზის კლასიკური ფოტოგრაფიაც სწორედ ჯაზისავე ოქროს ხანაში - 40-60-იან წლებში ჩაისახა. ფოტოგრაფებმა მომავალ თაობებს ლეგენდარული არტისტების ხასიათი შემოუნახეს, და ამავე დროს, გადმოსცეს ეპოქის სულისკვეთებაც
ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა

ფოტოდოკუმენტალისტი ქალების ახალი თაობა
წარმოგიდგენთ რამდენიმე ახალგაზრდა  ფოტოჟურნალისტსა და ფოტოდოკუმენტალისტ ქალს, რომლებსაც წარმატებული კარიერული სტარტი აქვთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.