გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად დაასახელეს
გააზიარე სტატია
რამდენიმე საათის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ის 842 კინოხელოვანი დაასახელა, რომლებიც აკადემიის რიგებს შეუერთდება. მათ რიცხვში მოხვდა ქართული ფილმის “ნამე” ოპერატორი გიორგი შველიძეც.
გიორგი შველიძემ რამდენიმე თვის წინ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთვარი პრიზი მიიღო. ამერიკის კინოაკადემიის წევრებს შორის წელს დასახელდნენ ლედი გაგა, მარინა დე ტავირა, ტომ ჰოლანდი და სხვები.