fbpx

2 ივლისი დილიდან


გააზიარე სტატია


დილა მშვიდობისა!

უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიო მედია, მათ შორის ამერიკული და ბრიტანული, საქართველოს შესახებ სტატიებს აქვეყნებს და მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს.

 

ამერიკული და ბრიტანული მედია თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს

 

CNN და MTV იმ პოპულარულ გამოცემებს შეუერთდნენ, რომლებიც თავის მოქალაქეებს თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებენ. “ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მსმელებო, მთასვლელებო, ზღვაზე დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო, ისტორიკოსებო, ყველას, ვინც ეძებთ თავგადასავალს ან გინდათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ავნოთ, თქვენ საქართველოს  სჭირდებით. 

თუ ოდესმე გიფიქრიათ ესტუმროთ შავი ზღვის სანაპიროს, რუსეთსა და თურქეთს შორის, ახლა საუკეთესო დროა. ისინი კი, ვინც უკვე იყავით, დროა დაბრუნდეთ. საპროტესტო აქციების საპასუხოდ პუტინი ცდილობს, დასაჯოს, დაიმორჩილოს და გააკოტროს ქართველი ხალხი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნება. დასაჯოს იმის გამო, რომ ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ უფლებას, თავისუფლად შეიკრიბოს და გამოხატოს საკუთარი აზრი…”, – წერია CNN-ის სტატიაში. 

MTV-ის სტატიაში კი ნახსენებია, რომ საქართველოს დედაქალაქი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო ადგილია, თანაც გამოირჩევა როგორც არქიტექტურული მრავალფეროვნებით, ასევე საინტერესო სამზარეულოთი. “საქართველოს დედაქალაქი მოგზაურებს მსოფლიო კლასის კლუბებითა და სამზარეულოთი ხიბლავს. ის უდავოდ ევროპის ყველაზე ტრენდული ქალაქი ხდება. თუ ბერლინში ყოფილხართ, თბილისი თქვენთვის ნაცნობი იქნება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ საქართველოში მოგზაურობას. შესაძლოა საჰაერო რეისები იმაზე ძვირი იყოს, ვიდრე ფიქრობთ, მაგრამ ნამდვილად ღირს”, – წერია სტატიაში. 

 

წყარო: http://www.mtv.co.uk/

https://edition.cnn.com/

 

Fabrika-ს კედლებზე საპროტესტო ნახატები გამოჩნდა.

ნახატები 20 ივნისის მოვლენებთანაა დაკავშირებული, როცა პოლიციის მიერ აქციის ძალის გადამეტებით დაშლისას რამდენიმე ადამიანმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო. 

ფოტო: https://rachel.on.ge/

 

იაპონიის საელჩოს ინიციატივით “ჯეოლაბში” მოწვეული იქნება იაპონელი კალიგრაფი – აკემი ლუკასი, ცნობილი როგორც კოშუ, რომელიც გამართავს სალექციო კურსსა და ვორქშოპს

Image may contain: 2 people, text

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ იაპონური კულტურის ელემენტებს, ამავდროულად, გამოცდილი და მრავალ ქვეყანაში ცნობილი კალიგრაფის ხელწერის სხვადასხვა ტექნიკას  “ჯეოლაბის” მყუდრო გარემოში დაეუფლონ.
ცოტა რამ, კოშუს შესახებ:
კოშუ კალიგრაფიის ოსტატია, რომელიც დაიბადა იაპონიაში. იგი რვა წლიდან შეუდგა კალიგრაფიის შესწავლას. მისი გამორჩეული ხელწერა დაფუძნებული ტრადიციული იაპონური კალიგრაფიის ტექნიკაზე, რომელშიც შერწყმულია ძველი და თანამედროვე სტილი, დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი.
კოშუს წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება გასაოცარია: ის ქმნის სასცენო ნამუშევრებს თეატრალური დადგმებისათვის, აწყობს გამოფენებს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში, ასევე ქმნის სერტიფიკატების ნიმუშებს საკუთარი უნიკალური კალიგრაფიის გამოყენებით, ატარებს ლექციებს, ორგანიზებას უწევს კურსებს ახალგაზრდა სტუდენტებისთვის და აწყობს პერსონალურ გამოფენებს.

  • სამუშაო ენა: ინგლისური
  • ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
  • ვორქშოპზე მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე. ადგილები შეზღუდულია.

 

ნილ გეიმანის გრაფიკული ნოველის, The Sandman-ის ეკრანიზაციას ნეტფლიქსი გადაიღებს.

სტრიმინგ-სერვისი ვორნერ ბრაზერსთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა და სენდმენის სერიალად გადაღებას გეგმავს.

წყარო: https://www.theverge.com/

 

17 აგვისტოს Black Sea Arena წარმოგიდგენთ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოს.

კონცერტის პირველ განყოფილებაში შესრულდება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი აჟღერდება კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ჰენრი კავილმა სერიალიდან The Witche ფოტოები გაავრცელა

ნეტფლიქსის სერიალში მთავარ როლს სწორედ ის ასრულებს. სერიალი ანჯეი საპკოვსკის ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიას დაეფუძნება, რომელშიც მთავარი გმირი გერალტ რივიელია, მხედვარი – ურჩხულებზე მონადირე. მასაც, როგორც ყველა სხვა მხედვარს, ბავშვობაში გადატანილი მრავალმხრივი მუტაციების მეშვეობით განუვითარდა შესაძლებლობები: ძალა, რეაქცია, დაჩქარებული მეტაბოლიზმი. გერალტის მთავარი საქმე ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ ურჩხულების განადგურებაა.

View this post on Instagram

Geralt #TheWitcher @Netflix @WitcherNetflix

A post shared by Henry Cavill (@henrycavill) on

View this post on Instagram

Witcher #TheWitcher @Netflix @WitcherNetflix

A post shared by Henry Cavill (@henrycavill) on

View this post on Instagram

Yennefer #TheWitcher @Netflix @WitcherNetflix

A post shared by Henry Cavill (@henrycavill) on

View this post on Instagram

Sorceress #TheWitcher @Netflix @WitcherNetflix

A post shared by Henry Cavill (@henrycavill) on

View this post on Instagram

Cirilla #TheWitcher @Netflix @WitcherNetflix

A post shared by Henry Cavill (@henrycavill) on

 

ჯუმანჯის ახალი ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა.

ისევე როგორც 2017 წლის ფილმში, მთავარ როლებს აქაც დუეინ ჯონსონი, კევინ ჰარტი, კარენ გილანი და ჯეკ ბლექი ასრულებენ. ახალ ნაწილში მთავარი გმირები მეგობრის გადასარჩენად მიდიან, რომელიც ვიდეოთამაშმა  ჩაყლაპა.

წყარო: https://www.youtube.com/

 


რეკომენდებული სტატიები
1 ივლისი დილიდან 
Play Video

1 ივლისი დილიდან 

1 ივლისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია შვეიცარიის საერთაშორისო სავაჭრო სამიტს საპატიო სპიკერის სტატუსით დაესწრება.
გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად დაასახელეს

გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად დაასახელეს

გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად დაასახელეს
რამდენიმე საათის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ის 842 კინოხელოვანი დაასახელა, რომლებიც აკადემიის რიგებს შეუერთდება. მათ რიცხვში მოხვდა ქართული ფილმის "ნამე" ოპერატორი გიორგი შველიძეც.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.