როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

ჩვენი პლანეტა უკვე სამ მილიარდ წელზე მეტია მზის სხივებშია გახვეული. მზე დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა.  ჩვენს პლანეტაზე თითოეულ არსებას თავისი სპეციფიკური ურთიერთობა აქვს მზესთან. მცენარეები, ცხოველები, ქვეწარმავლები, მწერები და ნებისმიერი  სულიერი თუ უსულო არსება ფლობს მზესთან ურთიერთობის ხელოვნებას. 

თუკი საუკუნეების განმავლობაში  ადამიანები ეთაყვანებოდნენ და ადიდებდნენ მზეს, დღევანდელი ადამიანი გამუდმებით ცდილობს მისგან თავის დაღწევას, რაც, სამწუხაროდ, იწვევს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციის დარღვევას. რა თქმა უნდა, არავის ვურჩევ მთელი დღის განმავლობაში თაკარა მზეზე გაჩერებას, მაგრამ შესაძლებელია მზის სხივების სამკურნალოდ გამოყენება, თუკი გვეცოდინება რამდენიმე ფაქტი. 

 

მზე და D ვიტამინი

მზე ადამიანს D ვიტამინის გამომუშავებაში ეხმარება. ვიტამინი D ორგანიზმში 2000-ზე მეტ გენს არეგულირებს. მართალია, მას ვიტამინს ეძახიან, მაგრამ ის ჰორმონია. 

D ვიტამინზეა დამოკიდებული კალცის შეთვისება, გულსისხლძარღვოვანი, იმუნური, ნერვული სისტემების, პარაფარისებრი ჯირკვლის, საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობა, წონის კონტროლი. მისი უკმარისობა იწვევს მენტალურ პრობლემებს, დეპრესიას, კანის კონდიციებს, სიმსივნეს, ბავშვებში განვითარების შეფერხებას და ზრდის სხვა ქრონიკული დაავადებების წარმოქმნის რისკს. 

D ვიტამინი ორგანიზმში მზის საშუალებით იქმნება. არსებობს ულტრაიისფერი გამოსხივება B (UVB) და ულტრაიისფერი გამოსხივება A (UVA). როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება B-ის ფოტონები (UVB) ჩვენი კანის ეპიდერმისში აღწევს, წარმოიშობა D ვიტამინის წინამორბედი. ვიტამინის ეს ვერსია სისხლის მიმოქცევის საშუალებით მიემართება ღვიძლში და შემდეგ გადაინაცვლებს თირკმელებში, სადაც ის გადაიქცევა D3 ვიტამინის აქტიურ ფორმად და მზად არის გამოყენებისათვის. 

UVB სხივები გარკვეული რაოდენობით გვესაჭიროება. რაც შეეხება ულტრაიისფერ გამოსხივება A-ს (UVA), ეს სწორედ ის გამოსხივებაა, რომელიც ღრმად აღწევს კანში და იწვევს კოლაგენის დაშლას, ნაოჭებს, კანის სიმსივნეს და, რასაკვირველია,  უნდა მოვერიდოთ. 

სამწუხაროდ, მზისგან დამცავი ლოსიონები (განსაკუთრებით მაღალი ნომრები)  ბლოკავენ UV სხივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი ვერ იღებს D ვიტამინს, არადა ზაფხული ერთადერთი სეზონია, როდესაც შეგვიძლია ორგანიზმი D ვიტამინით მოვამარაგოთ. 

არსებობს შემთხვევები, როდესაც ორგანიზმს დარღვეული აქვს D ვიტამინის კონვერსიის ფუნქცია, ასეთ შემთხვევაში რეკომედებულია დანამატის მიღება. მის მიღებამდე უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევები. დანამატი აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინი D3 და არა ვიტამინი D2, რომელიც ტოქსიკურია ორგანიზმისათვის. 

 

როგორ მოვიქცეთ ისე, რომ  თან ვისარგებლოთ მზის სიკეთით და თანაც ავირიდოთ  გამოსხივებით გამოწვეული საფრთხე?

 

უსაფრთო გარუჯვის დრო

თუ გარუჯვის მოყვარული ბრძანდებით, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მზეზე დიდი ხნის გატარება გარკვეულ ჯანმრთელობის რისკებთანაც არის დაკავშირებული. მზის სხივების გადაჭარბებით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიმსივნის წინა მდგომარეობა – აქტინური კერატოზი და სამი ტიპის სიმსივნე – მელანომა, ბაზალურუჯრედოვანი  და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. 

გარუჯვის დროს კანის ფერის შეცვლას პიგმენტი მელანინი არეგულირებს. მელანინის გამოყოფით ხდება კანის დაცვა ზედმეტი მზის სხივებისგან. მუქ კანთან შედარებით, ღია ფერის კანი ნაკლებ მელანინს გამოყოფს, ამიტომ ღია ფერის მქონე ადამიანების კანი უფრო მალე ზიანდება. თუ მუქი კანი გაქვთ, D  ვიტამინის წარმოსაქმენლად და კანის სიმსივნის ასარიდებლად მზეზე დაუცველად კვირაში სამჯერ 30 წუთის გატარება საკმარისია. ღია კანის შემთხვევაში კი ეს დრო კვირაში სამჯერ 15 წუთამდე უნდა შეზღუდოთ. მოცემული დროის შემდეგ აუცილებელია კანისთვის უსაფრთხო, ტოქსიკური ნივთიერებებისგან თავისუფალი მზის დამცავი საშუალებების გამოყენება. 

 

მზისგან დამცავი ტოქსიკური კრემები

დღეს  მზის დამცავი უამრავი პროდუქტი არსებობს. ბევრი მათგანი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები კანის საშუალებით შეიწოვება და სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხვდება. ტოქსიკური კრემების  გამოყენება მზის UV სხივებთან ერთად ზრდის სიმსივნის წარმოქმნის რისკს. ისინი იწვევენ ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოშობას. თავისუფალი რადიკალები კი  სიმსივნის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარ წყაროდ მოიაზრება.

მაგალითად, ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ინგრედიენტი ფენილბენზოლის სულფინის მჟავა (PBSA) გავლენას ახდენს დნმ-ზე და იწვევს სიმსივნის წარმოქმნას. ასევე ნივთიერებები ოქსიბენზონი  (oxybenzone) და ოქტინოქსატი (Octinoxate) უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ენდოკრინულ სისტემაზე, იწვევს რეპროდუქციულ პრობლემებს და ალერგიებს. ასეთი ნივთიერებები განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის. ტოქსიკური კრემები ასევე აზიანებს   ეკოსისტემას, უარყოფითად მოქმედებს ზღვის ფლორასა და ფაუნაზე. 

მზისგანი დამცავი საშუალებების  არჩევისას უარი თქვით ისეთ კრემებზე, რომლებიც შეიცავს: ოქტინოქსანტს (octinoxate), ოქსიბენზონს (oxybenzone), ფენილბენზოლის სულფინის მჟავას (PBSA), ავობენზონს (avobenzone), ოქტილსალიცილატს (octisalate), ოქტოკრილენს (octocrylene), ჰომოსალატს (homosalate).

 

მზისგან დამცავი უსაფთხო გზები

 მზის სხივების  რადიაციისგან დაცვა აუცილებელია, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე,  ასევე მნიშვნელოვანია მზის სხივების გარკვეული დოზით მიღებაც. მთავარია, არ დაიწვათ. მზისგან დამცავი ყველაზე უსაფრთხო საშუალება ქუდი, ქოლგა და ტანსაცმელია.  თუ მზეზე დიდი ხნით აპირებთ გაჩერებას, აუცილებლად წაისვით ტოქსინებისგან თავისუფალი მზის დამცავი ლოსიონი. სასურველია მზეზე დილას ან ადრე საღამოს გახვიდეთ. მზის რადიაცია თავის პიკს შუადღეს აღწევს, თუმცა ამ დროს ორგანიზმი ყველაზე კარგად გამოიმუშავებს D ვიტამინს. თუ დიდხანს აპირებთ მზეზე ყოფნას, 30 წუთის შემდეგ (მუქი კანის შემთხვევაში) და 15 წუთის შემდეგ (ღია კანის შემთხვევაში) მზისგან დასაცავად გამოიყენეთ ბუნებრივ კომპონენტებზე და მინერალებზე დამზადებული  ლოსიონი: თუთიის ოქსიდი (zinc oxide) ან ტიტანის ოქსიდი (titanium oxide). ასევე უსაფრთხოა მზის დამცავ ლოსიონებში შემავალი ეთერული ზეთები, ქოქოსის ცხიმი, კაკაოს და შიის კარაქი. აარჩიეთ მზის დამცავი ლოსიონი SPF ნომერული მაჩვენებლით. SPF 15, SPF 30 და SPF 50 მზის UV რადიაციის დაახლოებით 93-98%-ს ბლოკავს, რაც საკმარისია კანის დაცვისთვის. რაც უფრო მაღალია SPF ნომერული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ ნივთიერებას შეიცავს, თუმცა დაცვის სიძლიერე საგრძნობლად არ იზრდება. გარუჯვის შემდეგ მიიღეთ გრილი შხაპი, დაიტენიანეთ კანი ქოქოსის ან შიის ცხიმით. არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა. 

 


რეკომენდებული სტატიები
მძიმე მეტალების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე და მისი შემცირების გზები

მძიმე მეტალების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე და მისი შემცირების გზები

მძიმე მეტალების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე და მისი შემცირების გზები
მძიმე მეტალებით გამოწვეული ტოქსიკურობა  დღევანდელობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მოკლედ იმ წესების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით ეფექტს მოახდენს
5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ
ინდუსტრიული წესებით დამზადებული ზოგიერთი საკვები ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რას უნდა ვერიდოთ ყველაზე მეტად და რა უნდა ვიცოდეთ ამ საკვების წარმომავლობის და ზეგავლენის შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.