fbpx

ცხელი ზაფხული ისტორიულ ფოტოებში


გააზიარე სტატია


ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ჩვეულებრივზე მაღალი ტემპერატურა, ზოგან ანომალიური სიცხე დაფიქსირდა. მაგალითად, ივნისის დასაწყისში ჩრდილოეთ ინდოეთში ტემპერატურამ 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რამაც წყლის დეფიციტი და გულის შეტევების შემთხვევები გამოიწვია. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით,  რაჯასტანის შტატის ქალაქ ჩურუში თერმომეტრმა 50,6 გრადუსი ცელსიუსი უჩვენა.

ივნისის ბოლოს დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ევროპაც. გაუსაძლისი სიცხის გამო საფრანგეთის დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონებში 50-მდე სკოლა დაიხურა. გერმანიასა და იტალიაში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, ხოლო ესპანეთში  – 45 გრადუსს. 

ადრეული ზაფხულის სიცხე ხშირად განსაკუთრებით საშიშია,  რადგან ადამიანები მაღალ ტემპერატურას ჯერ შეგუებული არ არიან. გულთან დაკავშირებულ დაავადებათა გამწვავების რისკები  მნიშვნელოვნად მაღალია ხანდაზმულებში, უსახლკაროებსა და სახლში ჰაერის კონდიცირების სისტემის არმქონეთათვის.

 

გთავაზობთ რამდენიმე ისტორიულ ფოტოს, რომელზეც ასახულია, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ნიუიორკელები სიცხეს გასულ საუკუნეში. მასალა შერჩეულია ამერიკელი ფოტოგრაფის, ჯორჯ გრენტჰემ ბეინის (1865–1944) არქივიდან.

 

  • ბავშვები და ყინული. ნიუ-იორკი. 1910-1915 წლები

 

  • ცივი გაზიანი წყლის რიგში. ნიუ-იორკი. 1910-1915 წლები

 

  • ბეთერი-პარკი. მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში

 

  • ცხელი დღე. ნიუ-იორკი

 

  • კონი-აილენდი. ნახევარკუნძული ბრუკლინის სამხრეთ ნაწილში

 

  • გაგრილება ცხელ ამინდში

 

  • მედისონ-სქვერის ფანტანი

 

გასულ საუკუნეში, 1906, 1911, 1955 და 1976 წლებში, დიდ ბრიტანეთში რეკორდულად ცხელი ზაფხული დაფიქსირდა. „უფრო ცხელა, ვიდრე ესპანეთში“, „მაიამი“, „ჯოჯოხეთი“ – ასეთი სათაურებით იწერებოდა სტატიები იმ პერიოდის გაზეთებში. ისტორიამ ამ წლების ძალიან საინტერესო ფოტომასალა შემოინახა.

 

  • ვესტკლიფი. ესექსი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისი. 1911 წელი

 

  • რიჯენტს-კანალი. ლონდონი. 1911

 

  • ლონდონი. 1913 წელი

 

  • ბერკშირის საგრაფო. 1926 წელი

 

  • ლონდონი. 1930 წელი

 

  • მეფე ედვარდის მემორიალური პარკი. 1933

 

  • ლონდონი. 1933 წელი

 

  • ლონდონი. 1934 წელი

 

  • ავტობუსის მძღოლი და კონდუქტორი. ლონდონი. 1934

 

  • რბოლებში მონაწილე მწევრების გასეირნება სიცხეში. უემბლის სტადიონი. 1936 წელი

 

  • “ვესტჰემ იუნაიტედისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თამაშის დროს. 1936 წელი

 

  • გაგრილება „როლინგ სთოუნსის“ კონცერტისას. ჰაიდ-პარკი. 1969 წლის 5 ივლისი

 


რეკომენდებული სტატიები
ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი

ნიუ იორკი, ბავშვები და ქუჩის ფოტოგრაფია 80 წლის წინ - ელენ ლევიტი
ელენ ლევიტი ამერიკული ქუჩის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფიგურაა. მას ერთდროულად “თავისი დროის ყველაზე აღიარებულ და ყველაზე უცნობ ფოტოხელოვანადაც” მოიხსენიებენ
20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან

20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან

20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან
როცა ტემპერატურა ციებ-ცხელების დონეს აღწევს, გამოიკეტეთ გრილ ოთახში, ჩამოაფარეთ ფარდები და გაუხსენით გზა საკუთარ თავს ამ შეუცვლელი საზაფხულო კლასიკური ფილმების სამყაროში.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.